ჭერმისხევი
იერსახე
| ჭერმისხევი | |
|---|---|
|
ჭერმისხევი სოფ. ველისციხესთან | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი (კახეთის მხარე) |
| მარჯვენა შენაკადები |
ფაფრისხევი პატარავეთი |
| სათავე |
გომბორის ქედი 41°47′41″ ჩ. გ. 45°30′14″ ა. გ. / 41.794861° ჩ. გ. 45.504083° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 1118 მ |
| შესართავი |
ალაზანი 41°49′51″ ჩ. გ. 45°50′44″ ა. გ. / 41.831000° ჩ. გ. 45.845694° ა. გ. |
| სიგრძე | 35 კმ |
| აუზის ფართობი | 154 კმ² |
| მდინარის სისტემა | ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 1,8 მ³/წმ |
|
| |
ჭერმისხევი — მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში. მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1118 მ სიმაღლეზე. სიგრძე 35 კილომეტრი, აუზის ფართობი 154 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, მდგრადი წყალმცირობა ზამთარში. მარჯვნიდან იერთებს მდინარე ფაფრისხევსა და პატარავეთს. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 1,8 მ³/წმ. მდინარის ნაპირას გაშენებულია სოფლები: ჭერემი, ველისციხე და ზეგაანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 391.