სარდური II

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სარდური (მრავალმნიშვნელოვანი).
სარდურ II
ურარტუს მე-6 მეფე
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 764
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 735
წინამორბედი: არგიშთი I
მემკვიდრე: რუსა I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: დაახ. ძვ. წ. 784
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 735
გარდ. ადგილი: მდ. ევფრატთან

სარდური II (სარდური, არგიშთის ძე, სიდური II, სედური II, სარდურ II) — ურარტუს მეფე ძვ. წ. VIII საუკუნის 60-30-იან წლებში. მეფობის დასაწყისში ომში დიდ წარმატებებს აღწევდა. მის მატიანეებში იხსენიება სარდური II-ის გამარჯვება ასურეთის მეფე ასურნირარი VI-ზე, ურმიისპირეთში მდებარე მანის სამეფოსა და მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ, მელიტეის (მალათიის) და ქუმუხის დამარცხება. გაილაშქრა აგრეთვე კულხის ქვეყნის (კოლხეთის) წინააღმდეგ, დაიპყრო მისი სამხრეთი რაიონები. ცნობილია აგრეთვე მისი ლაშქრობები ჩილდირის ტბისა და მტკვრის სათავების, ახლანდელი გიუმრისა და სევანის ტბის რაიონებში. მეფობის ბოლოს არაერთჯერ დამარცხდა ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III-თან (743 და 735 — სირიაში). ამ ბრძოლებში სარდური II-ს ეხმარებოდნენ ევფრატის დასავლეთით მდებარე ქვეყნები მელიტეა, ქუმუხი და სხვა. ძვ. წ. 735 წელს ასურელთა ლაშქარმა ტუშფამდე სდია დამარცხებულ სარდური II-ს, მაგრამ ტუშფის აღება ვერ შეძლო. ურარტუმ ამ ბრძოლების შედეგად ბევრი დაპყრობილი ტერიტორიები და გავლენის სფერო დაკარგა ჩრდილოეთ შუამდინარეთში, ურმიისპირეთსა და ჩრდილოეთ სირიაში. სარდური II სამეფოს სხვადასხვა რეგიონში დიდი მასშტაბის სააღმშენებლო სამუშაოებსაც ატარებდა, რის შედეგადაც აშენდა ციხესიმაგრეები, ტაძრები, სამეურნეო ნაგებობები, გაშენდა ბაღ-ვენახები და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება]