არტაანის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „არტაანი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არტაანი.
Flag of Turkey.svg არტაანი
არტაანის პროვინციის მდებარეობა თურქეთში
Ardahan districts.png
ინფორმაცია
რეგიონი: სამხრეთ ანატოლიის რეგიონი
ფართობი: 5,661 (კმ²)
მოსახლეობა 119,172 2007
საავტომიბოლო ნომრები: 75
სატელეფონო კოდი: 00478
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.ardahan.gov.tr
ამინდის პროგნოზი turkeyforecast.com/weather/ardahan

არტაანი (თურქ. Ardahan) — პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი არტაანი. მოიცავს 6 რაიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

არტაანის პროვინციას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სომხეთი, ჩრდილოეთიდან - საქართველო, ასევე ესაზღვრება დასავლეთიდან ერზურუმისა და ართვინის პროვინციები, ხოლო სამხრეთიდანყარსის პროვინცია.

მოსახლეობა[რედაქტირება]

პროვინციის მოსახლეობა 2009 წლის მონაცემებით შეადგენს 133 756 კაცს. უდიდესი ქალაქია არტაანი (17 ათასი კაცი, 2000 წ.). XVII საუკუნეში არტაანის სანჯაყის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენდნენ ქართველები, მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მიიღო ისლამი[1].

ისტორია[რედაქტირება]

არტაანი/არტანი წარმოადგენდა როგორც მხარის (არტანის ხევი), ასევე ციხე-ქალაქის სახელწოდებას. ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ლეგენდარული მცხეთოსის ძემ, ჯავახოსმა, ააშენა არტაანის ციხე-ქალაქი, რომელსაც მაშინ ქაჯთა ქალაქი რქმევია, მროველის დროს კი - ჰური[2]. იმავე ცნობით, ფარნავაზის მიერ ძვ. წ. III საუკუნეში დაარსებულ წუნდის საერისთავოში შედიოდა არტაანი, ჯავახეთი და კოლა[3]. ვახტანგ გორგასალმა აქ საეპისკოპოსო შექმნა და კათედრა ერუშეთში დააწესა[4]. თამარის ეპოქაში არტაანი სანაპირო საერისთავო იყო, შემდეგ სამცხის ათაბაგთა სამთავროში შედიოდა.

XVI საუკუნეში არტაანი დაიპყრეს თურქებმა და ორ ერთეულად გაყვეს: დიდ არტაანად (გურჯისტანის ვილაიეთი) და პატარა არტაანად (ყარსის ვილაიეთი). ამ დროს დიდი არტაანის მთავარ გამაგრებულ ქალაქს ფარაკანი ერქვა. ქალაქის სახელწოდება "არტაანი" XVII საუკუნეში უნდა იყოს შერქმეული. 1877-1878 წლებში რუსეთ-თურქეთის ომის დროს ეს მხარე რუსეთმა დაიკავა. სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით და 1878 წელს ბერლინის ტრაქტატით არტაანი რუსეთს შეუერთდა, ხოლო 1918-21 წლების ომის დროს კვლავ თურქეთის ფარგლებში მოექცა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პროვინცია იყოფა 6 რაიონად:

ეკონომიკა[რედაქტირება]

პროვინციის ტერიტორიაზე გადის ნავთობსადენი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Эвлия Челеби. Книга путешествия. Вып. 3 Земли Закавказья и сопредельных областей Малой Азии и Ирана. М. Наука. 1983, прим. 53
  2. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 10; 23
  3. ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 24
  4. ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, ტ. I, თბ., 1955, გვ. 198