დმანისის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დმანისის ნაქალაქარი

დმანისის კონცხზე განლაგებულია:

  • შუა საუკუნეების ნაქალაქარი;
  • გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები;
  • დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი.

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, 2006 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია.

არქეოლოგიური გათხრები ძეგლზე 1936 წლიდან მიმდინარეობს.

მუზეუმ-ნაკრძალი წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით, რომელიც განამარხებული ჰომინიდებისა და ცხოველთა ნაშთების უხვი რაოდენობით გამოირჩევა.

1991 წლიდან მოყოლებული დმანისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჰომინიდის ხუთი თავის ქალაა ნაპოვნი. მსოფლიოს არცერთ ძეგლზე ჰომინიდის ამდენი ნაშთი ერთად არ აღმოჩენილა. ამ შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოიპოვა, რადგან შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება აფრიკიდან ჰომინიდების განსახლების შესახებ. აქ აღმოჩენილი თავის ქალები და ქვედა ყბა შემდეგში რეკონსტრუირებულ იქნა და ჩვენ მათ ზეზვასა და მზიას სახელით ვიცნობთ. ისინი თბილისის ოკუპაციის მუზეუმშია დაცული.

შუა საუკუნეების ნაქალაქარი შიდა ციხეს, საერო და საკულტო ნაგებობებსა და საიდუმლო გვირაბს მოიცავს. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია დმანისის სიონი, ორნამენტებითა და წარწერებით შემკული უნიკალური კარიბჭით.