ფილიპინების ტურიზმი
ტურიზმი ფილიპინების ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2015 წლისთვის მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის წილმა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 10.6% შეადგინა.[1] ფილიპინები არქიპელაგია, 7 641 კუნძულისგან შედგება, რომლებიც 17 რეგიონად და 82 პროვინციად იყოფა. ქვეყანა მდიდარი ბიომრავალფეროვნებითაა ცნობილი, რაც მის უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობასაც წარმოადგენს.[2] ტურისტთათვის ყველაზე პოპულარულ დანიშნულების ადგილებს შორისაა ქვეყნის სანაპიროები, კულტურული მნიშვნელობის მქონე ქალაქები და ძეგლები, მთები, წვიმის ტყეები, კუნძულები და ყვინთვისთვის განკუთვნილი ადგილები.ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორისაა ქვეყნის მდიდარი ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გამორჩეულია ფესტივალებითა და ადგილობრივი ტრადიციებით. პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილებია: პალავანის პროვინციაში მდებარე ელ ნიდო, დავაო, ბორაკაი, სიარგაო, სებუ, მანილა და სხვა.
2015 წლის მონაცემებით ტურიზმის სექტორში 4.99 მილიონი ფილიპინელი იყო დასაქმებული. წარმატებული ტურისტული კამპანიის "It's More Fun in the Philippines" წყალობით 2015 წელს ქვეყანას 5 360 682 უცხოელი ტურისტი ეწვია. 2017 წელს უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ 6 620 908-ს მიაღწია.
ფილიპინებს მსოფლიო მასშტაბით ტურიზმთან დაკავშირებული არაერთი სახელი აქვს მოპოვებული, მათ შორის:მსოფლიო ფესტივალების ტრადიციული დედაქალაქი, წყნარი ოკეანის დასავლეთის დედაქალაქი, ესპანური აზიის ცენტრი, აღმოსავლეთის ზღვათა მარგალიტი, მარჯნის სამკუთხედის ცენტრი და სხვა. ქვეყანა ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილია: მსოფლიოში ფრინველთა სახოებების ყველაზე მაღალი ენდემიზმის სიხშირე აქვს, ხოლო ძუძუმწოვართა და ფლორის მიხედვით - ერთ-ერთი უმაღლესი. ქვყანა რომაული კათოლიციზმის ბასტიონია აზიაში. ფილიპინებში მდებარეობს New7Wonders of Nature-ის ერთ-ერთი გამარჯვებული ობიექტი, პუერტო-პრინსესა (მიწისქვეშა მდინარე) და New7Wonders Cities-ის გამარჯვებული ქალაქი — ვიგანი. ფილიპინებში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 6 ძეგლი: 3 კულტურული და 3 ბუნებრივი. ფილიპინელთა 90%-ზე მეტს ესმის და საუბრობს ინგლისურ ენაზე.
მიმოხილვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტურიზმი ფილიპინების ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია. 2000 წელს ფილიპინებს 2.2 მილიონი ტურისტი ეწვია. 2003 წელს - 2 838 000 ტურისტი, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის 29%-ით მეტი იყო. 2011 წელს ფილიპინების ტურიზმის დეპარტამენტის მონაცემებით ქვეყანას 3.9 მილიონი ტურისტი ეწვია,[3] 11.2%-ით მეტი 2010 წლის მაჩვენებლებთან შედარებით.
2012 წელს, მას შემდეგ რაც ტურიზმის დეპარტამენტმა ფართოდ გავრცელებული ტურისტული მარკეტინგული კამპანია - „ფილიპინებში უფრო მეტი მხიარეულებაა“ (It's More Fun In the Philippines) - წამოიწყო, ფილიპინები 4.27 მილიონმა ტურისტმა მოინახულა.[4]
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, ფილიპინებს 136 ქვეყნიდან 79-ე ადგილი უკავია.[5] 2016 წელს ფილიპინებში 5 360 682 ტურისტი ჩავიდა. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 5 276 300 000 აშშ დოლარი იყო, რაც ყოველ ჩამომსვლელზე დახარჯულ 984.3 აშშ დოლარს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 1 264 670 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 3.3%-ს უდრის.[6]
ტურისტული ღონისძიებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საზღვაო და დაივინგ ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინების ტურიზმის უმთავრესი ქვესახეობა საზღვაო ტურიზმია. ფილიპინების სანაპიროები არაერთ საერთაშორისო გაზეთში მოხვდა, რომელთაც 1-დან 8-მდე ადგილს აკუთვნებენ. ყველაზე პოპულარულ სანაპიროებსა და ყვინთვის ადგილებს შორისაა: ბორაკაი, ელ ნიდო, კორონი, სებუ და სირაგაო. სხვა მნიშვნელოვანი სანაპიროები მდებარეობს სამალიში, კაგალიში, ლა-იუნიონის პროვინციაში, პანგანსიანის პროვინციაში, ილოილოს პროვინციასა და ზამბოანგას რეგიონში.
სამთო ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინებში ტურიზმის ზრდის ტემპით გამოირჩევა სამთო ტურიზმი, განსაკუთრებით ადგილობრივთათვის და დასავლელი უცხოელი ტურისტებისთვის. ყველაზე ცნობილ სალაშქრო ადგილებს შორისაა აპოს მთა, პინატუბოს მთა, ჰალკონის მთა და პულაგის მთა.
კვლევისა და საგანმანათლებლო ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნების გამო ფილიპინებში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადიან მკვლევრები. მკვლევარ-მეცნიერთათვის ყველაზე პოპულარული ადგილებია: კუნძული სიბუიანი, დინაგატის კუნძულები, ჰამიგუიტანის მთა, ტუბატაჰის რიფი, ჩრდილოეთ სიერა მადრეს ეროვნული პარკი და კუთა კუნძულები. ადგილობრივი და უცხოელი არქეოლოგებისა და ანთროპოლოგებისათვის საინტერესო ადგილებია: კაგაიანის ხეობა, ბუტუანი, ტაბონის გამოქვაბულები, იფუგაო, ბანტონი და სხვა. ქვეყანაში არაერთი უნივერსიტეტია, მათ შორის: ფილიპინების უნივერსიტეტი, ფილიპინების კათოლიკური უნივერსიტეტი, მინდანაოს უნივერსიტეტი და სხვა. საგანმანათლებლო ტურიზსტული მიზნებით ძირითადად ინდოეთიდან, სამხრეთ კორეიდან და პალაუდან ჩამოდიან.
ხელოვნებისა და ხელობის ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკანასკნელ ათ წელიწადში მთელი ქვეყნის მასშტაბით მუზეუმების, გალერეების, გამოფენების, ფესტივალებისა და ბაზრობების რაოდენობა გაორმაგდა. ხელოვნებისა და ხელობის ცენტრებია მანილა, სან ფერნანდო, სანტიაგო, დავაო, დუმაგუეტე.
რელიგიური ტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილიპინები აზიაში კათოლიკური რელიგიის პილიგრიმობის ცენტრია. ქვეყანაში ასობით ძველი ეკლესიაა, რომელთა დიდი ნაწილიც XV-XIX საუკუნეებში დაარსდა. ქვეყნის მასშტაბით მეჩეთები, ტაძრები და ადგილობრივი საკრძალავები (დამბანა) არის წარმოდგენილი. პილიგრიმულ ცენტრებს შორის აღსანიშნავია: პაოაის ეკლესია, მანილას საკათედრო ტაძარი, მარაგონდონის ეკლესია, ბაკლაიონის ეკლესია, პანაის ეკლესია, ტაალის ბაზილიკა, კალატუნგანის მთა, პინატუბოს მთა, კიტანგლადის მთა, შეიხ კარიმოლ მახდუმის მეჩეთი.
ქვეყნის ვიზიტორთა სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Rank | Country | 2018 (Sep)[7] | 2017[8] | 2016[9] | 2015[10] | 2014[11] | 2013[12] | 2012[13] | 2011[14] |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სამხრეთ კორეა | 1,178,778 | 1,607,821 | 1,475,081 | 1,339,678 | 1,175,472 | 1,165,789 | 1,031,155 | 925,204 |
2 | ჩინეთი | 972,550 | 968,447 | 675,663 | 490,841 | 394,951 | 426,352 | 250,883 | 243,137 |
3 | აშშ | 774,657 | 957,813 | 869,463 | 779,217 | 722,750 | 674,564 | 652,626 | 624,527 |
4 | იაპონია | 485,121 | 584,180 | 535,238 | 495,662 | 463,744 | 433,705 | 412,474 | 375,496 |
5 | ავსტრალია | 199,201 | 259,433 | 251,098 | 241,187 | 224,784 | 213,023 | 191,150 | 170,736 |
6 | ტაივანი | 185,278 | 236,777 | 229,303 | 177,670 | 142,973 | 139,099 | 216,511 | 181,738 |
7 | კანადა | 162,658 | 200,640 | 175,631 | 153,363 | 143,899 | 131,381 | 123,699 | 117,423 |
8 | გაერთიანებული სამეფო | 148,301 | 182,708 | 173,229 | 154,189 | 133,665 | 122,759 | 113,282 | 104,466 |
9 | სინგაპური | 130,674 | 168,637 | 176,057 | 181,176 | 179,099 | 175,034 | 148,215 | 137,802 |
10 | მალაიზია | 109,486 | 143,566 | 139,133 | 155,814 | 139,245 | 109,437 | 114,513 | 91,752 |
11 | ჰონგ-კონგი | 94,356 | 111,135 | 116,328 | 122,180 | 114,100 | 126,008 | 118,666 | 112,106 |
12 | ინდოეთი | 92,589 | 107,278 | 90,816 | 74,824 | 61,152 | 52,206 | 46,395 | 42,844 |
13 | გერმანია | 65,743 | 85,431 | 86,363 | 75,348 | 72,801 | 70,949 | 67,023 | 61,193 |
14 | ინდონეზია | 58,011 | 62,923 | 44,348 | 48,178 | 46,757 | 45,582 | 36,627 | 34,542 |
15 | საფრანგეთი | 57,397 | 64,777 | 55,384 | 45,505 | 38,946 | 39,042 | 33,709 | 29,591 |
16 | ტაილანდი | 45,631 | 48,727 | 47,913 | 44,038 | 45,943 | 47,874 | 40,987 | 37,862 |
17 | ვიეტნამი | 40,031 | 39,951 | 33,895 | 31,579 | 29,800 | 26,599 | 20,817 | 17,781 |
18 | საუდის არაბეთი | 37,872 | 54,716 | 56,081 | 50,884 | 43,483 | 38,969 | 30,040 | 27,945 |
19 | ესპანეთი | 32,312 | 36,954 | 32,097 | 24,144 | 19,353 | 17,126 | 15,895 | 14,648 |
20 | გუამი | 25,648 | 36,637 | 38,777 | 35,262 | 38,016 | 42,204 | 42,695 | 41,013 |
21 | ნიდერლანდები | 26,341 | 33,821 | 31,876 | 28,632 | 25,236 | 22,595 | 22,195 | 21,029 |
22 | იტალია | 25,586 | 30,437 | 25,945 | 21,620 | 19,865 | 17,668 | 16,740 | 15,798 |
23 | შვეიცარია | 22,653 | 29,837 | 29,420 | 27,200 | 25,548 | 24,907 | 23,557 | 22,335 |
24 | ახალი ზელანდია | 23,312 | 28,983 | 23,431 | 20,579 | 17,704 | 15,783 | 14,100 | 12,782 |
25 | რუსეთი | 20,721 | 33,279 | 28,210 | 25,278 | 32,087 | 35,404 | 28,270 | 20,185 |
— | ყველა ქვეყანა | 5,362,533 | 6,620,908 | 5,967,005 | 5,360,682 | 4,833,368 | 4,681,307 | 4,272,811 | 3,917,454 |
ყოველწლიური სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ჩამომსვლელები | ზრდა |
---|---|---|
1996 | 1,049,367 | |
1997 | 1,222,523 | 16.5% |
1998 | 1,149,357 | 6.0% |
1999 | 1,170,514 | 1.8% |
2000 | 1,992,169 | 70.2% |
2001 | 1,796,893 | 9.8% |
2002 | 1,932,677 | 7.6% |
2003 | 1,907,226 | 1.3% |
2004 | 2,291,347 | 20.1% |
2005 | 2,623,084 | 14.5% |
2006 | 2,843,335 | 8.4% |
2007 | 3,091,993 | 8.8% |
2008 | 3,139,422 | 1.5% |
2009 | 3,017,099 | 3.9% |
2010 | 3,520,471 | 16.7% |
2011 | 3,917,454 | 11.3% |
2012 | 4,272,811 | 9.1% |
2013 | 4,681,307 | 9.6% |
2014 | 4,833,368 | 3.3% |
2015 | 5,360,682 | 10.9% |
2016 | 5,967,005 | 11.3% |
2017 | 6,620,908 | 11.0% |
იანვ.-სექტ. 2018 | 5,362,533[7] |
ინტერნეტ რესურსები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Philippines, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Department of Tourism Philippines დაარქივებული 2018-04-03 საიტზე Wayback Machine.
- It's More Fun in the Philippines (Official Tourism Website)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Tourism: Next engine of growth. Manila Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-31. ციტირების თარიღი: 2016-05-19.
- ↑ "Natural Resources and Environment in Philippines" დაარქივებული 2009-01-22 საიტზე Wayback Machine. . (n.d.). eTravel Pilipinas. Retrieved January 22, 2009.
- ↑ Tourism Department claims 2011 a banner year for the Philippines.
- ↑ It's More Fun in the Philippines official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-01.
- ↑ It's More Fun in the Philippines official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-01.
- ↑ The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ. 276.
- ↑ 7.0 7.1 Industry Performance for Travel and Tourism September 2018. ციტირების თარიღი: 24 October 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2015. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 მაისი 2015. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2013. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 ოქტომბერი 2013. ციტირების თარიღი: 10 February 2018.
- ↑ Visitor Arrivals to the Philippines by Country of Residence January-December 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2018. ციტირების თარიღი: 10 February 2018.