ფრანსისკო გოია
ფრანსისკო გოია | |
---|---|
დაიბადა | 30 მარტი, 1746[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] |
დაბადების ადგილი | ფუენდეტოდოსი[1] [4] [8] |
გარდაიცვალა | 16 აპრილი, 1828[9] [2] [4] [10] [5] [6] [7] [4] [8] (82 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბორდო[4] [8] |
ჟანრი | საპორტრეტო ფერწერა[11] , მითოლოგიური ფერწერა[11] , ճակատամարտ պատկերող գեղանկար[11] , ისტორიული ფერწერა[8] , რელიგიური ფერწერა[8] , პორტრეტი[8] , საჟანრო ფერწერა[8] და ნატურმორტი[8] |
ფრანსისკო ხოსე დე გოია-ი-ლუსიენტესი (ესპ. Francisco José de Goya y Lucientes; დ. 30 მარტი, 1746, ფუენდეტოდოსი, სარაგოსასთან — გ. 16 აპრილი, 1828, ბორდო) — ესპანელი ფერმწერი, გრაფიკოსი, გრავიორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსისკო გოია დაიბადა 1746 წელს სარაგოსასთან ახლოს, ფუენდეტოდოსში. მამა ვარაყის, ოქროს ხელოსანი იყო. ოჯახში სამი ბიჭი იზრდებოდა. ფრანსისკო ყველაზე უმცროსი იყო. კარგი განათლება ვერ მიიღეს, ამიტომ, ფრანცისკო მთელი ცხოვრება ცუდად წერდა. 1760 წელს ოჯახი სარაგოსაში გადავიდა საცხოვრებლად. ყმაწვილი ფრანსისკო მიაბარეს ლუსანა ი მარტინესის სახელოსნოში შეგირდად.
1766 წელს ფრანსისკო მადრიდში ჩავიდა. იქ გაეცნო სასახლის კარის მხატვრების ნამუშევრებს. ხვეწდა რა თავის ოსტატობას 1763 წელს მონაწილეობა მიიღო მადრიდის სამხატვრო აკადემიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში იმის იმედით რომ მიიღებდნენ სან ფერნანდოს ხელოვნების სამეფო აკადემიაში. მისი ნახატი არ მოეწონათ. 1766 წელს ფრანსისკომ კვლავ სცადა ხელოვნების სამეფო აკადემიაში ჩაბარება მაგრამ უშედეგოდ, მისი ნამუშევარი კვლავ დაიწუნეს.
1771 წელს ფრანსისკო იტალიაში გაემგზავრა. ქალაქ პარმაში მან თავისი ნახატი გაიტანა კონკურსზე და მოიპოვა პარმის სამხატვრო აკადემიის მეორე პრემია ანტიკურ თემაზე შექმნილი ნახატისთვის, „ჰანიბალი ალპებიდან დასცქერის იტალიას“. იმავე წლის ბოლოს ფრანსისკო დაბრუნდა სარასოგაში და შეუდგა ფრესკების მოხატვას. 1773 წლიდან გადავიდა სამუშაოდ თავის მეგობარ ფრანსისკო ბაიუასთან რომელიც გახლდა [[|ესპანეთის მონარქების სია|ესპანეთის მეფე]] კარლოს III-ს კარის მხატვარი. გოიამ გაიცნო ფრანსისკოს და ხოსეფა (პეპა) რომელზეც იქორწინა 1773 წლის 25 ივლისს. იმ დროისათვის ხოსეფა (პეპა) 5 თვის ფეხმძიმე იყო. ოთხ თვეში წყვილს შეეძინა ბიჭი რომელსაც ეუსებიო დაარქვეს. ხოსეფას და ფრანსესკოს რამდენიმე შვილი შეეძინათ.მათგან მხოლოდ ერთი გადარჩა სახელად ფრანსისკო ხავიერ პედრო გოია რომელიც ასევე მხატვარი გამოვიდა. ხოსეფა გარდაიცვალა 1812 წელს. გოიას ნახატებიდან შემონახულია მხოლოდ ერთადერთი ნახატი ხოსეფას გამოსახულებით.
1780 წელს გოიამ დახატა მეფის პორტრეტი. ამის შემდეგ დახატა „ჯვარცმა“ და ასე გახდა სამეფო აკადემიის წევრი. 1785 წელს გახდა ამავე აკადემიის ფერწერის განყოფილების ვიცე-დირექტორი, 1795 წელს კი დირექტორი. 1786 წელს გახდა სამეფო კარის მხატვარი. 1799 წელს მეფე კარლოს III-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა კარლოს IV. გოია ასევე მის კარის მხატვრად და პირველ ფერმწერად იქცა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 204–205.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ფრანსისკო გოია“ ვიკისაწყობში.
- Francisco Goya's Cats
- Goya in Aragon Foundation: Online catalogue დაარქივებული 2013-01-16 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Manuel Ossorio y Bernard Galería biográfica de artistas españoles del siglo XI — Madrid: 1868. — Vol. 1. — P. 311.
- ↑ Francisco José de Goya y Lucientes — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Harris-Frankfort E. Encyclopædia Britannica
- ↑ 5.0 5.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ 6.0 6.1 Diccionario biográfico español — Real Academia de la Historia, 2011.
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopedia Aragonesa — 1977.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 8.4 8.5 8.6 8.7 8.8 RKDartists
- ↑ Manuel Ossorio y Bernard Galería biográfica de artistas españoles del siglo XI — Madrid: 1868. — Vol. 1. — P. 314.
- ↑ Itaú Cultural Enciclopédia Itaú Cultural — São Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
- ↑ 11.0 11.1 11.2 https://www.theartstory.org/artist/goya-francisco/
|