დუზჯეს პროვინცია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Flag of Turkey.svg დუზჯე
დუზჯეს პროვინციის მდებარეობა თურქეთში
Düzce districts.png
ინფორმაცია
რეგიონი: შავი ზღვის რეგიონი
ფართობი: 3,641 (კმ²)
მოსახლეობა 329,321 2007
მოსახლეობის სიმჭიდროვე 90,5 (კაცი/კმ²)
საავტომიბოლო ნომრები: 81
სატელეფონო კოდი: 0380
ოფიციალური ვებ-გვერდი http://www.düzce.gov.tr
ამინდის პროგნოზი turkeyforecast.com/weather/düzce

დუზჯე – პროვინცია (ილი) ჩრდილოეთ–დასავლეთ თურქეთში, შავი ზღვის რეგიონში. ადმინისტრაციული ცენტრი – ქალაქი დუზჯე. მოიცავს 8 რაიონს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ჩრდილოეთით პროვინციას საზღვრავს შავი ზღვა. ასევე ესაზღვრება ბოლუს, ზონგულდაქის და საქარიის პროვინციები.

ხშირია მიწისძვრები.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მოსახლეობა 329 ათ. ადამიანი 2007 წლის შეფასებით. უდიდესი ქალაქია:დუზჯე (56 ათ. ადამიანი, 2000). პროვინციას თურქეთში უწოდებენ "თურქეთის გაერთიანებულ ერებს", რადგან აქ ცხოვრობენ: თურქები, ადიღეელები, აფხაზები, ჩვენებურები (ქართველი მუსლიმები), ლაზები, ბოშები და ემიგრანტები ბალკანეთიდან.

ისტორია[რედაქტირება]

პროვინცია გამოეყო ბოლუს პროვინციას 1999 წლის ნოემბრის დამანგრეველი მიწისძვრის დროს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]