იაპონიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

2017 წელს იაპონიას 28.69 მილიოი საერთაშორისო ტურისტი ეწვია.[1] ქვეყანაში იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხის 21 ძეგლი მდებარეობს, მათ შორის: ჰიმეძის ციხესიმაგრე, ანტიკური კიოტოსა და ნარას ისტორიული ძეგლები. ტურისტთათვის განსაკუთრებით პოპულარულია: ტოკიო და ჰიროშიმა, ფუძიამა, სამთო კურორტები, როგორიცაა ნისეკო ჰოკაიდოზე, ოკინავას პრეფექტურა, ასევე სინკანსენით მგზავრობა და იაპონიის ტრადიციული სასტუმროებისა და ცხელი წყლების უპირატესობებით სარგებლობა.

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსნების მიხედვით იაპონია მსოფლიოს 141 ქვეყანას შორის მეოთხე ადგილზე იმყოფება, რაც აზიის ქვეყნებისთვის საუკეთესო მაჩვენებელია. იაპონიამ თითქმის ყველა ასპექტში მაღალი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით:ჯანმრთელობისა და ჰიგიენის, უსაფრთხოებისა და დაცულობის, კულტურულ რესურსებისა და ბიზნეს მოგზაურობის ასპექტებში.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თვალწარმტაცი ძეგლების მონახულების ადრეული ტრადიციების წარმოშობის ისტორია უცნობია, მაგრამ ყველაზე ადრეულ ღირსშესანისნაობათა დამთვალიერებელ ექსკურსანტად მაცუო ბასიო ითვლება, რომელმაც 1689 წელს მაშინდელი იაპონიის „უკიდურეს ჩრდილოეთით“ იმოგზაურა. ეს მოგზაურობა ჰაიაში რაზანის მიერ იაპონიის სამი ხედის კატეგორიზებიდან (1643) არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ შედგა. ედოს ხანის განმავლობაში, 1600 წლიდან მეიძის რესტავრაციამდე (1867), ქვეყნის შიგნით მოგზაურობა შუკუბების (საფოსტო სადგურები) მეშვეობით რეგულირდებოდა. ამა თუ იმ ქალაქში მოგზაურებს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა წარმოედგინათ. მიუხედავად შეზღუდვებისა, სადგურებზე ბარგის გადატანა, ცხენის თავლები, ღამის გასათევი ადგილები და საკვები კომფორტული მგზავრობის შესაძლებლობებს იძლეოდა. ამ დროს იაპონია უცხოელთათვის ჩაკეტილი ქვეყანა იყო, რის გამოც უცხოური ტურიზმი არ არსებობდა.

მეიძის რესტავრაციისა და ეროვნული სარკინიგზო ხაზის ამუშავების შემდეგ მოქალაქეთათვის ტურიზმი უფრო ხელმისაწვდომი პერსპექტივა გახდა. უცხო ქვეყნის წარმომადგენლეს იაპონიაში ლეგალურად ჩასვლის უფლება მიეცათ. 1887 წლის დასაწყისში მთავრობამ გააცნობიერა უცხოელი ტურისტების მიზიდვის ორგანიზებული სისტემის საჭიროება. პრემიერ-მინისტრ იტო ჰირობუმის გადაწყვეტილებით დაარსდა Kihinkai (貴賓会), რომელიც ტურიზმის აქტორთა კოორდინირებას ისახავდა მიზნად. მისი ადრეული ლიდერები იყვნენ შიბუსავა ეიჩი და ეკიდა ტაკაში. იაპონიის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა 1907 წელს სასტუმროთა განვითარების კანონის შეცვლა, რის შედეგადაც რკინიგზის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადო საკუთრებაში არსებული სასტუმროების მშენებლობა დაიწყო.[3]

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წელს იაპონიას 28 690 900 უცხოელი ტურისტი ეწვია.[4]

ადგილი ქვეყანა რაოდენობა
2017 წელს
პროცენული ცვლილება
2016-2017
რაოდენობა
2016 წელს
პროცენტული ცვლილება
2015-2016
რაოდენობა
2015 წელს
პროცენტული ცვლილება
2014-2015
1 ჩინეთის დროშა ჩინეთი 7,355,800 15.4% 6,373,000 27.6% 4,993,689 107.3%
2 სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა 7,140,200 40.3% 5,090,300 27.2% 4,002,095 45.3%
3 ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი 4,564,100 9.5% 4,167,400 13.3% 3,677,075 29.9%
4 ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი 2,231,500 21.3% 1,839,200 20.7% 1,524,292 64.6%
5 აშშ-ის დროშა აშშ 1,375,000 10.6% 1,242,700 20.3% 1,033,258 15.9%
6 ტაილანდის დროშა ტაილანდი 987,100 9.5% 901,400 13.1% 796,731 21.2%
7 ავსტრალიის დროშა ავსტრალია 496,100 11.2% 445,200 18.4% 376,075 24.3%
8 მალაიზიის დროშა მალაიზია 439,500 11.5% 394,200 29.1% 305,447 22.4%
9 ფილიპინების დროშა ფილიპინები 424,200 21.9% 347,800 29.6% 268,361 45.7%
10 სინგაპურის დროშა სინგაპური 404,100 11.7% 361,800 17.2% 308,783 35.5%
ყველა ქვეყანა 28,690,900 19.3% 24,039,053 21.8% 19,737,409 47.1%

ტურიზმი დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უცხოელი ტურისტების მაჩვენებლლები

შიდა ტურიზმი იაპონიის ეკონომიკისა და იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ბევრი საშუალო სკოლის მოსწავლეები ხშირად ტოკიოს დისნეილენდსა და ტოკიოს კოშკს სტუმრობენ. უმაღლესი სკოლების სტუდენტები ხშირად ოკინავასა ან/და ჰოკაიდოს სანახავად მიდიან. ექსტენსიური სარკინიგზო ქსელი შიდა ფრენებთან ერთად იაპონიის შიგნით ეფექტური და სწრაფი ტრანსპორტით ახლო მანძილზე მოგზაურობებს ახალისებს.

2007 წელს შემოსვლითი ტურიზმის მაჩვენებლით იაპონია 28-ე ადგილზე იმყოფებოდა. 2009 წელს იაპონურმა გაზეთმა Yomiuri Shimbun ცნობილ ღირსშესანიშნაობათა თანამედროვე სია გამოაქვეყნა სახელწოდებით Heisei Hyakkei (ჰეისეის პერიოდის 100 ხედი).

იაპონიისთვის უცხოელ ტურისტთა უმთავრესი წყარო მეზობელი სამხრეთ კორეაა. 2010 წელს იაპონიას 2.4 მილიონი სამხრეთ კორეელი ეწვია, რომლებმაც საერთო ჩამომსვლელთა 27% შეადგინეს.[5]

იაპონიაში ყველაზე მეტს ჩინელი ტურისტები ხარჯავენ. 2011 წელს ჩინელმა ტურისტებმა დაახლოებით 196.4 მილიარდი იენი (2.4 მილიარდი აშშ დოლარი) დახარჯეს, რაც იაპონიის ტურიზმის სააგენტოს მონაცემებით უცხოელ ტურისტთა დანახარჯების მეოთხედს შეადგენს.[6]

იაპონიის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2020 წლიდან ყოველწლიურად 40 მილიონ უცხოელ ტურისტს მიიღებს.[7]

ტურიზმი ფუკუსიმის კატასტროფის შემდეგ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფუკუსიმაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ უცხოელ ტურისტთა რაოდენობა თვეების განმავლობაში თანდათანობით დაეცა. 2011 წლის სექტემბერში იაპონიას 539 000 უცხოელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის სექტემბრის თვესთან შედარებით 25%-ით ნაკლები იყო. ტურისტული ნაკადის შემცირების უმთავრესი მიზეზი ფუკუსიმის ატომურ სადგურზე მომხდარი შემთხვევა იყო, რაც კიდევ უფრო გააძლიერა იენის კურსის გამყარებამ, რამაც იაპონიაში მოგზაურობა კიდევ უფრო გააძვირა.

2011 წლის ოქტომბერში იაპონიის ტურიზმის სააგენტომ ტურიზმის წასახალისებლად ორმხრივი საჰაერო ფრენის 10 000 ბილეთის უფასოდ გაცემის გეგმა წარადგინა. 2012 წელს მსგავსი ბილეთების მოგების შესაძლებლობა მხოლოდ იმათ ექნებოდათ, ვინც ინტერნეტში იაპონიაში მიღებული შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების შესახებ დაწერდნენ. მათ ასევე უნდა ეპასუხათ კითხვებზე: იაპონიაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ვიზიტის დროს თავს როგორ გრძნობდნენ და მათი აზრით, იაპონიის ტურიზმისადმი ინტერესი როგორ უნდა განახლებულიყო. ამ პროგრამაზე დაახლოებით 15 მილიონი აშშ დოლარი უნდა დახარჯულიყო.[8] 2011 წლის 26 დეკემბერს იაპონიის ტურიზმის სააგენტომ განაცხადა, რომ პროექტი „Fly to Japan!Project“ იაპონიის მთავრობამ არ დაამტკიცა.[9]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tourism Statistics.
  2. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. World Economic Forum (April 2017).
  3. Leheny, David Richard. The Rules of Play: National Identity and the Shaping of Japanese Leisure. Cornell University Press, გვ. 59. ISBN 0-8014-4091-2. 
  4. 2017年推計値. Japan National Tourism Organization.
  5. Dickie, Mure. “Tourists flock to Japan despite China spat“, January 26, 2011. წაკითხვის თარიღი: March 16, 2012. 
  6. Tokyu Group in steadfast pursuit of Chinese tourists. TTGmice. წაკითხვის თარიღი: April 18, 2013.
  7. Bhattacharjya, Samhati. (May 17, 2016) Japan to offer 10-year multi-entry visas for Chinese as part of tourism push. International Business Times. წაკითხვის თარიღი: May 17, 2016.
  8. NHK-world (October 21, 2011) Japan to give away air tickets to 10,000 visitors Archived October 23, 2011, საიტზე Wayback Machine.
  9. "Fly to Japan! Project"(10,000 FREE FLIGHTS TO FOREIGNERS) | Japan Tourism Agency. Japan Tourism Agency (December 26, 2011). წაკითხვის თარიღი: March 16, 2012.