ჩილდირი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩილდირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ქალაქი
ჩრდილი
Çıldır
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია არტაანი
კოორდინატები 41°07′44″ ჩ. გ. 43°07′58″ ა. გ. / 41.12889° ჩ. გ. 43.13278° ა. გ. / 41.12889; 43.13278
ქალაქის მერი ნურეთინ აიგუნი
ცენტრის სიმაღლე 1950
მოსახლეობა 1683[1] კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
საფოსტო ინდექსი 75000
ოფიციალური საიტი yerelnet.org.tr/belediyeler/belediye.php?belediyeid=129382
ჩილდირი (ქალაქი) — თურქეთი
ჩილდირი (ქალაქი)

ჩილდირი (თურქ. Çıldır; ძვ. ქართული სახელწოდება — ძურძნა[2]) — ქალაქი თურქეთში არტაანის პროვინციის ჩილდირის რაიონში. ქალაქი ჩილდირი რაიონის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჩილდირის ტბა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ატარებს იქვე არსებული ჩილდირის (ჩრდილის) ტბის სახელწოდებას. მეფის რუსეთის დროს რუსეთის იმპერიაში შემავალი აღნიშნული დასახლებული პუნქტი ატარებდა სახელს — ზურზუნა (რუს. Зурзуна). დასახლებული პუნქტის ძველი ქართული სახელწოდება იყო — ძურძნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]