Ride the Lightning (სიმღერა)
„Ride the Lightning“ | ||||
---|---|---|---|---|
სიმღერა, შემსრულებელი – მეტალიკა, ალბომიდან Ride the Lightning | ||||
გამოსვლის თარიღი | 27 ივლისი, 1984[1] | |||
ჩაიწერა | 20 თებერვალი-14 მარტი, 1984 წელი, სტუდიაში Sweet Silence Studios, კოპენჰაგენი, დანია | |||
ჟანრი | თრეშ მეტალი | |||
ხანგრძლივობა | 6:36 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი |
Megaforce, Music for Nations, Elektra, Vertigo | |||
ავტორი |
ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი, კლიფ ბარტონი, დეივ მასტეინი | |||
პროდიუსერი |
მეტალიკა, ფლემინგ რასმუსენი | |||
Ride the Lightning - სიმღერები | ||||
|
Ride the Lightning — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სიმღერა და მეორე სიმღერა მათივე ამავე სახელწოდების ალბომიდან.
Ride the Lightning მეტალიკის პირველი სიმღერაა, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სამართლის სისტემის საცოდაობაზე და ერთ-ერთია იმ ორი სიმღერიდან, რომლის შექმნაში თავისი წვლილი ჯგუფის ყოფილ წევრს, დეივ მასტეინსაც მიუძღვის. მას მიიჩნევენ ალბომის ...And Justice for All ტექსტების იდეის შექმნის წინაპირობად.[2] მასში ასახულია იმ პიროვნების სულიერი ტანჯვა, აზრები და გრძნობები, რომელიც დამნაშავედ ცნეს და ელექტრო სკამისთვის გაწირეს, მის მდგომარეობას უშუალოდ სიკვდილით დასჯის წინ, რომელიც მას არ დაუმსახურებია.[2][3][4] ტექსტი სიმღერის ბოლოს „Wakened by the horrid scream, freed from the frightening dream“ ნათლად მიუთითებს, რომ ყველაფერი სიმღერაში აღწერილი იყო მხოლოდ ფანტაზია, აზრები და გრძნობები.[3][4]
სიმღერის ავტორები არიან კლიფ ბარტონი, ჯეიმზ ჰეტფილდი, ლარს ულრიხი და დეივ მასტეინი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ ალბომი Ride the Lightning. Metallica.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-13. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 2.0 2.1 Ride the Lightning. Encyclopedia Metallica. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-08. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 3.0 3.1 Ride the Lightning. Songfacts.com. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
- ↑ 4.0 4.1 Ride the Lightning. Songmeanings.net. ციტირების თარიღი: 2011-06-28.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Ride the Lightning YouTube-ზე
- სიმღერების საუკეთესო ათეული ალბომიდან Ride the Lightning
- სიმღერის ტექსტის ინერპრეტაციები
- ვერ ხსნით ფაილს? იხ. მედია მაშველი.
Ride the Lightning | |