ფლემინგ რასმუსენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლემინგ რასმუსენი (დ. 1 იანვარი, 1958, კოპენჰაგენი) — დანიელი ხმის ინჟინერი, მუსიკალური პროდიუსერი სტუდიის Sweet Silence Studios (კოპენჰაგენი, დანია) და დამაარსებელი და მფლობელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკუთარი კარიერის განმავლობაში ფლემინგ რასმუსენი ძირითადად მძიმე მეტალის სფეროში მუშაობდა. ინჟინრისა და პროდიუსერის რეპუტაცია შეიქმნა და სახელი მოიხვეჭა მეტალიკის ალბომებზე Ride the Lightning (1984),[1] Master of Puppets (1986)[2] და ...And Justice for All (1988).[3][4] მუშაობით.

მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული მისი ჩატარებული სამუშაო პირველ ორ ალბომზე, ალბომმა ...And Justice for All დაიმსახურა დიდი კრიტიკა, რაც ძირითადად განპირობებული იყო ალბომიდან ბას-გიტარის თითქმის ამოგდებით. რასმუსენის პროდუსირებითაა შექმნილი ჯგუფის Morbid Angel ალბომი Covenant,[5] Blind Guardian-ის ალბომები Imaginations from the Other Side,[6] The Forgotten Tales[7] და Nightfall in Middle-Earth,[8] Artillery-ის By Inheritance,[9] Ensiferum-ის Iron,[10] და სხვები.

რასმუსენმა მიიღო გრემი მეტალიკის მუსიკალური ვიდეოს One პროდუსირებისათვის 1989 წელს. 1994 წელს დანიურმა გრემიმ წლის საუკეთესო პროდიუსერად დაასახელა მისი ჩატარებული სამუშაოსთვის Sort Sol-ის ალბომზე Glamourpuss.

უკანასკნელად რასმუსენი მუშაობდა ჯგუფთან Evile მათ სადებიუტო ალბომზე Enter the Grave 2007 წელს.[11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ავტორები: Ride the Lightning. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  2. ავტორები: Master of Puppets. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  3. ავტორები: ...And Justice for All. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  4. სტივ ჰიუი. სიმღერის მიმოხილვა: One. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  5. ავტორები: Covenant. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  6. სტივ ჰიუი. მიმოხილვა: Imaginations from the Other Side. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  7. ავტორები: Forgotten Tales. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 March 2010.
  8. ავტორები: Nightfall in Middle-Earth. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  9. ავტორები: By Inheritance. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  10. ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Iron. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.
  11. ედუარდო რივადავია. მიმოხილვა: Enter the Grave. Allmusic. ციტირების თარიღი: 16 მარტი 2010.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]