ჯიხეთის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამება-ჯიხეთის მონასტერი
Jikheti church summer 2018.jpg
ჯიხეთის ეკლესია (საქართველო)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°07′14″ ჩ. გ. 42°08′40″ ა. გ. / 42.12056° ჩ. გ. 42.14444° ა. გ. / 42.12056; 42.14444
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
პროვინცია გურიის მხარე
რაიონი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა ჯიხეთის მონასტერი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი დედათა მონასტერი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა ჯუმათის საეპისკოპოსო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია
თარიღდება 1896

ჯიხეთი, სამება-ჯიხეთის ეკლესია — XIX საუკუნის ეკლესია გურიის მხარეში, სოფელ ჯიხეთის მონასტერში. ამჟამად მოქმედებს დედათა მონასტერი.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიხეთი მდებარეობს გურიის სერის ჩრდილოეთ კალთაზე, ნიგოითის მთაზე, ზღვის დონიდან 250 მ. ლანჩხუთიდან 12 კმ, ნიგოითიდან 3 კმ, ავტომაგისტრალიდან 6 კმ.

ლეგენდა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიხეთის მონასტრის ადგილმდებარეობის შესახებ არსებობს ლეგენდა. ჯიხეთის მთაზე, მეტად მიუდგომელ ალაგს ყოფილა ნაგები მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტერი. დედებს მეტად აწვალებდათ უწყლობა, ამიტომ გადაუწყვეტიათ ტაძრისათვის ახალი ადგილი შეერჩიათ. ეს არჩევანი, წარღვნის მსგავსად, სამი მტრედისათვის მიუნდვიათ. იმ ადგილას, სადაც მტრედები დაფრინდნენ, აუშენებიათ ახალი მონასტერი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავარაუდოდ ჯიხეთის მთაზე ერთ დროს ციხე იყო აღმართული, რადგან „ჯიხა“ ზანურად ციხეს ნიშნავს. ზეპირი გადმოცემის თანახმად ეკლესია თამარ მეფის დროს აშენდა, თუმცა XIX საუკუნეში უკვე ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი. 1886 წელს ჯიხეთის ტერიტორიაზე დასახლდა მონაზონი ელენე მგალობლიშვილი. თავადმა მაჭუტაძეებმა მონაზვნებს მიწები შესწირეს. მათ 1893 წელს სინოდისგან ტაძრის მშენებლობის უფლება მოიპოვეს და 1896 ილარიონ მენაბდის თაოსნობით ააშენეს მთავარი, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ქვის ტაძარი. ელენა იყო მონასტრის წინამძღვარი 1896 წლიდან 1914 წლამდე.

მონასტერში სკოლაც გაუხსნიათ. აქ ასწავლიდნენ წერა-კითხვას, საოჯახო საქმესა და ხელგარჯილობას. მონასტრის ისტორიული წყაროების მიხედვით ჯიხეთის მონასტერს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ათონის იოანე მახარებლის მონასტერთან. 1905 წელს იოანე მახარებლის მონასტრის წინამძღვარმა მღვდელ-მონაზონმა იონამ ჯიხეთის მონასტერს ათონიდან ღვთისმშობლის ხატი გამოუგზავნა. 1914 წლიდან მონასტრის წინამძღვარი იყო ანასტასია.

თანამედროვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1987 წელს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარს მიუშენდა სამრეკლო. 1988 წელს აიგო წმინდა გიორგის ბაზილიკური ტიპის ტაძარი. 2002 წელს აიგო წმ. იოანე ნათლისმცემლის მუცლადღების ტაძარი. ეზოში მოწყობილის სანათლავი აუზი, რომელშიც წყაროს წყალი ჩაედინება („იორდანეს წყარო“). წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.

ყოველ 4 დეკემბერს - ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს - მონასტერში იმართება დღესასწაული - ჯიხეთობა.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თეა ქართველიშვილი, „გურიის საეპისკოპოსოები", გვ. 81-82 — „არტანუჯი", თბილისი, 2006 წ, ISBN 99940-11-89-8

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: