ართვინის პროვინცია
| ართვინის პროვინციის მდებარეობა თურქეთში | |
|---|---|
| ინფორმაცია | |
| რეგიონი: | შავი ზღვის რეგიონი |
| ფართობი: | 7 493 (კმ²) |
| მოსახლეობა | 191,934 2007 |
| მოსახლეობის სიმჭიდროვე | 25,6 (კაცი/კმ²) |
| საავტომიბოლო ნომრები: | 08 |
| სატელეფონო კოდი: | 0466 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | http://www.artvin.gov.tr |
| ამინდის პროგნოზი | turkeyforecast.com/weather/artvin |
ართვინი – პროვინცია (ილი) ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ართვინი. მოიცავს 8 რაიონს.
სექციების სია |
გეოგრაფია [რედაქტირება]
პროვინციას ჩრდილოეთით ესაზღვრება საქართველო (აჭარა), აღმოსავლეთით არტაანის, სამხრეთით – ერზრუმის და დასავლეთით რიზეს პროვინციები, აქვს 35 კილომეტრიანი საზღვაო საზღვარი შავ ზღვაზე (ნავსადგური ხოფა). პროვინციის დიდი ნაწილი მდებარეობს მდინარე ჭოროხის აუზში.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობა 192 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქებია: ართვინი (23 ათ. ადამიანი, 2000), ხოფა. თურქების გარდა ცხოვრობენ ლაზები და აჭარლები (ქართველი მუსულმანები), აგრეთვე ხემშილები (სომეხი მუსულმანები).
ისტორია [რედაქტირება]
პროვინციის ტერიტორია წლების მანძილზე გადადიოდა ხელიდან ხელში. ეკუთვნოდა საქართველოს, ოსმალეთის იმპერიას, რუსეთს (1828 წლიდან; პროვინციის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ქუთაისის გუბერნიის, ბათუმის ოლქის ართვინის ოკრუგი).
1921 წელს ყარსის ხელშეკრულების შემდეგ არტაანის, ყარსისა და იგდირის პროვინციებთან ერთად გადაეცა თურქეთს.
რაიონები [რედაქტირება]
ართვინის პროვინცია იყოფა 8 რაიონად (ცენტრალური რაიონი მოცემულია მსხვილი ასოებით):
- არტანუჯი (რაიონი) (Ardanuç)
- არჰავი (რაიონი) (Arhavi)
- ართვინი (რაიონი) (Artvin)
- ბორჩხა (რაიონი) (Borçka)
- ხოფა (რაიონი) (Hopa)
- მურღული (რაიონი) (Murgul)
- შავშათი (რაიონი) (Şavşat)
- იუსუფელი (რაიონი) (Yusufeli)
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
|
|||||||
|
||||||||||||||||||||||||||