ნაბეღლავი (წყალი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნაბეღლავი.
ნაბეღლავის ბოთლი

ნაბეღლავი — ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი ნატურალური მინერალური წყალი. საბადო მდებარეობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბეღლავის მიდამოებში, მდინარე გუბაზეულის ორივე ნაპირზე.

ჩამოსხმის ისტორია[რედაქტირება]

1905 წელს სოფელ ნაბეღლავში აღმოაჩინეს მინერალური წყლის საბადო, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამკურნალო თვისებები და განსაკუთრებული გემო. 1958-90 წლებში ქარხანა შეზღუდულად აწარმოებდა „ნაბეღლავს“, ძირითადად ყაზახეთის ბაზრისთვის. 1998 წელს შვეიცარელ ინვესტორებთან ერთად არსებული ქარხნის ბაზაზე დაარსდა სს „წყალი მარგებელი“, რომელმაც განაახლა ნაბეღლავის ჩამოსხმა. მთლიანად მოხდა ქარხნის მოდერნიზება, კომპანია სწრაფად განვითარდა და გახდა ლიდერი ქართული მინერალური წყლების ბაზარზე.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

2007 წლისთვის სს „წყალი მარგებელმა“ შეისყიდა 25-წლიანი ლიცენზია „ნაბეღლავისა“ და „ბახმაროს“ წყლების მოპოვებაზე. ამ ეტაპზე „ნაბეღლავი“ და „ბახმარო“ 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

სასარგებლო თვისებები[რედაქტირება]

„ნაბეღლავი“ ხასიათდება უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებებით; მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ნაბეღლავის სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.

წყარო გამოდის შუაეოცენური ვულკანოგენური წყებიდან. ნაბეღლავს იყენებენ საჭმლის მომნელებელ ორგანოთა, ღვიძლის, ნაღვლისა და შარდის სადინარების დაავადებათა, აგრეთვე ნივთიერებათა ცვლის მოშლის დროს.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება]

CO_2 1,4 M_{6'7} \frac{HCO_394C14}{Na77Mg13Ca^7} T13-15^\circ C

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: