ტრაფალგარის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრაფალგარის ბრძოლა
მესამე კოალიციის ომის ნაწილი
თარიღი 21 ოქტომბერი, 1805
მდებარეობა ტრაფალგარის კონცხი
შედეგი ბრიტანელების დამაჯარებელი გამარჯვება
მხარეები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ესპანეთის დროშა ესპანეთი
მეთაურები
ჰორაციო ნელსონი პიერ-შარლ დე ვილნევი
ფედერიკო გრავინა
ძალები
27 სახაზო გემი და 6 სხვა საფრანგეთი: 18 სახაზო გემი და 8 სხვა
ესპანეთი:15 სახაზო გემი
დანაკარგები
458 გარდაცვლილი
1,208 დაჭრილი
7,000 ტყვედ ჩავარდა,
21 გემი ხელში ჩაიგდეს,
1 გემი განადგურდა

საფრანგეთი: 2,218 გარდაცვლილი,
1,155 დაჭრილი
ესპანეთი: 1,025 გარდაცვლილი,
1,383 დაჭრილი

ტრაფალგარის ბრძოლა ვიკისაწყობში

ტრაფალგარის ბრძოლა (21 ოქტომბერი, 1805) — საზღვაო ბრძოლა ბრიტანეთის სამეფო ფლოტსა და ფრანგებისა და ესპანელების კოალიციურ ძალებს შორის. ბრძოლა გაიმართა მესამე კოალიციის ომის ფარგლებში, ევროპაში მიმდინარე ომის ფონზე. კოალიციის ძალებს მეთაურობდა ფრანგი ვიცე-ადმირალი ვილნევი, ბრიტანელებს კი გამოჩენილი ადმირალი ჰორაციო ნელსონი. ნელსონის განკარგულებაში იყო 27 სახაზო გემი, მტრის 33-ის საპასუხოდ. ბრძოლამდე ნელსონმა ბრძანა „ვიქტორიდან“ გადაეცათ ლეგენდარული სიგნალი: ინგლისი მოელის, რომ ყველა ადამიანი თავის მოვალეობას შეასრულებს (ინგლ. England expects that every man will do his duty). ის დღეს ცნობილია, როგორც ნელსონის სიგნალი. ძალთა თანაფარდობის მიუხედავად ბრძოლა ბრიტანელების ბრწყინვალე გამარჯვებით დაგვირგვინდა. ბრიტანელთა დანაკარგები მცირე იყო, თუმცა ბრძოლის მიწურულს ფლაგმანზე, საპარადო ფორმაში გამოწყობილი ნელსონი მტრის სნაიპერის ტყვიამ შეიწირა. ბრძოლის შედეგები კოალიციისთვის გამანადგურებელი იყო. 12 ათას დაჭრილ-დაღუპულ მებრძოლთან ერთად მათ დაკარგეს 22 სახაზო გემი, რომელთაგან 21 მოწინააღმდეგის ხელში გადავიდა. ბრძოლამ წერტილი დაუსვა ნაპოლეონის ცდას გადაელახა ლა-მანშის სრუტე და შეჭრილიყო ბრიტანეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]