ამონი
| ამონი | |||||
|---|---|---|---|---|---|
ამონი გამოისახებოდა მაღალი ბუმბულის გვირგვინით |
|||||
| ღმერთი | |||||
| სახელი იეროგლიფებში |
|
||||
| მთავარი საკულტო ცენტრი | თებე | ||||
| მშობლები | არა | ||||
| მეუღლე | ამონეტი უოსტერი მუტი |
||||
| შვილ(ებ)ი | ხონსუ და მონტუ | ||||
ამონი (ბერძნ. Ἄμμων - დაფარული) — ძველეგვიპტური ღვთაება, რომელსაც თავიდან ეგვიპტის თებეში, შემდეგ კი მთელს ეგვიპტეში მზის ღმერთად მიიჩნევდნენ. საბერძნეთსა და რომში მისი კულტი ზევსისა და იუპიტერისას შეერწყო. ამონის ტაძრები იყო სპარტაში, თებეში, რომსა და სხვა ქალაქებში. ამონს წარმოიდგენდნენ და გამოსახავდნენ ცხვრისთავიან მამაკაცად. აქედან მომდინარეობს მისი გამოსახულების ბერძნული ფორმა — მოწიფული, ზევსის მინავსგავსი მამაკაცი ვერძის რქებით.
ამონ-რა - ეგვიპტის ეროვნული ღმერთი[რედაქტირება]
ამონი ქალაქ თებეს მფარველ ღვთაებად ითვლებოდა. თებეს დაწინაურების, მისი დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, ამონი დინასტიის მფარველი ღვთაება გახდა. მისი სახელი ეგვიპტის რამდენიმე ფარაონის სამეფო სახელშიც შევიდა: ამონ-ხოტეფ, ტუტანხამონ. საბოლოოდ ამონი მზის ღმერთთან გაიგივდა და ამონ-რა (ამონ-რაე) ეწოდა, რაც ამონ-მზეს ნიშნავს. ამ სახელწოდებით იგი ეგვიპტის ეროვნულ ღმერთად იქნა აღიარებული. ამონ-რას ქურუმობა ეგვიპტეში ყველაზე გავლენიანი ფენა იყო. ამონის კულტის მთავარი ადგილებია კარნაკისა და ლუქსორის ტაძრები ქალაქ თებეში.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]
|
|||||||
სტატიის ![M17 [i] i](http://bits.wikimedia.org/static-1.22wmf5/extensions/wikihiero/img/hiero_M17.png)
![Y5 [mn] mn](http://bits.wikimedia.org/static-1.22wmf5/extensions/wikihiero/img/hiero_Y5.png)
![N35 [n] n](http://bits.wikimedia.org/static-1.22wmf5/extensions/wikihiero/img/hiero_N35.png)
