მატრიცა (ფილმი)
| მატრიცა | |
|---|---|
ფილმის ოფიციალური პოსტერი |
|
| ჟანრი | კიბერპანკი |
| პროდიუსერი | ჯოელ სილვერი |
| სცენარის ავტორი | ენდი ვაჩოვსკი ლარი ვაჩოვსკი |
| როლებში | კიანუ რივზი ლოურენს ფიშბერნი კერი-ენ მოსი ჰუგო უივინგი ჯო პანტოლიანო |
| კომპოზიტორი | დონ დევისი |
| ოპერატორი | ბილ პოუპი |
| მონტაჟი | ზექ სტენბერგი |
| კინოსტუდია | Village Roadshow Pictures Silver Pictures |
| დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
| გამოსვლის თარიღი |
|
| ხანგრძლივობა | 136 წთ. |
| ქვეყანა | |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | 63 მილიონი აშშ დოლარი |
| შემოსავალი | 463,517,383 აშშ დოლარი[1] |
| შემდეგი: | მატრიცა: გადატვირთვა |
მატრიცა (ინგლ. The Matrix) — 1999 წლის ფილმი, რიგით პირველი მატრიცის შესახებ ფილმების სერიაში. ფილმის რეჟისორები არიან ძმები ვაჩოვსკები, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ: კიანუ რივზი, ლოურენს ფიშბერნი, კერი-ენ მოსი, ჰუგო უივინგი და ჯო პანტოლიანო. ფილმი აშშ-ში გამოვიდა 1999 წლის 31 მარტს, ხოლო ავსტრალიაში - იმავე წლის 8 აპრილს.
ფილმში მოთხრობილია კაცობრიობის მომავლის შესახებ, სადაც რეალობა, რომელსაც მართავენ ადამიანები, ვირტუალურ სახეს ატარებს. როდესაც ამ ყველაფერს აღმოაჩენს, კომპიუტერული პროგრამისტი ზედმეტსახელად „ნეო“ მონაწილეობს მანქანების წინააღმდეგ აჯანყებაში. მას ეხმარებიან სხვა გმირებიც, რომელთა მიზანს კაცობრიობის „საოცნებო მსოფლიოსგან“ გათავისუფლება წარმოადგენს.
ფილმში არის კიბერპანკისა და ჰაკერული სუბკულტურების ელემენტები, ჟღერს ფილოსოფიური და რელიგიური იდეების განხილვები. მასში ასევე არის სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოების (მაგალითად, „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“), ჰონგ კონგის მიერ წარმოებადი ფილმების, ვესტერნების, დისტოპიური ლიტერატურისა თუ იაპონური ანიმაციის ელემენტები.
სქოლიო [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- მატრიცა — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მატრიცა — Allmovie-ზე
- მატრიცა — Box Office Mojo-ზე
- მატრიცა — Rotten Tomatoes-ზე
- მატრიცის ვიკი