მძლავრი ჯგუფი
იერსახე
მძლავრი ჯგუფი |
---|
![]() მილი ბალაკირევი |
მძლავრი ჯგუფი — რუს კომპოზიტორთა შემოქმედებითი გაერთიანება, რომელიც ჩამოყალიბდა XIX საუკუნის 50-იანი წლების დასასრულსა და 60-იანი წლების დასაწყისში. ცნობილია აგრეთვე ახალი რუსული მუსიკალური სკოლის ან „ბალაკირევის წრის“ სახელწოდებით. „მძლავრი ჯგუფის“ შემადგენლობაში შედიოდნენ მილი ბალაკირევი (ხელმძღვანელი), ალექსანდრე ბოროდინი, ცეზარ კიუი, მოდესტ მუსორგსკი, ნიკოლოზ რიმსკი-კორსაკოვი; გარკვეულ პერიოდში - ნ. ლოდიჟენსკი, ა. გუსაკოვსკი, ნ. შჩერბაჩოვი. ჯგუფის პროგრამა და იდეურ-ესთეტიკური შეხედულებები 60-იანი წლების დემოკრატიული იდეოლოგიის გავლენით ჩამოყალიბდა.
„მძლავრი ჯგუფმა“ არსებობა შეწყვიტა 70-იან წლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 260.