ოთარ კაკაბაძე
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | ოთარ კაკაბაძე | ||
დაბადების თარიღი | 27 ივნისი, 1995 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 186 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კრაკოვია | ||
ნომერი | 25 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2011–2012 | დინამო თბილისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2014 | დინამო თბ. II | 17 | (1) |
2014–2016 | დინამო თბ. | 40 | (1) |
2016–2018 | ხიმნასტიკი | 44 | (1) |
2017 | → ესბიერგი | 12 | (0) |
2018–2020 | ლუცერნი | 33 | (0) |
2020–2021 | ტენერიფე | 16 | (0) |
2021– | კრაკოვია | 82 | (7) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2010–2011 | საქართველო 17 | 16 | (2) |
2012–2014 | საქართველო 19 | 6 | (0) |
2013–2015 | საქართველო 21 | 5 | (1) |
2015– | საქართველო | 69 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 3 ნოემბერი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024 |
ოთარ კაკაბაძე (დ. 27 ივნისი, 1995, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „კრაკოვიასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მარჯვენა მცველი. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში.
საკლუბო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პროფესიონალური კარიერა 2012 წელს თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდში დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 27 ნოემბერს პირველი ლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს ამბროლაურის „რაჭა“ და თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდი დაუპირისპირდნენ, ონის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და ბუდუ ზივზივაძის დუბლის წყალობით დინამოელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა. ოთარ კაკაბაძემ თავისი სადებიუტო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[1] თავისი პირველი და ერთადერთი გოლი თბილისის „დინამოს“ მეორე გუნდის მაისურით 2013 წლის 19 ოქტომბერს პირველი ლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში თელავის „კახეთს“ მატჩის მე-60 წუთზე გაუტანა. შეხვედრა ვიტალი დარასელიას სახელობის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის მინდორზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 6–0 დამთავრდა.[2]
თბილისის „დინამო“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისის „დინამოს“ პირველ გუნდში მისი დებიუტი 2014 წლის 16 სექტემბერს ქობულეთის „შუქურასთან“ გამართულ უმაღლესი ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში შედგა. დინამოელებმა მეტოქეს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 6–0 დაამარცხეს. კაკაბაძე შეხვედრის 62-ე წუთზე ირაკლი ძარიას ნაცვლად შევიდა მოედანზე.[3] თავისი პირველი და ასევე ერთადერთი გოლი თბილისის „დინამოს“ პირველი გუნდის მაისურით 2015 წლის 23 ოქტომბერს უმაღლესი ლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ცხინვალის „სპარტაკს“ მატჩის 57-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ამჯერადაც ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა და თბილისელთა გამარჯვებით 2–1 დამთავრდა.[4]
„ხიმნასტიკი“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2016 წლის 7 ივლისს კაკაბაძემ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მონაწილე ტარაგონის „ხიმნასტიკთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი,[5] რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 29 სექტემბერს „კორდობასთან“ გამართულ სეგუნდა დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი კორდობაში, „ესტადიო ნუევო არკანხელზე“ (ესპ. Estadio Nuevo Arcángel) შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით 2–0 დამთავრდა. ოთარ კაკაბაძემ მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[6] თავისი პირველი და ერთადერთი გოლი ტარაგონის „ხიმნასტიკის“ მაისურით 2018 წლის 24 თებერვალს სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურის შეხვედრაში „ბარსელონას“ მეორე გუნდს მატჩის 65-ე წუთზე გაუტანა. შეხვედრა ბარსელონაში, „მინი ესტადიზე“ გაიმართა და ფრედ 1–1 დამთავრდა.[7]
„ესბიერგი“, „ლუცერნი“ და „ტენერიფე“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2017 წლის იანვარში „ხიმნასტიკიდან“ 6-თვიანი იჯარით დანიის სუპერლიგის (დან. Superligaen) მონაწილე „ესბიერგში“ გადაინაცვლა,[8][9] სადაც მაისის ჩათვლით თამაშობდა, ვიდრე ისევ „ხიმნასტიკში“ დაბრუნდებოდა, სადაც 2017 წლის აგვისტოდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით ითამაშა.
ამის შემდეგ ესპანეთიდან სათამაშოდ შვეიცარიის უმაღლესი ლიგის კლუბ „ლუცერნში“ გადავიდა, სადაც 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე დარჩა, თუმცა ერთი წლით ისევ ესპანეთს დაუბრუნდა და 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე „ტენერიფეში“ განაგრძო თამაში.
„კრაკოვია“
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლონურ „კრაკოვიაში“ კაკაბაძე 2021 წლის 1 ივლისიდან ასპარეზობს.[10] 2021 წლის 22 ნოემბერს პოლონეთის „ექსტრაკლასას“ მე-15 ტურში „კრაკოვიამ“ ჩენსტოხოვის „რაკუვს“ (პოლ. Raków Częstochowa) უმასპინძლა და 1–0 მოუგო. გამარჯვების მომტანი ერთადერთი გოლი შორეული და ეფექტური დარტყმის შემდეგ, რომელიც პოლონეთის სპორტულ მედიაში „ფანტასტიკურ გასროლად“ და „აუღებელ დარტყმად“ მონათლეს — ოთარ კაკაბაძემ მატჩის 69-ე წუთზე გაიტანა.[11][12]
2021 წლის 18 დეკემბერს „ექსტრაკლასას“ მე-19 ტურის შეხვედრაში „კრაკოვიამ“ სტუმრად ვროცლავის „შლონსკი“ (პოლ. Śląsk Wrocław) 2–0 დაამარცხა. ოთარმა თავის უშუალო მოვალეობასაც კარგად გაართვა თავი და მატჩის 54-ე წუთზე შორეული დარტყმის შემდეგ მეტოქის კარიც აიღო.[13] შედეგად, ოთარ კაკაბაძე პოლონეთის მთავარი ლიგის მე-19 ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა. საქართველოს ნაკრების მცველი საუკეთესოთა შორის „ექსტრაკლასას“ ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.[14]
2023 წლის 17 თებერვალს „ექსტრაკლასას“ 21-ე ტურში „კრაკოვიამ“ შინ მელეცის „სტალი“ (პოლ. FKS Stal Mielec) მიიღო. მასპინძელთა გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0–1-ს აგებდა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა კაკაბაძემ მეორე ტაიმის დაწყებიდან ერთ წუთში, მასთან ერთად შესული ევგენი კონოპლიანკას პასით ჯერ თავად გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 85-ე წუთზე მისივე გამჭოლი საგოლე გადაცემის შემდეგ პატრიკ მაკუხმა უშეცდომოდ დაარტყა და „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა — 2–1.[15]
2024 წლის მაისის ბოლოს ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი, რომელიც 30 ივნისს უსრულდებოდა, კიდევ 3 წლით გაახანგრძლივა. პოლონურ კლუბთან გაფორმებული ახალი ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე იმოქმედებს.[16][17]
2024 წლის 21 სექტემბერს პოლონეთის „ექსტრაკლასაში“ ოთარ კაკაბაძის „კრაკოვია“ ნეპოლომიცეს „პუშჩას“ (პოლ. Puszcza Niepołomice) ესტუმრა და ქართველი მცველის გოლით 2–1 გაიმარჯვა. ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრა „პუშჩამ“ კარგად დაიწყო და მეექვსე წუთზე მიხალის კოსიდისის გოლით დაწინაურდა. თუმცა ცხრა წუთში ვირჯილ გიტამ წონასწორობა აღადგინა და ტაიმი 1–1 დასრულდა. თამაშის ბედი შესვენების შემდეგ გადაწყდა — მიზანს საქართველოს ნაკრების მცველმა მიაღწია. კაკაბაძემ ბურთი საჯარიმოში მიიღო და მახვილი კუთხიდან ეფექტური დარტყმით „კრაკოვიას“ გამარჯვება მოუტანა.[18]
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლიდან იცავდა საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებთა ღირსებას. 2012 წელს 17-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ტურნირის დასრულების შემდეგ უეფას ჟურნალისტების ჯგუფმა 10 ტალანტი გამოარჩია, რომელთა შორის ოთარ კაკაბაძეც იყო.[19] რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 2015 წლის 8 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, გიბრალტარის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში შედგა. კაკაბაძემ შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა.[20][21] ამ შეხვედრის გარდა 2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით კიდევ ორ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ითამაშა — 11 ნოემბერს ესტონეთის ეროვნული ნაკრებისა და 16 ნოემბერს ალბანეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ორივე შეხვედრა მეტოქე გუნდების მოედანზე გაიმართა.
2024 წლის მარტის ბოლოს ევრო 2024-ის პლეი-ოფის ორივე მატჩი ლუქსემბურგისა და საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებთან კაკაბაძემ სრულად ითამაშა და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეროვნული გუნდის ისტორიულ მიღწევაში.[22][23]
ისტორიაში პირველად 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრების მონაწილეობა და თანაგუნდელებთან ერთად მის შემადგენლობაში ოთარ კაკაბაძის გამოსვლაც, რომელმაც ოთხივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაღალ დონეზე შეფასდა ქართული და ევროპული, მათ შორის პოლონური სპორტული მედიის მხრიდანაც.[24][25]
სანაკრებო სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- განახლდა: 14 ოქტომბერი, 2024
ეროვნული ნაკრები | წელი | მატჩი | გოლი |
---|---|---|---|
საქართველო |
2015 | 3 | 0 |
2016 | 4 | 0 | |
2017 | 8 | 0 | |
2018 | 8 | 0 | |
2019 | 10 | 0 | |
2020 | 5 | 0 | |
2021 | 9 | 0 | |
2022 | 6 | 0 | |
2023 | 5 | 0 | |
2024 | 11 | 0 | |
ჯამში | 69 | 0 |
მიღწევები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დინამო თბილისი
- უმაღლესი ლიგა: 2013–14, 2015–16
- საქართველოს თასის: 2013–14, 2014–15, 2015–16
- საქართველოს სუპერთასი: 2014, 2015
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ღირსების ორდენი: 2024[26]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოთარ კაკაბაძე — საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
სოციალური ქსელები |
---|
თემატური საიტები |
---|
90minut · AFS · AS.com · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · National Football Teams.com · Soccerway · Transfermarkt · UEFA |
მედია |
---|
1tv.ge · Dziennik Polski · Lelo.ge · Sportall.ge |
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Racha 0–2 Dinamo Tbilisi II / Pirveli Liga. soccerway
- ↑ Dinamo Tbilisi II 6–0 Kakheti Telavi / Pirveli Liga. soccerway
- ↑ Dinamo Tbilisi 6–0 Shukura / Umaglesi Liga. soccerway
- ↑ Dinamo Tbilisi 2–1 Spartaki Tskhinvali / Umaglesi Liga. soccerway
- ↑ Kakabadze, nueva incorporación grana. gimnasticdetarragona.cat
- ↑ Córdoba 2–0 Gimnàstic Tarragona / LaLiga2. soccerway
- ↑ Barcelona II 1–1 Gimnàstic Tarragona / LaLiga2. soccerway
- ↑ EfB lejer georgisk landsholdsspiller. lokalavisen.dk.
- ↑ ეს არის ჩემი შანსი — „ესბიერგმა“ ოთარ კაკაბაძე წარადგინა.
- ↑ Otar Kakabadze. cracovia.pl.
- ↑ Cracovia 1–0 Rakow Czestochowa / Ekstraklasa. soccerway
- ↑ ფანტასტიკური გოლი და კაკაბაძის შანსი! ქართველმა ახალი მწვრთნელის წარმატებული დებიუტი უზრუნველყო
- ↑ Slask Wroclaw 0–2 Cracovia / Ekstraklasa. soccerway
- ↑ საქართველოს ნაკრების მცველი ექსტრაკლასას სიმბოლურშია
- ↑ Cracovia 2–1 Stal Mielec / Ekstraklasa. soccerway
- ↑ Otar Kakabadze na dłużej w Cracovii. Gruzin podpisał nową umowę
- ↑ ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი გააგრძელა
- ↑ Puszcza Niepołomice 1–2 Cracovia / Ekstraklasa. soccerway
- ↑ 17-წლამდელთა ნაკრების მცველი ოთარ კაკაბაძე ევროპის ტალანტებში მოხვდა
- ↑ Georgia 4–0 Gibraltar / 2016 European Championship Qualifying.
- ↑ Georgia put four past Gibraltar. UEFA.com.
- ↑ Georgia 2–0 Luxembourg / UEFA Euro Play-off semi-final.
- ↑ Georgia 0(4)–0(2) Greece / UEFA Euro Play-off final.
- ↑ Otar Kakabadze błysnął na Euro 2024, teraz czas na sukces w ekstraklasie.
- ↑ Wiemy, ile reprezentant Gruzji Otar Kakabadze zarobi dla Cracovii na piłkarskim Euro 2024
- ↑ ფეხბურთის ეროვნული ნაკრები და ფედერაციის წარმომადგენლები ღირსების ორდენებით დაჯილდოვდნენ
|
- დაბადებული 27 ივნისი
- დაბადებული 1995
- ქართველი ფეხბურთელები
- ეროვნული ლიგის ფეხბურთელები
- ლუცერნის ფეხბურთელები
- თბილისის დინამოს ფეხბურთელები
- ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ფეხბურთელები
- ტარაგონის ხიმნასტიკის ფეხბურთელები
- ტენერიფეს ფეხბურთელები
- დანიის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ესბიერგის ფეხბურთელები
- შვეიცარიის სუპერლიგის ფეხბურთელები
- ექსტრაკლასას ფეხბურთელები
- საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები
- 2024 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები