აუგსბურგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
აუგსბურგი
Augsburg
Rathaus Augsburg.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე ბავარია
კოორდინატები 48°22′ ჩ. გ. 10°54′ ა. გ. / 48.367° ჩ. გ. 10.900° ა. გ. / 48.367; 10.900
ფართობი 146.93 კმ²
ზღვის დონიდან 446-561
მოსახლეობა 264 708 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 1 802 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 45801-45899
ოფიციალური საიტი www.augsburg.de/
აუგსბურგი (გერმანია)
Red pog.svg

აუგსბურგი (გერმ. Augsburg) — საუნივერსიტეტო ქალაქი გერმანიაში, ბავარიის მხარეში. შვაბიის დედაქალაქი. იგი მდებარეობს ალპების მთისწინეთში, მდინარეების ლეხისა და ვერტახის (დუნაის აუზი) შესართავთან. 2010 წლის მონაცემებით, მისი მოსახლეობა 264 708 კაცს შეადგენს. ქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით მესამეა ბავარიაში მიუნხენისა და ნიურნბერგის შემდეგ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი დაარსდა ძვ.წ. 15 წელს რომაული სამხედრო ბანაკის ადგილას. VIს-დან იგი იყო ეპოსკოპოსის რეზიდენცია. 1276წ. მოიპოვა თავისუფალი საიმპერიო ქალაქის უფლებები. XV-XVI ს.ს. აუგსბურგი წარმოადგენდა გერმანიის აღორძინების კერას, მნიშვნელოვან სავაჭრო-საფინანსო ცენტრს და სხვ. 1534-1538 წ.წ. ქალაქი მოიცვა რეფორმაციამ, ხოლო 1555 წ. აქ დაიდო აუგსბურგის რელიგიური ზავი. ფაშისტური გერმანიის პერიოდში აუგსბურგი იყო მნიშვნელოვანი სამხედრო-სამრეწველო ცენტრი. კერძოდ, აქ მდებარეობდა ცნობილი "მესერშმიტის" ქარხნები. 1945-49 წ.წ. აუგსბურგი ამერიკის საოკუპაციო ზონაში შედიოდა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აუგსბურგის არქიტექტურულ ძეგლთაგან აღსანიშნავია XIს-ის რომანული ტაძარი, რომელიც 1326-1431 წ.წ. ნაწილობრივ გადაკეთდა გოთური სტილის ტაძრად. ქალაქში მდებარეობს აღორძინების ხანის მნიშვნელოვანი ნნაგებობანი. კერძოდ, ბანკირ ფუგერების კაპელა (1509-1517 წ.წ.), ი. ფუგერის სახლი (1512-1515წ.წ.), რატუშა (1615-1620 წ.წ), ხელოსანთა დასახლება "ფუგერაი" (1516-23წ.წ.), რომელიც შედგება რეგულარული სისტემით განლაგებული 53 ტიპობრივი ორსართულიანი სახლისგან და სხვ.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: