ჰანოვერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
დასახლებული პუნქტი
ჰანოვერი
გერმ. Hannover
Neues Rathaus Hannover März 2010.jpg
დროშა გერბი
Flagge Hanover.svg Coat of arms of Hannover.svg

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
შიდა დაყოფა Hanover-Mitte, Vahrenwald-List, Bothfeld-Vahrenheide (Hanover), Buchholz-Kleefeld, Misburg-Anderten, Kirchrode-Bemerode-Wülferode, Südstadt-Bult, Döhren-Wülfel, Ricklingen, Linden-Limmer, Ahlem-Badenstedt-Davenstedt, Herrenhausen-Stöcken და Nord
კოორდინატები 52°22′28″ ჩ. გ. 9°44′19″ ა. გ. / 52.37444° ჩ. გ. 9.73861° ა. გ. / 52.37444; 9.73861
მმართველი Belit Onay[1]
პირველი ხსენება 1150
ფართობი 204.15 კმ²
ცენტრის სიმაღლე 55 მეტრი
მოსახლეობა 542 668 (31 დეკემბერი, 2020)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
სატელეფონო კოდი 0511
საფოსტო ინდექსი 30159–30659
საავტომობილო კოდი H
ოფიციალური საიტი https://www.hannover.de/
ჰანოვერი — გერმანია
ჰანოვერი

ჰანოვერი — ქალაქი გერმანიაში, ქვემო საქსონიის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, საერთაშორისო მნიშვნელობის სარკინიგზო და საავტომობილო გზების კვანძი. ნავსადგური შუა გერმანიის არხისა და მდინარე ლაინეს გადაკვეთის ადგილას, სამრეწველოდა საფინანსო-სავაჭრო ცენტრი. განვითარებულია სატრანსპორტო (უმთავრესად საავტომობილო) და საერთო (ჩარხთმშენებლობა და სხვ.), მანქანათმშენებლობის, ელექტროტექნიკის, რეზინის (I ადგილი გერმანიაში), კვების, საფეიქრო მრეწველობის, არის ზუსტი მექანიკისა და ოპტიკის საწარმოები. ქალაქის მიდამოებში იღებენ ნავთობსა და კალიუმის მარილებს.

ჰანოვერში ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო სამრეწველო ბაზრობები. არის ტექნიკური, სავეტერინარო, პედაგოგიური, სამუსიკო და თეატრალური ხელოვნების უმაღლესი სკოლები. მეტროპოლიტენი. II მსოფლიო ომის (1939-45) დროს ქალაქი ძლიერ დაინგრა. აღდგენილია ბაზრის ეკლესია (XIV ს.) და ძველი რატუშა (XV ს.), შემოინახა ჰერენჰაუზენის სასახლე (დაიწყო 1676, გადაკეთებულია 1704 და 1820-21) და პარკი (დაიწყო 1674). აშენდა რადიოცენტრი (არქიტექტორები ფ. ვ. კრემერი, ჰ. ლიხტენჰალმი, დ. ესტერლენი) და სხვ.

წარმოშობით ჰანოვერიდან არის გერმანული როკ ჯგუფი სკორპიონსი, რომელიც 1965 წელს შეიქმნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]