ზეგაანი
სოფელი | |
---|---|
ზეგაანი | |
ზეგაანის მონასტერი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
თემი | მუკუზანი |
კოორდინატები | 41°47′52″ ჩ. გ. 45°44′00″ ა. გ. / 41.79778° ჩ. გ. 45.73333° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 460 მ |
მოსახლეობა | 443[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 97,5 % სომხები 2,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
ზეგაანი — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, (მუკუზნის თემი). გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე ჭერმისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 460 მეტრი. მის მახლობლად მდებარეობს ზეგაანის მონასტერი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 443 ადამიანი. სოფელში არის საჯარო სკოლა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულ წყაროებში სოფელი მოხსენიებულია 1797 წელს, როდესაც მეფე ერეკლე II-ს მეფისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის უბოძებია გარსევან ჭავჭავაძისთვის სოფლები: ზეგაანი, წინანდალი, ნაფარეული და მუღანლო.
ზეგანი ამაღლებულ ადგილს ჰქვია და ეს სოფელი შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს და ამიტომაც მას „ზეგაანი“ ეწოდა.
ისტორიული წყაროებით, მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას სოფელ ზეგაანში საფუძველი ჩაუყარა პოეტმა ალექსანდრე ჭავჭავაძემ, რომელმაც ვენახები გააშენა. მოგვიანებით, ალექსანდრე ჭავჭავაძის მემკვიდრეებმა ვალების გამო მამულები ბანკში დააგირავეს, რომელმაც ვალების გადაუხდელობის გამო მამულები მიჰყიდა, კახეთის საუფლისწულო მამულების დეპარტამენტს. 1895 წელს დეპარტამენტმა ააშენა, დიდი ღვინის სარდაფი და გააშენა ვენახის ზვრები. ზეგაანში წარმოებული ღვინოების რეალიზაცია ხდებოდა როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში და სხვა ქვეყნებში.
სოფლის მთავარი დღესასწაული არის „ყველაწმინდობა“.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2014 | 443 | 212 | 231 |
სოფელ ზეგაანში გავრცელებული გვარებია: სირბილაშვილი, თოდასვილი, ჩაგელიშვილი, ჭიღლაშვილი და ზაზაშვილი.[2]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ზეგაანის წმინდა გიორგის ეკლესია
-
ზეგაანის მონასტერი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზეგაანის ქაშუეთის ეკლესია
- ზეგაანის მონასტერი
- ზეგაანის ღვინის სარდაფი
- ზეგაანის წმინდა გიორგის ეკლესია
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 133.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 492.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი 2016.
- ↑ გვარები საქართველოში. ციტირების თარიღი: 2024-07-08.
|