ტრაპიზონის პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flag of Turkey.svg ტრაპიზონი
ტრაპიზონის პროვინციის მდებარეობა თურქეთში
Trabzon districts.png
ინფორმაცია
რეგიონი: შავი ზღვის რეგიონი
ფართობი: 4685 (კმ²)
მოსახლეობა 763.714 2007
მოსახლეობის სიმჭიდროვე 158,7 (კაცი/კმ²)
საავტომიბოლო ნომრები: 61
სატელეფონო კოდი: 0462
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.trabzon.gov.tr
ამინდის პროგნოზი turkeyforecast.com/weather/trabzon

ტრაპიზონი – პროვინცია (ილი) ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ტრაბზონი. მოიცავს 18 რაიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ტრაპიზონის პროვინცია მოქცეულია ჩრდილოეთით შავ ზღვასა (114 კილომეტრიანი სანაპირო) და სამხრეთით ლაზეთის ქედს შორის. პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება რიზე, სამხრეთით – გუმუშჰანესა და ბაიბურთის პროვინციები, ხოლო დასავლეთით გირესუნის პროვინცია. პროვინციის ფართობია 4685 კმ2 მისი 22.4% დაბლობია, ხოლო 77.6% გორაკ-ბორცვიანი. პროვინციაში მიედინება მდინარეები დერიმენდერე, იანბოლუ, შურმენე, ფოლი, იიდერე, კოჰა, ბალთაჯი, სოლაკლი, კარადერე. პროვინციაში არის ტბები: უზუნგოლი, ჩაკირგოლი, სერა გოლუ.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობა 763.714. ადამიანი (2010): ცხოვრობენ თურქები, ლაზები, პონტოელი ბერძნები. უდიდესი ქალაქებია: ტრაბზონი (215 ათ. ადამიანი, 2000), ქემალიე.

მოსახლეობა 2007 2008 2009 2010
სულ 740.569 748.982 765.127 763.714
ურბანული 396.646 390.797 408.103 415.652


პროვინციის მოსახლეობა, გარდა ურბანულისა, ძლიერ ტრადიციულია, რაც გულისხმობს გენდერული როლების ტრადიციულ განაწილებას, სოციალურ კონსერვატიზმს, სტუმარმასპინძლობის ძლიერ ტრადიციას, შრომისმოყვარეობას, ძლიერ ოჯახურ და ნათესაურ კავშირებს. შავი ზღვის რეგიონის მოსახლეობა ასევე ცნობილია მახვილგონიერებითა და იუმორის გრძნობით.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება]

ტრაპიზონის პროვინციის მთავარი ღირსშესანიშნაობები არის სუმელას მონასტერი და უზუნგელის ტბა. სუმელას მონასტერი მდებარეობს ქალაქ ტრაიზონიდან სამხრეთით, 50 კილომეტრზე. ის აგებულია სალ კლდეზე ხედით მწვანე ტყისკენ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]