ტუბატაჰის რიფი
| ტუბატაჰის რიფი | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა[1] , რამსარის ტერიტორია[2] , Particularly Sensitive Sea Area[3] [4] და ASEAN Heritage Park |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | vii, ix, x |
| რეგიონი | აზია-ოკეანეთი |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1993 (მე-17 სესია) |
| ნომერი | 653 |
![]() | |
| http://www.tubbatahareef.org/ | |
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 653 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ტუბატაჰის რიფი — მარჯნის რიფების ატოლი ფილიპინების ტერიტორიაზე, სულუს ზღვაში. წარმოადგენს წყლის ნაკრძალს და გაერთიანებულია ტუბატაჰის რიფის ეროვნულ პარკში, რომელიც 1988 წელს შეიქმნა. დასახელებულია მსოფლიოს ბუნების ახალი შვიდი საოცრების კანდიდატად.
თავდაპირველად, პარკის ფართობი 332 კმ²-ს შეადგენდა, მაგრამ 2006 წელს, ფილიპინების პრეზიდენტმა გლორია მაკაპაგალ-აროიომ დაცული ტერიტორიის ფართობი 200 %-ით გაზარდა და ამჟამად მისი ფართობი 968,24 კმ²-ს შეადგენს.
ამ ტერიტორიაზე თევზის ათასზე მეტი სახეობაა გავრცელებული, რომელთა უმრავლესობაც უიშვიათესია და საფრთხის ქვეშ მყოფად ითვლება. გარდა თევზებისა, ნაკრძალის შექმნის ერთ-ერთი მიზეზი ატოლებზე გავრცელებული უამრავი უმნიშვნელოვანესი ფრინველია.
ტუბატაჰა დაივინგის მოყვარულთა შორის უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. ყოველწლიურად, აქ ათასობით ტურისტი ჩამოდის.
1993 წელს, იუნესკომ ეს ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tubbataha Reef Marine Park - UNESCO World Heritage Centre
- Tubbataha Reefs National Marine Park დაარქივებული 2011-04-30 საიტზე Wayback Machine.
- Palawan Council for Sustainable Development დაარქივებული 2011-10-08 საიტზე Wayback Machine.
| |||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||
