შინაარსზე გადასვლა

ნაპოლეონის ომები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნაპოლეონის ომები

ზედა: აუსტერლიცის ბრძოლა
ქვედა: ვატერლოოს ბრძოლა
თარიღი 1803 - 1815
მდებარეობა ევროპა, ატლანტის ოკეანე, რიო-დე-ლა-პლატა, ინდოეთის ოკეანე
შედეგი ანტი ნაპოლეონური კოალიციის გამარჯვება, ვენის კონგრესი
მხარეები
კოალიციური ძალები:

გაერთიანებული სამეფოს დროშა ბრიტანეთი (1804-1805, 1809, 1813-1815)
ჰაბსბურგთა მონარქია
რუსეთის დროშა რუსეთი (1804-1807, 1812-1815)
პრუსიის დროშა პრუსია (1806-1807, 1812-1815)
ესპანეთის დროშა ესპანეთი (1808-1815)
პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1804-1807, 1809-1815)
სიცილია (1738
სარდინია
შვედეთის დროშა შვედეთი (1804-1809, 1812-1815)
ჰანოვერი
ნიდერლანდები (1815)
ნასაუ
ბურბონი (1815)
ბრაუნშვაიგი

France and allies:
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის რესპუბლიკა (1804-მდე)
საფრანგეთის დროშა საფრანგეთის იმპერია (1804-მდე)

მეთაურები
გაერთიანებული სამეფოს დროშა უელინგტონი

გაერთიანებული სამეფოს დროშა ჰორაციო ნელსონი
ავსტრიის დროშა ფრანც II (სრი)
ავსტრიის დროშა კარლ იოჰანი
ავსტრიის დროშა პრინცი შვარცენბერგი
ავსტრიის დროშა ერცჰერცოგი იოჰანი
რუსეთის დროშა ალექსანდრე I
რუსეთის დროშა მიხეილ კუტუზოვი
რუსეთის დროშა ბარკლაი-დე-ტოლი
რუსეთის დროშა ბენნიგსენი
პრუსიის დროშა ლებერტეხტი
პრუსიის დროშა ბრაუნშვაიგის ჰერცოგი
პრუსიის დროშა პრინცი ჰოჰენლოჰი
ესპანეთის დროშა ფრანცისკო ჰავიერი
ესპანეთის დროშა მიგუელ დე ალავა
ფერდინანდ I
შვედეთის დროშა გუსტავ IV
შვედეთის დროშა ბერნადოტი
ნიდერლანდების დროშა უილიამ II
ნიდერლანდების დროშა პრინცი ფრედერიკი
ლუი XVIII

საფრანგეთის დროშა ნაპოლეონიI

საფრანგეთის დროშა ლუი დავუ
საფრანგეთის დროშა ჟან ლანი
საფრანგეთის დროშა ანდრე მასენა
საფრანგეთის დროშა მიშელ ნეი
საფრანგეთის დროშა ნიკოლა სულტი
მაქსიმილიან I
ფრედერიკ VI
იოზეფ პონიატოვსკი
ნიდერლანდების დროშა ლუი ბონაპარტი
პრინცი ევგენი
იოახიმ მიურატი
საქსონიის დროშა ფრიდრიხ I
ჟოზეფ ბონაპარტი
ჟერომ ბონაპარტი
ფრედერიკ I

ძალები
  • რუსები: 900,000
  • პრუსიელები: 320,000
  • ბრიტანელები: 250,000 [1]
  • ავსტრიელები, ესპანელები, პორტუგალიელები, შვედები და კოალიციის სხვა წევრები: 1,000,000 - 2,000,000
  • ფრანგები: 1,200,000 [2]
  • კოალიციის სხვა წევრები: 500,000 - 1,000,000
დანაკარგები
იხ. ქვემოთ იხ. ქვემოთ
ნაპოლეონის ომები ვიკისაწყობში

ნაპოლეონის ომები — ამ სახელით ცნობილია, ომები, რომელიც ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მიმდინარეობდა ნაპოლეონ I-ს მეთაურობით, როდესაც ის იყო პირველი კონსული და იმპერატორი (1800 - 1815). უფრო ფართო აზრით აქ იგულისხმება ნაპოლეონის იტალიური კამპანიაც (1796 - 1797) და ეგვიპტური ექსპედიციაც (1798 - 1799), თუმცა ჩვეულებრივ(განსაკუთრებით იტალიურ კამპანიას) ამ ომებს მიაწერენ ე.წ. რევოლუციურ ომებს.

18 ბრიუმერის გადატრიალებამ (9 ნოემბერი 1799 წ.) საფრანგეთის მართვის ძალაუფლება გადასცა ადამიანს, რომელიც გამოირჩეოდა ძალაუფლების დიდი სიყვარულით, ამბიციებით, სარდლობის დიდი ნიჭითა და ომის სიყვარულით. ეს ზუსტად იმ დროს მოხდა, როდესაც ძველი ევროპა იმყოფებოდა სრულ დეზორგანიზაციაში: მთავრობები სრულიად უმოქმედონი იყვნენ ერთობლივი მოქმედებებისათვის და მზად იყვნენ საკუთარი თავის სასარგებლოდ წასულიყვნენ ნებისმიერ ქმედებაზე. ყველგან მოქმედებდა ძველი წესები, ადმინისტრაციაშიც, ფინანსებშიც და ჯარშიც - წესები, რომელთა არაეფექტურობამ თავი იჩინა საფრანგეთთან პირველივე სერიოზული შეტაკების დროს.

ყველაფერმა ამან ნაპოლეონი გახადა ევროპული მატერიკის მონარქი. მის თვალწინ წარმოისახებოდა „მსოფლიო მანარქიის“ იდეა, რომელსაც საფრანგეთი მართავდა. ჯერ კიდევ 18 ბრიუმერამდე იტალიური არმიის მთავარსარდალმა, ნაპოლეონმა დაიწყო ევროპის პოლიტიკური რუკის შეცვლა, ხოლო მისი ეგვიპტეში და სირიაში ექსპედიციის დროს ის აწყობდა გეგმებს აღმოსავლეთის შესახებ. პირველ კონსულად დანიშვნის შემდეგ, ის ოცნებობდა რუსეთის იმპერატორთან ერთად ინგლისელების ინდოეთიდან გამოდევნაზე.

ძალაუფლების მიღების შემდეგ (1799), ნაპოლეონმა საფრანგეთი იზოლაციაში მოაქცია, თუმცა მის წინააღმდეგ მოქმედი კოალიცია არც თუ ისეთი მყარი აღმოჩნდა. ფრანგულმა ჯარმა რეინისკენ დაიხია. იტალიაში დაიკარგა წინა გამარჯვებების ყველა სარგებელი. ციზალპიის რესპუბლიკა (?) დაეცა, პარტენოპეის რესპუბლიკაში (?) მოხდა მონარქიული რესტავრაცია. ასევე დაეცა რომის რესპუბლიკა.

მოკავშირეებს შორის გაჩენილმა უთანხმოებებმა რუსეთს კოალიციიდან გასვლა აიძულა. იმპერატორმა პავლე I-მა ასევე დაიწყო საფრანგეთთან დაახლოება, მას შემდეგ რაც იქ „ანარქია შეცვალა საკონსულომ“ და პირველმა კონსულმა გაათავისუფლა რუსი მძევლები, რომელთაც ჩააცვა ახალი ტანსაცმელი და მისცა ახალი იარაღი. მას შემდეგ რაც ნაპოლეონმა ხელში ჩაიგდო მმართველობა, მან წერილით მიმართა ინგლისის მეფეს და იმპერატორს ომის შეწყვეტის თხოვნით. მაგრამ მათ ნაპოლეონს მოთხოვეს ბურბონების აღდგენა და საფრანგეთის ძველ საზღვრებში დაბრუნება.

1800 წლის შემოდგომაზე საფრანგეთი კვლავ შეიჭრა იტალიაში. ამასთან არმიის სათავეში, რომელიც იქ სენ-ბერნარიდან შეიჭრა, იდგა თვითონ პირველი კონსული. მარენგოში გამარჯვების შემდეგ (14 ივნისი) ნაპოლეონმა ავსტრიას დაზავება აიძულა (ალექსანდრიაში), მეორე ფრანგული არმია შეიჭრა შვაბიაში და ბავარიაში და გოგენლინდენში გამარჯვების შემდეგ(3 დეკემბერი) თვით ვენასაც ემუქრებოდა. ავსტრალია ვალდებული გახდა 1801 წლის 9 თებერვალს დაედო ლუნევილის ზავი. საფრანგეთის საზღვრებად აღიარებულ იქნა რეინი და ეჩი. ლომბარდია გადაიქცა იტალიურ რესპუბლიკად. საიმპერატორო ჩინებს, რომლებიც მიწებს კარგავდნენ რეინის მარცხენა სანაპიროზე, უნდა მიეღოთ ჯილდო საეკლესიო ქონების და დაკარგული საიმპერატორო ქალექების სეკულარიზაციისათვის. ლუნევილის ზავი ნაპოლეონს საშუალებას აძლევდა ემართა იტალიის და გერმანიის ძირითადი მიწები.

გერმანიაში 1803 წლის 28 თებერვალს, გერმანელს ეპისკოპოსებთან შევაჭრების შემდეგ, მიღბულ იქნა ე.წ. საიმპერატორო დეპუტაციის (გერ. Reichsdeputationshauptschluss) გადაწყვეტილება, სააბატოებისა და თავისუფალი ქალაქების მიწების მფლობელობის ახლიდან გადანაწილების შესახებ. ამ საქმეში მმართველის როლი თავის თავზე აიღო პირველმა კონსულმა. საფრანგეთთან მჭიდრო კავშირის დამყარებით, ყველაზე მეტი მიწები მიიღო ბავარიამ. გაიზარდა ბადენის მარკგრაფის სამფლობელო, სან-კორფიურსტის მიწების სახით. დანაკარგებისათვის დაჯილდოებულ იქნა ვიურტემბერგი, ჰესენ-კასელი, ჰესენ-დარმშტადტინასაუ, ჰანოვერი და სხვა სათავადოები. სასულიერო ქონებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი, ძლიერ დანაწევრებული - მაინცის საარქიეპისკოპოსო. 50 საიმპერატორო ქალაქიდან წინანდელი მდგომარეობა შეინარჩუნა მხოლოდ ექვსმა - ჰამბურგი, ბრემენი, ლიუბეკი, ფრანკფურტი, ნიურნბერგი და აუგსბურგი.

გერმანიისა და რუსეთის გარდა, საფრანგეთთან შერიგდა ესპანეთი და პორტუგალია., ხოლო 1802 წელს ამენის დაზავებით - ინგლისი. ეს საბოლოო ზავი მალე დაირღვა, როდესაც ნაპოლეონმა პროტექტორატის ფორმით დაადასტურა მისი მმართველობა ბატავის რესპუბლიკასა და შვეიცარიაზე: აღდგენილ იქნა შვეიცარიიდან გამოყოფილი კანტონიის დამოუკიდებლობა, რომელიც შევიდა საფრანგეთის მფარველობის ქვეშ.

ნაპოლეონის ომების დასაწყისი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1803 წლის მაისში კონსულმა ფრანგული არმია ვეზერისაკენ დაძრა, რათა დაეპყრო ინგლისის მეფის კუთვნილი ჰანოვერი. ივნისში საფრანგეთი უკვე ფლობდა ამ უკანასკნელს, მისი მშიშარა მთავრობის გამო, რადგან მათ დროზე ადრე გადაწყვიტეს მოლაპარაკებებზე წასვლა, რომლის თანახმად საფრანგეთის არმიას შეეძლო დაეკავებინა მთელი ქვეყანა, ელბამდე, ხოლო ჰანოვერის არმია უნდა დაშლილიყო.

ენგიენის ჰერცოგის, ლუი ანტუან ანრი დე ბურბონ-კონდეს, ნაპოლეონის საიმპერატორო გვირგვინის მემკვიდრის და იტალიის, ესპანეთის, გერმანიისა და ჰოლანდიის ძლიერი მოწინააღმდეგის სიკვდილმა ზეგავლენა მოახდინა სხვადასხვა იმპერიებზე. იტალიის რესპუბლიკა გადაიქცა სამეფოდ და მილანში (1805, მარტი) მეფედ იკურთხა ნაპოლეონი. მეფის ტიტულის მიღების შემდეგ აახენის, კიოლნისა და მაინცის გავლისას გერმანიაში მყოფ ნაპოლეონს თავი მთელი რეინის მხარის მმართველად მოჰყავდა. ამავე დროს მან ესპანეთი აიძულა საფრანგეთს დახმარებოდა ფლოტითაც და ფულითაც. ნიდერლანდებში, ინტრიგებითა და მუქარით, ის მონარქიულ მთავრობას ამზადებდა, რომლის სათავეშიც მისი ერთ-ერთი ძმა ჩადგებოდა. ამ ყველაფრის გამო ინგლისს შეუერთდა რუსეთი, შვეიცარია, ავსტრია და ნეაპოლი. ასევე ინგლისი მის მოკავშირეება ავალდებულებდა გადაეხადათ ფულადი სუფსიდიები.

ახალი კოალიცია ცდილობდა თავისკენ გადაებირებინა პრუსია, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შეიკავა და ყოველი შემთხვევისათვის ნეიტრალურ, თუმცა შეიარაღებულ ქვეყანად დარჩა. პრუსიის ორაზროვანმა ქმედებამ ნაპოლეონის უკმაყოფილება გამოიწვია. სამხრეთ-გერმანიის თავადებისათვის მიცემული დაცვის პირობის თანახმად, ნაპოლეონმა მოულოდნელად ჯარი გერმანიისკენ დაძრა, რომლის ნახევარმა პრუსიის ნეიტრალურ მიწებზე გაიარა სადაც ბადენის, ბავარიის, ჰესენის, ნასაუს და სხვა დამატებითი ჯარით გაძლიერდა. 20 ოქტომბერს ილმაში ჩაკეტილი ავსტრიის არმია ნაპოლეონს დანებდა და კაპიტულაცია გამოაცხადა. ნაპოლეონის ეს უდიდესი გამარჯვება ინგლისის ფლოტის ტრაფალგარის გამარჯვების (21 ოქტომბერი) სახელით ცნობილმა ბრძოლამ დაჩრდილა.

მათ შორის, მისი ნეიტრალიტეტის დარღვევით გაღიზიანებული პრუსია შეუერთდა კოალიციას, მაგრამ საკმაოდ გვიან. 13 ნოემბერს ფრანგებმა აიღეს ვენა და რუსულ და ავსტრიულ ჯარს მორავიაში დახევა აიძულეს, სადაც აუსტერლიცში 2 დეკემბერს, ნაპოლეონის კოალიციის წლისთავზე, მოხდა ცნობილი „სამი იმპერატორის ბრძოლა“. გამარჯვება წილად ხვდათ ფრანგებს. იმპერატორი ფრანცი ნაპოლეონს დამამცირებლად სთხოვდა დაზავებას, რომელსაც გამარჯვებული დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, თუ რუსული ჯარი გავიდოდა ავსტრიის ტერიტორიიდან (4 დეკემბერი). 26 დეკემბერს ავსტრიამ საფრანგეთთან გააფორმა „პრესბურგის მშვიდობა“, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ გერმანიაში, გაბსბურგში, აუქმებდა მონარქიას, ასევე ტიროლისა და ვენეციის ტერიტორიები (პირველი გაყოფილ იქნა ბადენსა და ვიურტემბერგს შორის, მეორე შეუერთდა ბავარიას, ხოლო მესამე - იტალიის სამეფოს), საბოლოოდ ჩამოშორდა წმინდა რომის იმპერიას და სამეფო გვირგვინები წილად ხვდათ ნაპოლეონის ძმებს, ნეაპოლსა და ნიდერლანდებში.

აუსტერლიცის გამარჯვებასა და პრესბურგის მშვიდობის დადების შუალედში ნაპოლეონმა შესძლო საფრანგეთის მხარეს გადმოებირებინა პრუსიის მეფის მიერ მასთან გამოგზავნილი რწმუნებული, რომელმაც აუსტერლიცის შემდგომ, არა მარტო გადაწყვიტა გამარჯვებულისათვის არ წარედგინა მისი მთავრობის მოთხოვნა, არამედ მისი თანხმობის გარეშე ნაპოლეონთან გაეფორმებინა შეთანხმება შენბურგში (15 დეკემბერი). პრუსია გახდა საფრანგეთის მოკავშირე, ამასთან საფრანგეთს გადაეცა რეინის მარჯვენა სანაპიროზე განთავსებული კლიოვის საჰერცოგოს ნაწილი, ვეზელის ციხესიმაგრითურთ და უარი სთქვა ფრანკონის სათავადოზე. ამას გარდა ის ვალდებული იყო მის პორტში არ შემოეშვა ინგლისური გემები, რისთვისაც მან მიიღო ჰანოვერი. პრუსიის მეფე დათანხმდა ამას, მაგრამ განაცხადა, რომ იღებს მას მხოლოდ მისი დაცვის ქვეშ საერთო მშვიდობის დამყარებამდე. ასეთმა განცხადებამ გააღიზიანა ნაპოლეონი, რომელიც მასში ხედავდა ფრედერიკ-ვილგელმ III-ს განზრახვას, საბოლოოდ არ ჩამოსცილდეს კოალიციას.

მეოთხე კოალიცია (1806-1807)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეხუთე კოალიცია (1808-1809)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამამულო ომი (1812) და მეექვსე კოალიცია (1813-1814)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეშვიდე კოალიცია (1815)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1815 წელს ბელგიაში, სოფელ ვატერლოოსთან გაიმართა სისხლისმღვრელი ბრძოლა, სადაც ინგლისის, ნიდერლანდების და პრუსიის ალიანსი დაუპირისპირდა ნაპოლეონის ფრანგულ არმიას. ბრძოლის წინა დღეს უპირატესობა ნაპოლეონის მხარეს იყო, რადგან ლინის ბრძოლის შემდეგ პრუსიელთა ძალები, რომელთაც ფელდმარშალი ბლუხერი ხელმძღვანელობდა მოწყვეტილი იყო ინგლის-ნიდერლანდების კოალიციისგან. ამის შემდეგ ნაპოლეონი ბრიტანალების პოზიციებისკენ დაიძრა, თუმცა ლორდი უელინგტონი უკვე წასული დაუხვდა. ფრანგები კოალიციას უკან გაყვნენ, თუმცა მათ შორის ბრძოლას კოკისპირულმა წვიმამ შეუშალა ხელი.

მეორე დღეს ჯარები განლაგდნენ ერთმანეთის პირისპირ. რვა საათზე აპირებდა ნაპოლეონი ბრძოლის დაწყებას, მაგრამ ჩათვალა რომ, კავალერია და არტილერია ვერ მოახერხებდა გადაადგილებას ტალახში, რითაც რამდენიმე საათი წააგო, რაც საბედისწერო აღმოჩნდა მისთვის. კარგი განწყობა შეინიშნებოდა ფრანგულ არმიაში, საფრანგეთის მარშალი და ნაპოლეონთან დაახლოებილი ადამიანი მიშელ ნეი არ აფასებდა მათ წინააღმდეგ მებრძოლ ალიანსს და ამბობდა რომ სულ რაღაც ორ საათში გაანადგურებდა „სიპაების გენერალს“ (უელინგტონს). ნაპოლეონის დავალებით, მარშალი ემანუელ დე გრუში გაემართა ბლუხერისკენ, რათა გზა გადაეკეტა მასთვის და არ მიეცა საშუალება შეერთებოდა უელინგტონს.

თორმეტ საათზე ნაპოლეონის არტილერიამ ველინგტონის ჯარების ცენტრისკენ მიიტანა შეტევა, სადაც პიტკონის ქვეითები იყვნენ განლაგებულნი. „ინგლისელები ისე ეცემოდნენ ძირს როგორც კეგლის გრუზები“ (ჯ. ლოუფორდი). ბრძოლის დროს ველინგტონი ამბობდა: „ღმერთო დიდებულო, ეს კაცი ას ზარბაზანს ისე მარჯვედ ატრიალებს, როგორც ერთ პისტოლეტს.“ ინგლისელ გენერალს თავისი შტაბი უკანდახევას თხოვდა, მაგრამ ის არ აპირებდა „შეშინებული ქათამივით აქეთ-იქით სირბილს“ და ბრძანება გასცა რომ მდგარიყვნენ უკანასკნელ ჯარისკაცამდე. ნაპოლეონის არტილერია კი ცეცხლს აძლიერებდა, საბოლოოდ ველინგტონმა თახნმობა მისცა თავის გენერლებს რომ ასი მეტრით უკან დაეხით და როგორმე თავი დაეღწიათ ჭურვების წვიმისგან.

ნეიმ ბრიტანელების ეს ნაბიჯი უკანდახევად ჩათვალა და ყველაზე კარგ დროდ შეტევისთვის. მან 16 000-იანი ესკადრონი ორად გაყო და შეუტია ალიანსს. კვლავ არ ღალატობდა იღბალი ველინგტონს, რუკაზე არ იყო დატანილი ხრამი ვატერლოოს ველზე სადაც 8000 ცხენოსანი მიემართებოდა და იქიდან რამდენიმე ასეულიღა გადაურჩა ჩაჩეხვას. ნეი მაინც არ შეეგუა ესკადრონის ნახევრის დაკარგვას, ინგლისელების ცამეტ კარეს შეუტია და 8 გაარღვია კიდეც. ამ დროს ნაპოლეონი ცოფებს ყრიდა, გაწბილებული იყო ნეის საქციელით და იძახდა: „როგორ შეიძლება კავალერიის შეტევა ინფანტერიის დახმარების გარეშე“.

ბრძოლის მიმდინარეობისას გორაკზე გამოჩნდა მომავალი ჯარი. უელინგტონს ისინი პრუსიელები ეგონა, ხოლო ნაპოლეონი დარწმუნებული იყო რომ მათ გრუშის ნაწილები უახლოვდებოდნენ, რომლებმაც პრუსიელებს უკან დაახევინეს და ახლა იმპერატორის დასახმარებლად დაბრუნდნენ. ველინგტონის ჰერცოგი ხვდებოდა რა ახლოს იყო დამარცხებასთან და ამბობდა: „ღმერთო მომეცი ღამე ან ბლუხერი“. იმ დღეს იღბალი აშკარად ინგლისელების მხარეს იყო, ღმერთმა მისცა ბლუხერი. გორაკზე გაჩერებული ჯარს შავი მუნდირი ემოსა, რომელიც პრუსიელების ნიშანი იყო. გრუშიმ ვერ მოახერხა აღეკვეთა პრუსიელთა მოძრაობა და არასწორად იმოქმედა, რის შედეგადაც ბლუხერის გენერალი ბიულოვი სწრაფად დაიძრა ვატერლოოსკენ, მას სხვა კორპუსებიც მიჰყვნენ. ნაპოლეონმა ჩართო უკანასკნელი რეზერვი ბრძოლაში, საიმპერატორო გვარდია (გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი). ამ გვარდიის შეტევისთვის ჯერ არავის ჰქონდა გაძლებული და იმპერატორი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში იყენებდა ხოლმე. გვარდიამ შეუტია ალიანსს, მათ გაარღვიეს პირველი ხაზი, გადათელეს არტილერია, დაამრცხეს პოლ ჰეკეტის ბრიგადა მაგრამ მეტის გაკეთება უკვე შეუძლებელი იყო. ველინგტონის ფერდობზე ჩასაფრებული მეიტლენდის რამდენიმე რაზმმა ძლიერი ცეცხლი გაუხსნა და საბოლოოდ დაახევინა უკან ფრანგებს. ორგანიზებულად იხევდა უკან გვარდია, რასაც ველინგტონის კიდევ ერთი აღფრთოვანება მოჰყვა: „დიდებულია, დიდებულია“. 5 ათასი ჯარისკაცი მოექცა 80 000 მოკავშირის ალყაში, ველინგტონის ჯარისკაცები ყოველი მხრიდან ესროდნენ მათ. გენერალმა კოლმა არტილერიას ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა: „ეს უკვე მკვლელობაა, ნამდვილი მკვლელობა. შეწყვიტეთ სროლა“. მან აღმართა თეთრი დროშა და ჯარისკაცებს მიმართა რომ არავინ დაივიწყებდა მათ გმირობას, მაგრამ მოვიდა დრო რომ დანებდნენ. ფრანგების გენერალმა პიერ კამბრონმა კი ამაზე დაუყვირა: „merde!“ რაც უკიდურესი ფორმაა დაუმორჩილებლობის და შეურაცყმყოფელ ფორმაში გამოითქმის (ფრანგული გინებაა). ამის შემდეგ დაჭრილი კამბრონი მიწაზე ეცემა და გვარდიის სისხლი ვატერლოოს ველზე დაიღვრება.

როდესაც გვარდიის მეთერთმეტე ბატალიონი გმირულად იბრძოდა, ძველ გვარდიას ნაპოლეონი გაყავდა ბრძოლის ველიდან. კიდევ შეეძლო ნაპოლეონს ბრძოლების წარმოება, მის განკარგულებაში იყო 120 000 ჯარისკაცი, მაგრამ მას აღარ უნდოდა კამპანიებში მონაწილეობის მიღება. არსებობს ვერსია რომ, რიგითი ფრანგები მას სასახლეში უვარდებოდნენ და ინგლისელების განადგურებასაც თხოვდნენ. ის გადაასახლეს წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც სავარაუდოდ მოწამვლით მოკლეს 1821 წელს.

გრუშის შეცდომას არასდროს დაუვიწყებენ ფრანგები, მოღალატედაც შერაცხეს. იმ დროინდელ საფრანგეთში არსებობდა ეჭვი რომ ის შეეკრა ინგლისელებს, რაც შემდგომ გაქარწყლდა და მისი მოქმედება უინიციატივობას მიაწერეს.

ნაპოლეონის ომების სტატისტიკა 1800-1815 წწ.

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ომში მონაწილე ქვეყნები მოსახლეობა
(1800 წელს)
მობილიზებული
ჯარისკაცი
დაღუპული ჯარისკაცი და
მშვიდობიანი მოსახლე
ინგლისი 9 200 000 997 670 311 806
პრუსია 9 700 000 320 000
ავსტრია 20 598 700 576 000 200 000
რუსეთი [3] 38 400 000 2 500 000 850 000
შვედეთი 2 347 300
პორტუგალია 3 400 000 250 000
ესპანეთი 10 500 000 300 000 300 000
ეგვიპტე 3 854 000
ოსმალეთი 23 000 000 100 000
სულ 115 540 000 2 000 000-2 200 000
საფრანგეთი 27 349 000 2 950 000 1 200 000
იტალია 17 237 000 200 000 125 000
დანია 929 000
ნორვეგია 883 600
ვარშავის საჰერცოგო 2 500 000 95 000
ნიდერლანდები 1 982 000
ბელგია 4 035 000
ბავარია 3 100 000 24 000
საქსონია 1 100 000 20 000
ვიურტემბერგი 1 200 000
ვესტფალია 700 000 17 000
სულ 61 015 600 1 000 000-1 300 000
ჯამში 176 555 600 3 000 000-3 500 000
  1. Chandler & Beckett, p. 132
  2. John France (2011). Perilous Glory: The Rise of Western Military Power. Yale UP, გვ. 351. ISBN 978-0300177442. 
  3. Население указанно в границах соответствующего года учёта (Россия: Энциклопедический словарь. Л., 1991.)