ასი დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ასი დღე — იმპერატორ ნაპოლეონ I-ის მეორე მმართველობის პერიოდი, მისი ელბადან დაბრუნების შემდეგ, ბურბონების პირველსა და მეორე რესტავრაციას შორის, გაგრძელდა დაახლოებით 111 დღეს, 1815 წლის 20 მარტიდან 8 ივლისამდე.[1]

ასი დღე დაიწყო ნაპოლეონის მიერ მცირერიცხოვანი გვარდიის თანხლებით კუნძულ ელბას დატოვების შემდეგ პარიზში დაბრუნებით და დასრულდა პარიზში პრუსიის ჯარის შემოსვლით.

ტერმინი ასი დღე პირველად გამოიყენა მონარქიის მეორედ აღდგენისას პარიზის პრეფექტმა, გრაფ დე შაბროლმა, ლუი XVIII–სადმი მისასალმებელ სიტყვაში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორიები განსხვავებულია „ასი დღის“ საწყის და საბოლოო თარიღებთან დაკავშირებით; სხვა პოპულარული პერიოდია 1 მარტიდან, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთში ჩავიდა, 18 ივნისამდე, ვატერლოოს ბრძოლაში დამარცხებამდე.