ჰესენ-კასელი
იერსახე
ჰესენ-კასელი (გერმ. Hessen-Kassel, ზოგჯერ გერმ. Hessen-Cassel) — გერმანული საიმპერიო სამთავრო, რომელიც არსებობდა 1567 წლიდან 1806 წლამდე. წარმოიქმნა ჰესენის ლანდსაგრაფოს გაყოფის შედეგად, 1567 წელს მისი მმართველის, ფილიპ I-ის გარდაცვალების შემდეგ. ფილიპის უფროსმა ვაჟმა, ვილჰელმ IV-მ მიიღო ჩრდილოეთის სამფლობელოები დედაქალაქ კასელთან ერთად. 1803 გახდა საღვთო რომის იმპერიის საკურფიურსტო და ეწოდა ჰესენის საკურფიურსტო ან კურჰესენი. 1806 წელს კურფიურსტი ვილჰელმ I ჩამოაშორა ძალაუფლებას ნაპოლეონმა, რომელმაც ჰესენ-კასელი შეუერთა ვესტფალიის სამეფოს და სათავეში თავისი ძმა, ჟერომი ჩაუყენა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Der wohlgeordnete Policey-Staat. Der Absolutismus in einem deutschen Kleinstaat und die Auswirkungen der Französischen Revolution von Margret Lemberg, neu hg. von Reinhard Neebe bei digitales Archiv Marburg (გერმანული)
- Statistische und geschichtliche Informationen zu Hessen-Kassel bei HGIS დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. (გერმანული)
- Karte: Hessen-Kassel und Hessen-Darmstadt 1604-1638, Karte: Hessen-Kassel 1567-1866, Sammelwerk Kurfürstentum Hessen: 1840-1861 (გერმანული)