Battery

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Battery“
სინგლიმეტალიკა
ალბომიდან Master of Puppets
გამოსვლის თარიღი 1986
ჩაიწერა 1985 წლის სექტემბერ-დეკემბერში, სტუდიაში Sweet Silence Studios კოპენჰაგენი, დანია
ჟანრი თრეშ მეტალი
ხანგრძლივობა 5:10
ხმისჩამწერი ლეიბლი Elektra
ავტორ(ებ)ი ჯეიმზ ჰეტფილდი
ლარს ულრიხი
პროდიუსერი მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი
მეტალიკა — სინგლების ქრონოლოგია
„Master Of Puppets“
(1986)
Battery
(1986)
„Welcome Home (Sanitarium)“
(1986)
აუდიომაგალითი
yes

Batteryამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის მეორე სინგლი და პირველი სიმღერა 1986 წლის ალბომიდან Master of Puppets. ჯგუფის ამჟამინდელი ბასისტის, რობერტ ტრუჰილოს აყვანა ჯგუფში ამ სიმღერის კარგად შესრულებამ განაპირობა.[1]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისევე, როგორც პირველი ტრეკი წინა ალბომიდან Ride the Lightning (სახელწოდებით Fight Fire With Fire), Battery იწყება ნელი სუფთა საგიტარო პარტიით. ამ შემთხვევაში ოთხი აკუსტიკური გიტარა ხვდება ერთმანეთს ჰარმონიულად, სანამ დაიწყება დრამებისა და ელექტრო გიტარების პარტია დისტორშენით. ეს გრძელდება 1:06-მდე, სანამ გიტარები გადაიზრდებიან ძალიან სწრაფ თრეშ მეტალში, რაც წარმოადგენს საფუძველს სიმღერის დანარჩენი ნაწილისთვის. სიმღერაში გავიგონებთ კლიფ ბარტონის ბას-გიტარის მძიმე ფონს, ასევე ლარს ულრიხის ველურ და განსხვავებულ დაკვრის სტილს დრამებზე.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერის სათაური, ისევე როგორც ტექსტი, არაპირდაპირ მიემართება Old Waldorf Club-ს, რომელიც მდებარეობს ბატერის ქუჩაზე, სან-ფრანცისკო,[2][3] ასევე მთლიანად ამ ქუჩას, სადაც ბევრი კლუბებია და მეტალიკა ხშირად სწორედ აქ მართავდა ხოლმე კონცერტებს თავისი კარიერის დასაწყისში.[4][5] ტექსტი სიმღერიდან „Battery is found in me“ გვიჩვენებს, რომ ამ ქუჩის კლუბებში გამართული კონცერტები მნიშვნელოვანია მათთვის.[5]

ინარჩუნებს რა Master of Puppets-ის „კონტროლის“ ძირითად თემას, სიმღერის ტექსტი განიხილავს კონტროლს, რომელსაც შესაძლოა ფლობდეს პიროვნების ბრაზი მის ქცევაზე. სიმღერის სათაური განხილულია „თავდასხმის“ კონტექსტში, რასაც ადასტურებს ტექსტი: „Smashing through the boundaries / Lunacy has found me / Cannot stop the battery“.

ერთხელ ჯეიმზ ჰეტფილდმა ამ სიმღერის შესახებ განაცხადა:

ვიკიციტატა
„არსებობს Battery-ის კარგი და ცუდი მხარე. ჩვენ ვიყავით ძალიან კარგები ნეგატივში.[2][3][5]

საკონცერტო შესრულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა ცოცხლად პირველად 1986 წლის 27 მარტს შესრულდა ველი-ცენტრში, კანზასი, აშშ.[4]

კონცერტებზე შესავალ ნაწილს, როგორც წესი, ჯგუფი არ უკრავს, იყენებს რა პირვანდელ ჩანაწერს (ბოლო ხანებში 1/2 საფეხურით დაბალ ტონზე, მას მერე, რაც ჯგუფმა 1/2 საფეხურით დაბალ ტონებზე დაიწია).

Battery ხშირად იკვრება ჯგუფის კონცერტებზე. გამოიყენებოდა როგორც გამხსნელი ტრეკი „შავი ალბომის“ გამოსვლამდე.[2] მას შემდეგ, უპირატესად, დამამთავრებელი სიმღერაა. ზოგიერთ შემთხვევაში მას უკრავენ შესვენების შემდეგ. დაკვრისას სიმღერა ზოგჯერ ჩერდება და ჯეიმზ ჰეტფილდი ეკითხება მსმენელებს: „Are you alive?... How does it feel to be alive?“ (რის მაგალითადაც გამოდგება საკონცერტო ალბომი S&M) ამას მოსდევს კირკ ჰემეტის სოლო გიტარაზე.

საკონცერტო ვერსიაში, რომელიც შესულია ალბომში Live Shit: Binge & Purge, მოიცავს სიმღერების No Remorse, Ride the Lightning და So What? შესავალ ნაწილებს.

სიმღერა შესრულდა სან-ფრანცისკოს სიმფონიური ორკესტრის თანხლებითაც 1999 წელს და შეტანილი იქნა საკონცერტო ალბომში S&M.[5] შესავალი გიტარების ნაცვლად ორკესტრმა დაუკრა სიმებიან ინსტრუმენტებზე პიციკატოების გამოყენებით დასაწყისში, შემდეგ ხემების დახმარებით.

კრიტიკული შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტივ ჰიუიმ Allmusic-იდან სიმღერებს Battery და Damage, Inc. უწოდა „თრეშ-ქაოსის ორი ნაჭერი“.[6]

სხვა ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქავერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვემოთ ჩამოთვლილია ჯგუფები და მუსიკოსები, რომელთაც შეასრულეს ამ სიმღერის ვერსიები.

ტრიბუტ ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Machine Head - Kerrang!-ის ალბომისთვის Master of Puppets: Remastered. ეს ვერსია შესულია ასევე მათი ალბომის The Blackening ზოგიერთ ვერსიაში ბონუს ტრეკის სახით;
  • Die Krupps - ალბომისთვის A Tribute to the Four Horsemen.
  • მაიკ კლარკი (გიტარა), ერიკ კნადსტენი(ვოკალი), დეივ ლომბარდო (დრამები), რობერტ ტრუჰილო (ბას-გიტარა) - ალბომისთვის Metallic Assault: A Tribute to Metallica. მოგვიანებით, 2003 წელს რობერტ ტრუჰილო მეტალიკის წევრი გახდა, ხოლო ლომბარდომ დაუკრა ეს სიმღერა მეტალიკასთან ერთად 2004 წლის ფესტივალზე Download Festival;
  • Prototype - 2002 წლის ალბომისთვის Phantom Lords - A Tribute to Metallica;
  • არფა ტრიბუტ დუეტი Harptallica - ალბომისთვის Harptallica: A Tribute;

სიმღერა პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პოპ-პანკ ჯგუფმა Lagwagon ისესხა სტრიქონები „smashing through the boundaries/lunacy has found me მათი სიმღერისთვის Raise A Family“ 2000 წლის ალბომისთვის Let's Talk About Leftovers;
  • Animetal Rebirth Heroes-ში Animetal იყენებს Battery-ის რიფს მთელი სიმღერის Touch განმავლობაში მცირე ცვლილებებით;
  • Battery შეატანილია თამაშში Rock Band 2 როგორც ერთ-ერთი ურთულესი დაკვრადი სიმღერა;[4]
  • სიმღერა შეტანილია ასევე ჯგუფის ვიდეო თამაშში Guitar Hero: Metallica როგორც ერთ-ერთი Expert Plus სიმღერა დრამებისთვის.[4]

პერსონალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. იხ. დოკუმენტური ფილმი Some Kind of Monster
  2. 2.0 2.1 2.2 Battery. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-12. ციტირების თარიღი: 2011-07-01.
  3. 3.0 3.1 Battery. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-07-01.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Battery. Metlists.com. ციტირების თარიღი: 2011-07-01.
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 Battery. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-07-01.
  6. სტივ ჰიუი. Allmusic-ის მიმოხილვა - Master of Puppets. Allmusic. ციტირების თარიღი: 2008-06-26.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Battery&oldid=4585575“-დან