შინაარსზე გადასვლა

სანათლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანათლავი, ბაპტისტერიუმი — 1. სათავსი, რომელშიც ხდება ნათლისღება. ქვეყნებში სანათლავი ხშირად განცალკავებით დგას, წარმოადგენს გუმბათით დაგვირგვინებულ, გეგმით მრგვალ ან რვაწახნაგა ნაგებობას. შუაში არის ემბაზი.

საქართველოში ეკლესიაში სანათლავითვის თავდაპირველად ცალკე სათავსი იყო გამოყოფილი (ბოლნისის სიონი), რაც შემდეგ ხანებში აღარ გვხვდება (გარდა ნინოწმინდის ეკლესიისა).

2. იგივეა, რაც ემბაზი.