დარონ მალაქიანი
დარონ მალაქიანი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 18 ივლისი, 1975 |
დაბ. ადგილი | ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ |
წარმოშობა | სომხები |
ჟანრ(ებ)ი | როკი, მძიმე მეტალი, მეტალი, ალტერნატიული როკი, |
საქმიანობა | მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, გიტარა, ბას-გიტარა, დრამი, კლავიშები |
აქტიური | 1990–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Interscope, eatURmusic, American, Columbia |
საიტი | systemofadown.com |
დარონ მალაქიანი ვიკისაწყობში |
დარონ ვარტან მალაქიანი (სომხ. Տարոն Վարդան Մալաքեան; დ. 1975 წლის 18 ივლისი, ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ) — სომეხი-ამერიკელი მუსიკოსი, მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ის იყო მეტალ ჯგუფის System of a Down გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მეორე ვოკალისტი, ასევე Scars on Broadway-ის წამყვანი ვოკალისტი, წამყვანი გიტარისტი, ინსტრუმენტალისტი და სიმღერების ავტორი. მალაქიანი ცნობილია თავისი გამორჩეული შესრულებით და მე-14 ადგილზეა Loudwire-ის სიაში ,,ყველა დროის 50 საუკეთესო მძიმე როკ + მეტალის გიტარისტი"[1] და მე-11 ადგილზე MusicRadar-ის გამოკითხვაში ,,20 უდიდესი მეტალის გიტარისტი".[2] მას 30-ე ადგილი აქვს დაკავებული Guitar World-ის სიაში ,,ყველა დროის 100 უდიდესი მძიმე მეტალის გიტარისტი".[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარონ ვარტან მალაქიანი დაიბადა ჰოლივუდში, კალიფორნია. მისი მშობლები ეთნიკურად სომეხი ემიგრანტები არიან.[4] დარონის მამა, ვარტან მალაქიანი არის ფერმწერი, მოცეკვავე და ქორეოგრაფი, ხოლო დედა ზეპურ მალაქიანი არის მოქანდაკე.[4] მალაქიანი ადრეულ ასაკშივე დაინტერესდა მძიმე მეტალით. მალაქიანმა დაიწყო ვან ჰალენის, აეროსმიტის, დეფ ლეპარდის, ბლექ საბათის, აირონ მეიდენის, იუდა პრისტის, მოუტერჰედისა და ოზი ოსბორნის მოსმენა. მას ყოველთვის სურდა დრამზე დაკვრა, მაგრამ მშობლებმა ის ნაცვლად დრამისა, გიტარაზე შეიყვანეს. დარონმა პირველად გიტარა ხელში აიღო 11 წლის ასაკში.[5] მოზარდობის დროს მალაქიანი უსმენდა თრეშ მეტალის შემსრულებლებს, როგორიცაა Slayer, Venom, Metallica, Pantera და Sepultura. მალაქიანმა შემდეგ დაიწყო Beatles-ის მოსმენა. მალაქიანის თქმით ჯონ ლენონი იყო მისი ინსპირაციის წყარო. დარონი დადიოდა როუზისა და ალექს პილიბოსის სომხურ სკოლაში, სადაც ასევე სწავლობდნენ მისი მომავალი მუსიკალური პარტნიორები შავო ოდაჯიანი და ონტრონიკ "ენდი" ხაჩატურიანი.
ჯგუფი System of a Down
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დარონ მალაქიანმა სერ ტანკიანი გაიცნო 1993 წელს. მათ შექმნეს ჯგუფი სახელად Soil ბასისტ დეივ ჰაკოპიანთან და დრამერ დომინგო ლარანოსთან ერთად. შავო ოდაჯიანი იყო მათი მენეჯერი, შემდეგ კი გახდა გიტარისტი.[5] ჯგუფი მალევე დაიშალა და მალაქიანმა, ტანკიანმა და ოდაჯიანმა შექმნეს ახალი ჯგუფი სახელწოდებით ,,System of a Down". მათ აიყვანეს ახალი დრამერი ენდი ხაჩატურიანი, რომელიც 1997 წელს შეცვალა ჯონ დოლმაიანმა. 2003 წელს მალაქიანმა შექმნა საკუთარი ლეიბლი, EatUrMusic.
ჯგუფი Scars on Broadway
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2006 წელს დარონ მალაქიანმა შექმნა ჯგუფი Scars on Broadway. ჯგუფს თავიდან მხოლოდ ორი წვერი ჰყავდა, შავო ოდაჯიანი და თავად მალაქიანი. შემდეგ ოდაჯიანი ჯონ დოლმაიანმა შეცვალა. ჯგუფს დაემატა დენი შამუნი (კლავიშები), დომინიკ სიფარელი (ბასი) და ფრანკ პერესი (გიტარა). ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი 2008 წელს. შემდეგ ალბომის ტურამდე ცოტა ხნით ადრე, მალაქიანმა გააუქმა ყველა დაგეგმილი კონცერტი და სატელევიზიო გამოსვლა.[6] ამ მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია ჭორები ჯგუფის დაშლის შესახებ.
2010 წლის 29 ივლისს Scars on Broadway-მ გამოუშვა ახალი ჩანაწერი, სახელწოდებით "Fucking".
დისკოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]System of a Down
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- System of a Down (1998)
- Toxicity (2001)
- Steal This Album! (2002)
- Mezmerize (2005)
- Hypnotize (2005)
Scars on Broadway
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Scars on Broadway (2008)
- Dictator (2018)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Top 66 Hard Rock + Metal Guitarists of All Time.
- ↑ The 20 Greatest Metal Guitarists Ever.
- ↑ „Guitar World's 100 Greatest Heavy Metal Guitarists of All Time“. Blabbermouth.net. January 23, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 2, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2010.
- ↑ 4.0 4.1 Gowing, Liam (March 2, 2006). „His son has got him covered – System of a Down's artist of choice is Vartan Malakian, the guitarist's dad“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: July 27, 2010.
- ↑ 5.0 5.1 Mike Lancaster. (March 28, 2003) The Daron Malakian Interview. Glendale High School Newspaper-the Explosion. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 16, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2010
- ↑ „Scars on Broadway's Daron Malakin Has 'Compelling Reason' For Cancelling Tour“. Blabbermouth.net. October 9, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 6, 2011. ციტირების თარიღი: July 26, 2010.