მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
ინგლ. World Economic Forum

ოფიციალური ლოგო

შტაბ-ბინა კოლონში, შვეიცარია
დევიზი Committed to improving the state of the world
აბრევიატურა WEF
შეიქმნა იანვარი1971; 53 წლის წინ (1971-01)
სტატუსი ფონდი
ტიპი საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური ორგანიზაცია
შტაბ-ბინა კოლონი, შვეიცარია
ენა ინგლისური
დამფუძნებელი (-ები) Klaus Schwab
ქვეყანა შვეიცარია
ყოფილი სახელი მენეჯმენტის ევროპული ფორუმი
კავშირები Coalition for Epidemic Preparedness Innovations
p856 ვიკიმონაცემებში რედაქტირება

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი (ინგლ. World Economic Forum, WEF; 1971 წ.-დან 1986 წ.-მდე მენეჯმენტის ევროპული ფორუმი, ინგლ. European Management Forum[1]) — საერთაშორისო არასამთავრობო და ლობისტური[2] ორგანიზაცია. დაარსდა 1971 წლის 24 იანვარს გერმანელი ინჟინერისა და ეკონომისტის კლაუს შვაბის მიერ შვეიცარიაში, ჟენევის კანტონ კოლონიში.

ორგანიზაცია ცნობილია შეხვედრებით შვეცარიის კურორტ დავოსში, სადაც ყოველწლიურად იკრიბება მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურული ელიტა. ფორუმის ხშირ სტუმრებს შორის ასევე არიან: ჯორჯ სოროსი, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი და U2-ს სოლისტი მომღერალი ბონო.[3]

ფორუმი გვთავაზობს გლობალიზებულ სამყაროს, რომელიც საუკეთესოდ იმართება ტრანსნაციონალური კორპორაციების, მთავრობებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ შერჩეული კოალიციის მიერ,[4] რაც გამოიხატება ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა „დიდი გადატვირთვა“[5] და „გლობალური გარდაქმნა“.[6][7] ფორუმი გლობალური არასტაბილურობის პერიოდებს — როგორიცაა 2007-2008 წლების ფინანსური კრიზისი და COVID-19 პანდემია — მიიჩნევს პროგრამული ძალისხმევის გაძლიერების შესაძლებლობად.[8]

1991 წლის შემდეგ პირველად 2022 წლის ფორუმი რუსეთის დელეგაციის გამოკლებით ჩატარდა, რაც The Wall Street Journal-მა აღწერა როგორც „გლობალიზაციის დასასრულის“ ნიშანი.[9]

წელი თარიღი თემა
1988 მსოფლიო ეკონომიკის ახალი მდგომარეობა
1989 ძირითადი მოვლენები 90–იან წლებში: შედეგები გლობალურ ბიზნესზე
1990 კონკურენტული თანამშრომლობა ტურბულენტობის ათწლეულში
1991 ახალი მიმართულება გლობალური ლიდერობისთვის
1992 გლობალური თანამშრომლობა და მეგაკონკურენცია
1993 ყველა ძალის გაერთიანება გლობალური აღდგენისთვის
1994 მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი დაშვებების ხელახალი განსაზღვრა
1995 ლიდერობა ზრდის მიღმა გამოწვევებისთვის
1996 გლობალიზაციის შენარჩუნება
1997 ქსელური საზოგადოების აგება
1998 არასტაბილურობისა და პრიორიტეტების მართვა XXI საუკუნისთვის
1999 პასუხისმგებელი გლობალურობა: გლობალიზაციის გავლენის მართვა
2000 ახალი დასაწყისი: ცვლილებების შეტანა
2001 25–30 იანვარი ზრდის შენარჩუნება და განხეთქილების გადალახვა: ჩარჩო ჩვენი გლობალური მომავლისთვის
2002 31 იანვარი – 4 თებერვალი ლიდერობა მყიფე დროში (იმართება ნიუ-იორკში დავოსის ნაცვლად)
2003 21–25 იანვარი ნდობის აშენება
2004 21–25 იანვარი პარტნიორობა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის
2005 26–30 იანვარი პასუხისმგებლობის აღება რთულ არჩევანზე
2006 25–29 იანვარი შემოქმედებითი იმპერატივი[10]
2007 24–28 იანვარი გლობალური დღის წესრიგის ფორმირება, ძალაუფლების ცვლის განტოლება
2008 23–27 იანვარი თანამშრომლობითი ინოვაციის ძალა
2009 28 იანვარი – 1 თებერვალი პოსტკრიზისული სამყაროს ჩამოყალიბება
2010 27–30 იანვარი გააუმჯობესე მსოფლიოს მდგომარეობა: გადახედე, გარდაქმენი, აღადგინე
2011 26–30 იანვარი საერთო ნორმები ახალი რეალობისთვის
2012 25–29 იანვარი დიდი ტრანსფორმაცია: ახალი მოდელების ჩამოყალიბება
2013 23–27 იანვარი გამძლე დინამიზმი[11]
2014 22–25 იანვარი მსოფლიოს გადაფორმირება: შედეგები საზოგადოების, პოლიტიკისა და ბიზნესისთვის
2015 21–24 იანვარი ახალი გლობალური კონტექსტი
2016 20–23 იანვარი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის დაუფლება
2017 17–20 იანვარი პასუხისმგებელი ხელმძღვანელობა
2018 23–26 იანვარი საერთო მომავლის შექმნა მოწყვეტილ სამყაროში
2019 22–25 იანვარი გლობალიზაცია 4.0: გლობალური არქიტექტურის ჩამოყალიბება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში
2020 20–24 იანვარი სტეიკჰოლდერები შეკრული და მდგრადი სამყაროსთვის
2021 17–20 აგვისტო გადაიდო გაუქმდა COVID–19 პანდემიის შედეგად
2022 22–26 მაისი ისტორია შემობრუნების მომენტში: მთავრობის პოლიტიკა და ბიზნეს სტრატეგიები[12]

წარმომადგენლები საქართველოდან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი პირველი პირების სია, რომლებიც ესწრებოდნენ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დავოსში:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დავოსში ეკონომიკური ფორუმი ჩატარდება. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-11. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  2. World Economic Forum en.
  3. დავოსი 2020 - რა არის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  4. Davos and its danger to Democracy en (2016-01-18).
  5. The Great Reset en. ციტირების თარიღი: 20 August 2021
  6. Are the days of Davos man and woman really over? en-US. ციტირების თარიღი: 2022-03-18
  7. The Global Redesign Summit en. ციტირების თარიღი: 20 August 2021
  8. The Great Reset - "The pandemic represents a rare but narrow window of opportunity to reflect, reimagine, and reset our world" - Professor Klaus Schwab, Founder and Executive Chairman, World Economic Forum. en. ციტირების თარიღი: 2021-12-05
  9. Simmons, Stephen Fidler and Ann M. (2022-05-25). „Russia's Absence at Davos Marks Unraveling of Globalization“. Wall Street Journal (ინგლისური). ISSN 0099-9660. ციტირების თარიღი: 2022-06-07.
  10. Howe, Dave. (9 August 2009) Creativity Can Save the World en. ციტირების თარიღი: 17 June 2019
  11. დამფუძნებლის კლაუს შვაბის განცხადება, რომ „გლობალური თანამშრომლობის საჭიროება არასოდეს ყოფილა ასეთი დიდი“.
  12. Davos 2022: Who's coming and everything else you need to know (18 May 2022).
  13. Civil.Ge | ქრონოლოგია - 2004. ციტირების თარიღი: 2022-07-10
  14. დავოსი - მორიგი საერთაშორისო დიპლომატიური დრამა და პირველი საერთაშორისო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტად არჩეულისთვის. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  15. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნა. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  16. ნიკა გილაური დავოსში საქართველოს პრეზენტაციას გამართავს. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  17. Civil.Ge | ივანიშვილი დავოსში შეხვედრებს მართავს. ციტირების თარიღი: 2022-07-10
  18. დავოსის ფორუმი, საქართველო და რუსეთი. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  19. დავოსის ფორუმი და ინვესტიციების მოზიდვის პრობლემები. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  20. ინვესტიციების ნაკლებობა საქართველოში. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  21. საქართველოს მთავრობა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  22. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დავოსში იმყოფება. ციტირების თარიღი: 2022-07-11
  23. Civil.Ge | კვირიკაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო. ციტირების თარიღი: 2022-07-10
  24. მამუკა ბახტაძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრო (2019-01-24). ციტირების თარიღი: 2022-07-10
  25. პრემიერ-მინისტრი გახარია დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება (2020-01-21). ციტირების თარიღი: 2022-07-10
  26. ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება (2022-05-25). ციტირების თარიღი: 2022-07-10
  27. საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ლიდერების ვიზიტები - ვინ რა მოასწრო?. ციტირების თარიღი: 2022-07-10
  28. დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დაიწყო (2023-01-16). ციტირების თარიღი: 2023-09-23
  29. Civil Georgia | ირაკლი ღარიბაშვილი დავოსში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდა ka-GE. ციტირების თარიღი: 2023-09-23

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]