პალესტინის ტერიტორიების ტურიზმი
პალესტინის ტერიტორიების ტურიზმი − აღნიშნავს ტურიზმს აღმოსავლეთ იერუსალიმში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირისა და ღაზას სექტორის ტერიტორიებზე. 2009 წელს პალესტინის ტერიტორიებს 2.6 მილიონი ტურისტი ეწვია, ხოლო 2010 წელს - 4.9 მილიონი, რომელთაგანაც 2.2 მილიონი უცხოელი, ხოლო 2.7 მილიონი - ადგილობრივი ტურისტი იყო.[1] 2012 წლის ბოლო 3 თვეში 150 000 ტურისტზე მეტი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე სასტუმროებში დარჩა. მათგან 40% ევროპიდან, ხოლო 9% აშშ-დან და კანადიდან იყო.[2] ტურისტული გიდების უმრავლესობაში აღნიშნულია, რომ „მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპიური არ არის სამოგზაუროდ უმარტივესი ადგილი, მაგრამ ძალისხმევა ნამდვილად ღირს.“[3]
პალესტინის ხელისუფლებამ და ისრაელის ტურიზმის სამინისტრომ პალესტინის ტერიტორიებზე ტურიზმის სფეროში ერთად მუშაობა ერთობლივი კომიტეტით სცადა.[4] უცხოელი ტურისტების მოზიდვის ერთობლივი მცდელობა რამდენიმე მიზეზის გამო ვერ განხორციელდა.[5] მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსკენ ტურისტთა გადაადგილებას ისრაელი აკონტროლებს.[6] 2000 წლიდან მოყოლებული პალესტინის ტურისტულ და სატრანსპორტო კომპანიებს ისრაელში შესვლის შესაძლებლობა არა აქვთ, ხოლო 2009 წლიდან ისრაელის ტურიზმის სამინისტრომ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირი და პალესტინის ტერიტორიები თავისი მარშრუტებიდან. პალესტინის ყოფილმა ტურიზმის მინისტრმა განაცხადა, რომ „ისრაელი რელიგიური და მომლოცველობითი ტურიზმის შემოსავლის 90%-ს აგროვებს“.[7] აღმოსავლეთ იერუსალიმსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე უცხოური ტურიზმი 2013 წლის აგვისტოდან ეგვიპტესა და ჰამასის მიერ კონტროლირებად ღაზას სექტორს შორის რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის აგების შემდეგ შეიზღუდა.[8] თუმცა ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო სახმელეთო, საზღვაო საჰაერო ბლოკადის გამო ტურისტთა ნაკადი 2005 წლიდან მოყოლებული აღარ ჩადის.
2013 წელს პალესტინის ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა მიზნად ისახავს პალესტინაში საერთაშორისო ტურიზმის ხელშეწყობას, მაგრამ ოკუპაცია მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორია, პალესტინისთვის ტურიზმის სექტორი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო რომ გახდეს.[9] იერუსალიმის, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირისა და ღაზას სექტორის ტურიზმი მთლიანად ისრაელის მთავრობის მიერ კონტროლირდება. ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე შესვლას მხოლოდ მოქმედი საერთაშორისო პასპორტი სჭირდება.[10] აშშ-ის მოქალაქეებს, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან „დაგეგმილ პოლიტიკური სააპროტესტო აქტივობებში მონაწილეობაში ან ისრაელის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერაში“, ან არაბებად ან მუსლიმანებად მიიჩნევიან, ხშირ შემთხვევაში საიმიგრაციო სახელმწიფო მოხელეები დაკითხვებს უწყობენ.[11] ასეთ ტურისტულ ჯგუფებს ხშირად იურისტებისა და საკონსულო მოხელეების წვდომის შესაძლებლობას არ აძლევენ, განზარ ახნელებენ ან შესვლაზე უარს უცხადებენ.[12][13][14]
მთავარი ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბეთლემი ― მნიშვნელობის მიხედვით იერუსალიმის შემდეგ მეორე ტურისტული დანიშნულების ადგილი. ახალი აღთქმის მიხედვით იესოს დაბადების ადგილი. 1947 წლისთვის ქალაქის მოსახლეობის 85%-ს ქრისტიანები შეადგენდნენ, 2005 წლისთვის კი მათი რაოდენობა 40%-მდე შემცირდა. ბეთლემი იუდეველთათვისაც მნიშვნელოვანი რელიგიური ქალაქია: აქ მეფე დავითი დაიბადა და პატრიარქ იაკობის ცოლი, რახელიც აქვეა დაკრძალული. ტურიზმი ბეთლემის მთავარი ინდუსტრიაა. აქ 30-ზე მეტი სასტუმრო მდებარეობს. 2012 წლის პირველ რვა თვეში ქალაქს 700 000 საერთაშორისო ტურისტი ეწვია.[15][16] 2012 წლის ივლისში ბეთლემი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს.
- მაცხოვრის შობის ტაძარი[17] - ტაძარი იმ გამოქვაბულის თავზე აშენდა, რომელიც მაცხოვრის დაბადების ადგილად იყო მიჩნეული. მიჩნეულია, რომ უძველესი ქრისტიანული ტაძარია, რომელიც დღემდე გამოიყენება და პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა როგორცქრისტიანებისთვის, ისე მუსლიმანებისთვისაც. 2007 წელს,შობა დღეს მაცხოვრის შობის ტაძარს 60 000 ქრისტიანი მომლოცველი ესტუმრა[18]
- იერიქონი - ბიბლიური ქალაქი. მიჩნეულია მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ქალაქად. მკვდარ ზღვასთან სიახლოვის გამო იერიქონი პალესტინელ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული დანიშნულების ადგილია.[8] 2008 წლის პირველ 9 თვეში პალესტინის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ისრაელს შორის საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული შეზღვუდების შერბილების შემდეგ ტურიზმის მაჩვენებლები 42.3%-ით გაიზარდა.[19]
- ჰებრონი — იუდაიზმისა და ისლამის წმინდა ქალაქი, სადაც პატრიარქების მღვიმე მდებარეობს. გადმოცემით მიხედვით, აქ აბრაამი, ისააკი და იაკობი და მათი მეუღლეები, სარა, რებეკა და ლეა არიან დაკრძალული. ქალაქი ისრაელის სამეფოს დედაქალაქი იყო, სანამ მეფე დავითი დედაქალაქს იერუსალიმში გადაიტანდა.
- ნაბლუსი — მდინარე იორდანესდასავლეთი ნაპირის კომერციული დედაქალაქი. ცნობილია ქალაქის ძველი ნაწილითა და ავეჯით ვაჭრობით.
- რამალლა — მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ადმინისტრაციული და კულტურული დედაქალაქი. ქალაქი ცნობილია რელიგიური დასასვენებელი ატმოსფეროთი და მთავარი ქუჩების კაფეებით.
- ჯენინი — 4000 წლის ქალაქი მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ჩრდილოეთ ნაწილში.
ტურები და ციმერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2012 წელს ერთ-ერთმა ჰოლანდიელმა დიპლომატმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელშიც მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე სამოგზაურო 25 სალაშქრო ტური იყო მოცემული. სტეფან სზეპესიმ ბორცვებისა და უადების გამოკვლევა ოთხ მეგობართან ერთად დაიწყო და მალე მათი ჯგუფი 235 წევრამდე გაიზარდა. ეს ჯგუფი მსგავს სასეირნო ტურებს თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ეწყობოდა.[20]
მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაულ დასახლებებში ქოხები ,„ციმერები“ კეთილმოწყობილია ორთოდოქსი ებრაელებისთვის შვებულების გასატარებლად. [21] ბიბლიურ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ალონში, გენეზისის მიწას,[22] ებრაელები, ქრისტიანები და მუსლიმანები სტუმრობენ, რომლებიც ბიბლიური ერის კარვების გაშლასა და ცხვრებისა და თხების მწყემსვაში მონაწილეობენ. ერთ-ერთ ციმერს აბრაამის კარავი ეწოდება.[23]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პალესტინის ტერიტორიები, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- http://www.tripadvisor.com/Tourism-g660378-Palestinian_Territories-Vacations.html
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ M'aan (26 September 2011). „PCBS: Marked increase in West Bank tourism in 2010“. M'aan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი 2013. ციტირების თარიღი: 10 October 2012.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-29. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Israel and the Palestinian Territories. p254. Lonely Planet Publications. 2012
- ↑ Enz, Cathy A. (2009). Hospitality Strategic Management: Concepts and Cases, 2, John Wiley and Sons, გვ. 273. ISBN 0-470-08359-X.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-24. ციტირების თარიღი: 2014-03-07. Dec. 18, 2012 Retrieved March 7,2014accessed
- ↑ Kaufman, David; Marisa S. Katz (16 April 2006). „In the West Bank, Politics and Tourism Remain Bound Together Inextricably“. New York Times. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
- ↑ Purkiss, Jessica. (22 March 2014) Tourism as a tool to erase Palestinian identity. middleeastmonitor.org.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 15 Sep 2014.
- ↑ 8.0 8.1 http://www.timesofisrael.com/egypt-shutters-gaza-border-crossing-indefinitely/
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-27. ციტირების თარიღი: 2013-09-16.
- ↑ Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-18. ციტირების თარიღი: 2014-03-15.
- ↑ Israel, the West Bank and Gaza Country Specific Information U.S. Department of State https://travel.state.gov/content/passports/en/country/israel.html
- ↑ Fox News(Published June 4, 2012/Associated Press) http://www.foxnews.com/world/2012/06/04/israel-asks-arab-visitors-to-open-emails-to-search/
- ↑ Hass, Amira Feb. 27, 2012 http://www.haaretz.com/news/national/israel-denies-entry-to-american-teacher-working-in-west-bank.premium-1.506018
- ↑ Hass, Amira, in Haaretz May 19, 2013 Israel effectively barring tourists from West Bank by neglecting to explain mandatory permit http://www.haaretz.com/news/national/israel-effectively-barring-tourists-from-west-bank-by-neglecting-to-explain-mandatory-permit.premium-1.524784?localLinksEnabled=false
- ↑ http://www.pcbs.gov.ps/portals/_pcbs/PressRelease/Press_En_TourWD2012E.pdf
- ↑ Mitnick, Joshua (26 December 2008). „Calm brings record tourism to Bethlehem“. Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
- ↑ Kaufman, David; Katz, Marisa S. (April 16, 2006). „In the West Bank, Politics and Tourism Remain Bound Together Inextricably“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 4, 2010.
- ↑ Ferziger, Jonathan (15 May 2008). „Palestinians Pitch Holy Land Holidays as Rockets Sail“. Bloomberg. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
- ↑ Bethlehem visitor numbers soar in 2008 says Israel, ENI News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-13. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
- ↑ Sherwood, Harriet (19 March 2012). „Hills, olive groves … and a ferris wheel: hikers find the unexpected in Palestine“. The Guardian. ციტირების თარიღი: 19 March 2012.
- ↑ Eldad, Karni (21 April 2010). „Settlers set up West Bank tourism ventures“. Haaretz. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
- ↑ Aisenberg, Lydia (31 July 2008). „Visiting the Patriarchs“. Jerusalem Post. ციტირების თარიღი: 2 July 2010.
- ↑ Israel Settlers set up West Bank tourism ventures. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2018-11-30.