ლუნევილის ზავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ლუნევილის ზავი (ფრანგ. Traité de Lunéville) — დაიდო 1801 წლის 9 თებერვალს ქალაქ ლუნევილში საფრანგეთსა (ნაპოლეონ I) და ავსტრიას (ფრანც II) შორის. ზავი ეხებოდა აგრეთვე მთელს საღვთო რომის იმპერიას. ლუნევილის ზავით დასრულდა მეორე კოალიციის ომი საფრანგეთის წინააღმდეგ და აღსდგა 1797 წლის კამპო-ფორმიოს ზავის პირობები.

საფრანგეთმა მიიღო მდ. რაინის მარცხენა მხარეზე მდებარე მიწები და მიაღწია კოალიციის მიერ 3 სატელიტი სახელმწიფოს აღიარებას (ბატავიის, ჰელვეციის და ლიგურიის რესპუბლიკები). გერმანელმა ფიურსტებმა, რომლებმაც მდ. რაინის გადაღმა მიწები დაკარგეს, 1803 წლის იმპერიის დეპუტატთა უზენაესი გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციები მიიღეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]