მეწიეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
მეწიეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
თემი ხიდისთავი
კოორდინატები 41°57′39″ ჩ. გ. 42°12′47″ ა. გ. / 41.96083° ჩ. გ. 42.21306° ა. გ. / 41.96083; 42.21306
ცენტრის სიმაღლე 300
მოსახლეობა 125[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
მეწიეთი — საქართველო
მეწიეთი
მეწიეთი — გურიის მხარე
მეწიეთი

მეწიეთისოფელი საქართველოში, გურიის მხარის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ხიდისთავის თემში (სოფლები: ახალშენი, ზენობანი, მეწიეთი, წიფნაგვარა, ჭაჭიეთი, ხიდისთავი). მდებარეობს მდინარე გუბაზეულის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 300 მ., ჩოხატაურიდან 7 კმ., საჯავახოს რკინიგზის სადგურიდან 27 კმ. ხიდისთავიდან 2 კმ. სოფლიდან მიდის საცალფეხო გზა კურორტ ბახმარომდე. სოფელი შედიოდა ხიდისთავის სასოფლო საზოგადოებაში. სოფელში იდგა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადაც ინახებოდა ოქროთი მოჭედილი წმინდა გიორგის ხატი, ჯვარი და „მარხვანი“.[2] სოფელში დაიბადა მწერალი ჭოლა ლომთათიძე.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 125 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1908[3] 126
1911[4] 353
2002[5] 182 80 102
2014[1] 125 59 66

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. ბაქრაძე დ., „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ. 177-178 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  3. Кавказский календарь на 1910 год
  4. Кавказский календарь на 1912 год
  5. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II