შინაარსზე გადასვლა

შრი-ლანკის საგარეო ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სახელმწიფოები, რომლებთანაც შრი-ლანკას დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული

შრი ლანკის საგარეო ურთიერთობები მსოფლიოს სახელმწიფოებთან შრი-ლანკის დიპლომატიურ და კომერციულ ურთიერთობებს აღნიშნავს. შრი-ლანკის დიპლომატია დაფუძნებულია პრინციპზე „მეგობრობა ყველას მიმართ, მტრობა ― არავის მიმართ“.

1950-იანი წლებიდან შრი-ლანკა მიუმხრობლობის საგარეო პოლიტიკას მიჰყვება და ძლიერი სახელმწიფოების მხარეს არ იჭერს. აზიაში ცივი ომის დასრულების შემდეგ შრი-ლანკა მოწინავე სახელმწიფოებთან უკეთესი ურთიერთობების დამყარებას და დიპლომატიური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების გაძლიერებას ცდილობს ჩინეთთან, ინდოეთთან, პაკისტანთან, რუსეთთან, აშშ-სთან, იაპონიასთან და ევროპის კავშირთან. შრი-ლანკას ახლო ურთიერთობები აქვს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის, აფრიკის კავშირისა და არაბული ქვეყნების ლიგის სახელმწიფოებთან.

შრი-ლანკა მრავალმხრივ დიპლომატიაში მონაწილეობს, განსაკუთრებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. შრი-ლანკა მიუმხრობლობის მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრია. არის ერთა თანამეგობრობის, სამხრეთ აზიის რეგიონული თანამშრომლობის ასოციაციის, მსოფლიო ბანკის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის, აზიის განვითარების ბანკის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციისა და კოლომბოს გეგმის წევრი.

ორმხრივი ურთიერთობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შრი-ლანკის პრეზიდენტი ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად 2015 წლის თებერვალში

შრი-ლანკის დროშაჩინეთის დროშა ჩინეთის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის საელჩო პეკინშია განლაგებული. ორ სახელმწიფოს შორის ისტორიული და კულტურული კავშირები ასეულობით წლის წინ ჩამოყალიბდა.[1]

ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის ძალიან ახლო დიპლომატიური კავშირები ჰქონდათ შრი-ლანკის თავისუფლების პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს. ჩინეთსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1957 წლის 7 თებერვალს დამყარდა.[2] 1996 წელს ჩინეთის მიწვევით შრი-ლანკის პრეზიდენტი ჩანდრიკა ბანდარანაიკე კუმარატუნგა სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა ჩინეთში. მხარეებმა ორ შეთანხმებას მოაწერეს ხელის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. მაჰინდა რაჯაპაკსას მმართველობის დროს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდა პრეზიდენტის ჩინეთსადმი დადებითი დამოკიდებულების გამო და სახელმწიფოებს შორის რამდენიმე შეთანხმება დაიდო.[3] პრეზიდენტ მაითრიპალა სირისენას მმართველობის დროს ჩინეთსა და შრი-ლანაკს შორის ურთიერთობები კვლავ შენარჩუნდა, რამდენადაც სირისენა ქვეყანაში ჩინეთისა და ინდოეთის გავლენის ბალანსის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად.[4][5] მიუხედავად ამისა, ბოლოდროინდელი მოვლენები შრი-ლანკის ჩინეთისაკენ გადახრაზე მიუთითებს, რის გამოც ჩინეთი შრი-ლანკაში ინვესტიციების დაბანდებას აგრძელებს, ხოლო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში დავებში შრი-ლანკა ჩინეთს უჭერს მხარს.[6][7][8]

შრი-ლანკასა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები საუკუნეების მანძილზე კეთილმეგობრული იყო. ორივე სახელმწიფოს თითქმის იდენტურ რასობრივი და კულტურულ წარმომავლობა აქვს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე შრი-ლანკის სამოქალაქო ომმა იმოქმედა, ასევე სამოქალაქო ომის დროს ინდოეთის ინტერვენციამ და ინდოეთის მხრიდან თამილის ვეფხვების მხარდაჭერამ იმოქმედა. ინდოეთი შრი-ლანკის ერთადერთი მეზობელია, თუმცა მისგან პალკის სრუტითაა გამოყოფილი. ორივე სახელმწიფო სამხრეთ აზიაში სტრატეგიულ ადგილას მდებარეობს და ინდოეთის ოკეანეში საერთო უსაფრთხოების ქოლგის შექმნას ცდილობს.[9]

შრი-ლანკის პოლიტიკურ წრეებში ფართო კონსენსუსი არსებობს ქვეყნის საგარეო ურთიერთობების მატრიცაში ინდოეთის პირველობის შესახებ. ორივე მთავარი პარტია, შრი-ლანკის თავისუფლების პარტია და გაერთიანებული ნაციონალისტური პარტია, ბოლო ათწლეულში ინდოეთთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზეა ორიენტირებული. შრი-ლანკა მხარს უჭერს ინდოეთის კანდიდატურას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრის სტატუსის მისაღებად.[10]

შრი-ლანკის საელჩო ტოკიოში

კვიპროსსა და შრი-ლანკას შორის ურთიერთობები 1981 წლის მარტში დაიწყო. კვიპროსი შრი-ლანკაში ნიუ-დელიში მდებარე უმაღლესი კომისრის ოფისითაა წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო კოლომბოში აქვს. შრი-ლანკა კვიპროსში რომში მდებარე საელჩოთია წარმოდგენილი, ხოლო საპატიო საკონსულო ლარნაკაში აქვს. ორივე სახელმწიფოს სხვადასხვა სფეროში ორმხრივი შეთანხმებები აქვს დადებული. შრი-ლანკაც და კვიპროსიც ერთა თანამეგობრობის წევრები არიან.

შრი-ლანკასა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობები 1977 წლის 14 ნოემბერს დაიწყო.[11] სამხრეთ კორეის საელჩო კოლომბოში მდებარეობს, ხოლო შრი-ლანკის ― სეულში.

ვიეტნამსა და შრი-ლანკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1970 წლის 21 ივლისს დამყარდა და მას შემდეგ უწყვეტად ვითარდება სხვადასხვა სფეროში.

შრი-ლანკასა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1958 წლის სექტემბერში დამყარდა. 2012 წელს ანკარაში შრი-ლანკის საელჩო გაიხსნა,[12] ხოლო 2013 წელს თურქეთის საელჩო კოლომბოში ამოქმედდა.[12] 2019 წელს თურქეთსა და შრი-ლანკას შორის ორმხრივმა ვაჭრობამ 185.7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიაღწია.[13]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Copper, J. F. "China and Sri-Lanka: Old Friendship Renewed." Asia Quarterly 2 (1975): 101-110.
  • Höglund, Kristine, and Isak Svensson. "Mediating between tigers and lions: Norwegian peace diplomacy in Sri Lanka's civil war." Contemporary South Asia 17.2 (2009): 175-191.
  • Peebles, Patrick. The History of Sri Lanka (Greenwood, 2005)
  • Suryanarayan, V, "Sri Lanka's policy towards China: Legacy of the past and prospects for the future." China Report 30.2 (1994): 203-21

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Info. ar.unesco.org. ციტირების თარიღი: 2019-12-26
  2. inner.gif.
  3. Goh, Evelyn (April 22, 2016). Rising China's Influence in Developing Asia. Oxford University Press. ISBN 9780191076145. 
  4. Indian Ocean: China, Sri Lanka keen to push Colombo port project. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-21. ციტირების თარიღი: 2016-10-21
  5. Sri Lanka attempts tricky maritime balancing act. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-11-05. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
  6. President Sirisena’s second visit to Beijing to boost China-Sri Lanka ties. [1]
  7. Sri Lanka to support China over South China Sea issue with Philippines (June 23, 2016).
  8. U.S. should stop intervention in South China Sea issue: Sri Lankan official - China Military Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-17. ციტირების თარიღი: 2022-11-08.
  9. India's Sri Lankan scars. BBC News (4 May 2000). Retrieved 12 November 2011.
  10. Brief on India-Sri Lanka Relations, Ministry of External Affairs (BSM Division: Sri Lanka)
  11. Ministry of Foreign Affairs, Republic of Korea-Asia Pacific ko. Mofa.go.kr. ციტირების თარიღი: 2015-08-12
  12. 12.0 12.1 From Rep. of Turkey Ministry of Foreign Affairs. ციტირების თარიღი: 2021-11-15
  13. Turkey-Sri Lanka Economic and Trade Relations. Ministry of Foreign Affairs of Turkey.