აუსტერლიცის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აუსტერლიცის ბრძოლა
ნაპოლეონის ომების ნაწილი

აუსტერლიცის ბრძოლა, ფრანსუა ჟერარის ნამუშევარი
თარიღი 2 დეკემბერი, 1805
მდებარეობა აუსტერლიცი, მორავია
შედეგი საფრანგეთის გამარჯვება
მხარეები
საფრანგეთის იმპერია რუსეთის იმპერია
ავსტრიის იმპერია
მეთაურები
ნაპოლეონ ბონაპარტი ალექსანდრე I, ფრანც იოსები
ძალები
65000 85000
დანაკარგები
9 000 36 000
აუსტერლიცის ბრძოლა ვიკისაწყობში

აუსტერლიცის ბრძოლა1805 წლის 23 სექტემბერს ნაპოლეონმა დაიწყო სამხედრო მოქმედებები რუსეთსა და ავსტრიის წინააღმდეგ. მან შეძლო სენატი ჯარში გაწვევის გამოცხადებაზე დაეთანხმებინა, შეკრიბა 65 000 ჯარისკაცი და მეორე დილას, 1 ოქტომბერს, ლაშქრით რაინზე გადავიდა. 6 რიცხვში ბავარია აიღო, 20-ში დაიკავა ულმი, 13-ში აიღო ვენა, ხოლო 2 დეკემბერს (ძვ.სტილით 20 ნოემბერს), თავისი გამეფების წლისთავზე რუსებსა და ავსტრიელებს აუსტერლიცის დაბლობზე შეხვდა. ავსტრიელების საჯარისო კორპუსს ფრანც იოსები ხელმძღვანელობდა, ხოლო რუსებისას ალექსანდრე I, მიხეილ კუტუზოვი და გენერალი პეტრე ბაგრატიონი.

ნაპოლეონმა კარგად შედგენილი სამოქმედო ოპერაციის მიხედვით კოალიციას მარჯვნიდან და მარცხიდან შეუტია და მალევე შეასუსტა ფალანგები. რამდენიმე საათიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ დაბნეული მოწინააღმდეგები უკუიქცნენ. უკუგდებულ არიერგარდს ნაპოლეონის ჯარისკაცები უკან მისდევდნენ და ხოცავდნენ. მოკავშირეთა კოალიციამ ჯამში 36 000 ჯარისკაცი, 180 ქვემეხი დაკარგა და სრულიად დაშლილ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ხოლო ფრანგებმა - 9 000 კაცი. ამ ბრძოლის შედეგად საბოლოოდ დამარცხდა მე-3 ანტიფრანგული კოალიცია, ხოლო ავსტრიამ დეკემბერში ხელი მოაწერა პრესბურგის საზავო ხელშეკრულებას და ომიდან გამოვიდა.

ეს ბრძოლა, ასევე, ცნობილია, როგორც სამი იმპერატორის ბრძოლა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]