ჰათაი – პროვინცია (ილი) სამხრეთ თურქეთში, ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი ანთაქია. მოიცავს 12 რაიონს, მათგან სამში სჭარბობენ არაბები, დანარჩენში თურქები.
პროვინციას ესაზღვრება ადანის, ოსმანიესა და გაზიანთეფის პროვინციები. სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან კი - სირია.
მოსახლეობა 1,386 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია:ანთაქია (145 ათ.კაცი, 2000).
I მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ პროვინცია შედიოდა სირიის შემადგენლობაში. 1938 წელს აღწერის შედეგების მიხედვით დაწესდა ეროვნული ქვოტები ჰათაის წარმომადგენელთა საბჭოსათვის (სანჯაკი): 22 ადგილი თურქებისთვის, 9 - არაბებისთვის, 5 - სომხებისათვის, 2-2 არაბი-სუნიტებისათვის და არაბი-ქრისტიანებისთვის. წარმომადგენელთა საბჭო აირჩიეს 1938 წლის ზაფხულში, ხოლო 2 ნოემბერს გამოცხადდა დამოუკიდებელი ჰათაის რესპუბლიკა. 1939 წელს საყოველთაო რეფერენდუმის შედეგად ჰათაი გახდა თურქეთის პროვინცია (ილი, ვილაიეთი), რის შედეგადაც არაბებმა და სომხებმა მიატოვეს პროვინცია და საცხოვრებლად გადავიდნენ სირიაში. პროვინცია წლების მანძილზე იყო სადავო თურქეთსა და სირიას შორის. 2005 წლამდე ეს უკანასკნელი არ აღიარებდა თურქეთის სუვერენიტეტს პროვინციაზე.