სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი

მუზეუმის საერთო ხედი
ჯაბა ლაბაძის ფოტო
დაარსდა 3 ნოემბერი, 1984
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მდებარეობა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი ტანძია
სტატუსი სახელმწიფო
ექსპონატი 284
კლასიფიკაცია ლიტერატურული
ვიზიტორები 920
კურატორი ნაზი ბიძინაშვილი

სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმი – მუზეუმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფილიალი. დაარსდა 1984 წლის 3 ნოემბერს, საბაობის მესამე დღესასწაულზე. მუზეუმში დაცულია 300-მდე ექსპონანტი, მათ შორის 28 ფერწერული ნამუშევარი, 25 – გრაფიკული ნამუშევარი, 9 – სკულპტურა, 2 – არქეოლოგიური ექსპონანტი, 11 – დოკუმენტი, 59 – ფოტო, 147 – სამეცნიერო დამხმარე ლიტერატურა და სხვ.

შენობის არქიტექტურა ეკუთვნის ნუკრი ალხაზაშვილს, მხატვრული ექსპოზიციის ავტორია ზურაბ სამხარაძე.

მუზეუმის ხელმძღვანელია მენეჯერი – ნაზი ბიძინაშვილი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]