ა კაპელა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ა კაპელა (იტალ. a cappella) - მრავალხმიანი გუნდური სიმღერა მუსიკალურ საკრავთა თანხლების გარეშე. როგორც პროფესიული საგუნდო ხელოვნების სტილი. ა კაპელა ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების მიწურულს საკულტო პოლიფონიაში. უდიდეს განვითარებას მიაღწია აღორძინების ხანის ნიდერლანდში და კლასიკური გამოხატულება ჰპოვა რომის პოლიფონიური სკოლის მამამთავრის ჯოვანი პალესტრინას შემოქმედებაში. ა კაპელას იყენებენ საერო საგუნდო ხელოვნებაშიც. განსაკუთრებით გავრცელებულია ხალხურ შემოქმედებაში. ქართული ხალხური საგუნდო სიმღერა უპირატესად ა კაპელით სრულდება. ქართულ პროფესიულ მუსიკაში იგი XX საუკუნის 10-იან წლებში მკვიდრდება (ნიკოლოზ სულხანიშვილის საგუნდო ნაწარმოებები).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 1, გვ. 247, თბ., 1975