ალექსანდრე ბოროდინი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: [[ლუკა გედევანიშვილი|ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი]], ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). [[1856]] წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. [[1874]]-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი ([[1872]]-[[1887]]). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. [[1862]] წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც [[მიხეილ გლინკა]]ს მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.
დაიბადა [[სანქტ-პეტერბურგი|სანქტ-პეტერბურგში]] თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: [[ლუკა გედევანიშვილი|ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი]], ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). [[1856]] წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. [[1874]]-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი ([[1872]]-[[1887]]). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. [[1862]] წელს გაეცნო [[მილი ბალაკირევი|მ. ბალაკირევის]], [[ვლადიმერ სტასოვი|ვ. სტასოვის]] და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც [[მიხეილ გლინკა]]ს მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.


==ნამუშევრები ქიმიაში==
==ნამუშევრები ქიმიაში==

11:49, 3 ივლისი 2009-ის ვერსია

ალექსანდრე პორფირეს ძე ბოროდინი (გედევანიშვილი) (რუს.: Александр Порфирьевич Бородин) (დ.12 ნოემბერი (სხვა წყაროებით 31 ოქტომბერი), 1833 – გ. 27 თებერვალი (სხვა წყაროებით 15 თებერვალი), 1887) ქართული წარმოშობის რუსი ქიმიკოსი და კომპოზიტორი. თავადი ლ. გედევანიშვილის შვილი (ჩაწერილი იყო, როგორც თავადის მსახურის - პორფირი ბოროდინის შვილი). იყო "მძლავრი ჯგუფის" წევრი. განთქმულია სიმფონიებით, ორი კვარტეტით სიმებიანი საკრავებისათვის და ოპერით თავადი იგორი.


ბიოგრაფია

დაიბადა სანქტ-პეტერბურგში თავადის ოჯახში. მამა ქართველი ჰყავდა: ლუკა სიმონის ძე გედევანიშვილი, ხოლო დედა - რუსი: ევდოკია კონსტანტინეს ასული ანტონოვა (Евдокии Константиновны Антоновa). 1856 წელს დაამთავრა სამედიცინო-ქირურგიული აკადემია. 1874-იდან სამედიცინო აკადემიური ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელი. ქალთა უმაღლესი სასწავლებლის, ქალთა საექიმო კურსების ერთ-ერთი ორგანიზატორი და პედაგოგი (1872-1887). XIX ს-ის 50-იან წლებში დაიწყო რომანსების, საფორტეპიანო პიესების კამერულ-საკრავიერი ანსამბლების შექმნა. 1862 წელს გაეცნო მ. ბალაკირევის, ვ. სტასოვის და ამ წრის სხვა წევრთა გავლენით საბოლოოდ ჩამოაყალიბა მისი, როგორც მიხეილ გლინკას მიმდევრის მუსიკალურ-ესთეტიური შეხედულებანი.

ნამუშევრები ქიმიაში

ქიმიაში 40-ზე მეტი ნაშრომი აქვს. ბოროდინს ეკუთვნის ბრომჩანაცვლებული ნაჯერი კარბონმჟავების მიღების ირიგინალური ხერხი. მანვე მიიღო ირველი ფთთორორგ. ნაერთი - ბენზოლის ფთორიდი (1862) აღწერა ალდოლი, ალდოლური კონდესაციის რეაქცია.

შემოქმედება

ბოროდინის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ მნიშვნელოვან შენაძენს წარმოადგენს კლასიკური მუსიკის საგანძურში.

ბოროდინის მნიშვნელოვანი ნაწარმოებია ოპერა "თავადი იგორი". სამეცნ. და პედ. საქმიანობით გადატვირთული კომპოზიტორი ვერ მუშაობდა ინტენსიურად. ოპერა იწერებოდა 18 წელი და მაინც დაუმთავრებელი დარჩა. (ბოროდინის სიკვდილის შემდეგ იგი დაამთავრეს ნ. რიმსკი-კორსაკოვმა და ალექსანდრე გლაზუნოვმა; დაიდგა 1890, მარიამის თეატრში, სანქტ-პეტერბურგში)

ლიტერატურა