ვანი – პროვინცია (ილი) თურქეთში აღმოსავლეთ ანატოლიის რეგიონში, ადმინისტრაციული ცენტრი ვანი. მოიცავს 12 რაიონს.
პროვინციას აღმოსავლეთით ესაზღვრება ირანი, სამხრეთით შირნაქის და ჰაქარის, ჩრდილოეთით აღრისა დასავლეთით ბითლისისა და სიირთის პროვინციები.
მოსახლეობა 1,012 ათ. ადამიანი (2007), უდიდესი ქალაქია ვანი (284 ათ. ადამიანი, 2007).
თანამედროვე პროვინციის ტერიტორია შეადგენდა ძველი სამეფოს ურარტუს ცენტრალურ ნაწილს, სხვადასხვა დროს შედიოდა დიდი სომხეთის, ვასპურაკანის სამეფოს, ბიზანტიის იმპერიის, სელჩუკების სამეფოში და ოსმალეთის იმპერიაში.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: