ინდონეზიის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბორობუდური, ინდონეზიის ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა

ინდონეზიის ტურიზმი ინდონეზიის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. 2017 წლისთვის ინდონეზია მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში მე-20 ადგილზე იყო, ტურიზმის სექტორის ზრდის სისწრაფის მხრივ კი მსოფლიოში მეცხრე ქვეყანა იყო, აზიაში - მესამე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - პირველზე.[1]. 2019 წლისთვის ინდონეზია 20 მილიონი ტურისტის მიღებასა და მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის წილის 8%-მდე ზრდას ისახავს მიზნად.[2] საქონლისა და მომსახურების ექსპორტით ინდონეზიის ტურიზმის სექტორი მეოთხე ადგილზეა.[3]

2016 წელს ინდონეზიას 12.02 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც2015 წელთან შედარებით 15.5%-ით მეტია.[4] 2017 წლისთვის კი ქვეყანა 10 406 759-მა საერთაშორისო ტურისტმა მოინახულა. 2015 წლის მონაცემებით ქვეყანას 9,73 მილიონი ტურისტი ეწვია, რომელთა სასტუმროებში დარჩენის საშუალო ხანგრძლივობაც 7.5 ღამე იყო და ყოველმა ტურისტმა ვიზიტის დროს საშუალოდ 1142 აშშ დოლარი დახარჯა, რაც ყოველ ადამიანზე ყოველდრიურად დახარჯულ 152.22 აშშ დოლარს უდრის.[2] ინდონეზიისთვის საერთაშორისო ტურისტთა ხუთი მთავარი წყარო დინგაპური, მალაიზია, ჩინეთი, ავსტრალია და იაპონიაა.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 მოხსენების მიხედვით მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.2 ქულა) ინდონეზია მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 42-ე ადგილზეა. 2017 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 10 761 000 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც საშუალოდ ყოველი ჩამომსვლელის მიერ დახარჯულ 1 034 აშშ დოლარს უტოლდება. მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 3 468 400 ადგილია შექმნილი, რაც ქვეყნის მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. ტურისზმის სექტორის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 3.3%-ია.[5] ქვეყანას საუკეთესო მაჩვენებლები ფასების კონკურენტუნარიანობისა (6.0 ქულა, მეხუთე ადგილი) და ბუნებრივი რესურსების (4.7 ქულა, მე-14 ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი მაჩვენებლები — გარემოს მდგრადობის (3.2 ქულა, 131-ე ადგილი) და ჯანმრთელობისა და ჰიგიენის (4.3 ქულა, 108-ე ადგილი) სვეტებში.[6]

2016 წელს ინდონეზიის ხელისუფლების მოხსენებით, უცხოელი ინვესტორების მოზიდვით ტურიზმის განსავითარებლად ამ სექტორში უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდება. ქვეყნის მთავრობამ 10 ტურისტულ ღირსშესანიშნაობას მიანიჭა უპირატესობა: ბოროდობური (ცენტრალური იავა), მანდალაიკა ლომბოკი), ლაბუან ბაჯო, ბრომო-ტენგერ-სემერუ (აღმოსავლეთ იავა), ათასი კუნძული (ჯაკარტა), ტობა (ჩრდილოეთ სუმატრა), ვაკატობი (სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესი), ტანჯუნგ ლესანგი (ბანტენი), მოროტაი (ჩრდილოეთ მალუკუ) და ტანჯუნგ კელაიანგი (ბელიტუნგი).[7]

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯიმბარანის სანაპირო, ბალი

ინდონეზიის ტურიზმისთვის როგორც ბუნება, ისეკულტურა მთავარი კომპონენეტებია. ბუნებრივი მემკვიდრეობა ტროპიკული კლიმატის და 17 508 კუნძულის არქიპელაგის (რომელთაგანაც 6000 დასახლებულია) უნიკალურ კომბინაციას წარმოადგეს.[8] ქვეყნის საზღვაო საზღვრის სიგრძე 54 716 კილომეტრს შეადგენს და მსოფლიო მასშტაბით მხოლოდ კანადას ჩამორჩება.[9] პოპულარულ ლანდშაფტურ დანიშნულების ადგილებს შორისაა: ბალის სანაპიროები და პლაჟები, წყალქვეშ ყვინთვის ცენტრები ბუნაკენში, ბრომოს მთა აღმოსავლეთ იავაზე, ტობას ტბა და ეროვნული პარკები სუმატრაზე და სხვა. ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებთან ერთად ინდონეაზიას მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს, რომელშიც ქვეყნის განვითარების ისტორია და ეთნიკური მრავალფეროვნებაა გამოხატული. არქიპელაგის გარშემო 700-ზე მეტი ცოცხალი ენა გამოიყენება.[10] კულტურული ტურიზმის მთავარი დანიშნულების ადგილებია ანტიკური ხანის ტაძრები ბორობუდური და პრამბანანი, ბალი თავისი ინდუისტური ფესტივალებით, ჯოკიაკარტა, მინანგკაბაუს, ტორაჯასა და სხვა ეთნიკური ჯგუფების წეს-ჩვეულებები.

10 პრიორიტეტული ტურისტული ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტბა ტობა, ჩრდილოეთ სუმატრა. ინდონეზიის 10 პრიორიტეტულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას შორის ერთ-ერთი.

ინდონეზიის ტურიზმი მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა კუნძულ ბალის მიმზიდველობას. ძირითადად, უცხოელ ტურისტთა დიდი ნაწილი მხოლოდ ბალის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებს, თანაც კუნძულს საკმაოდ კარგად განვითარებული ტურისტული კულტურა და ინფრასტრუქტურა აქვს. ტურიზმიდან მიღებული კეთილდღეობის განაწილებისა და ტურიზმთან დაკავშირებული ეკონომიკური შესაძლებლობების ინდონეზიის პროვინციებში თავმყორისათვის, ტურიზმის ხელმძღანელობამ შექმნა პროგრამა, რომელიც მიზანმიმარტულია ბალის ალტერნატიული ტურისტული ღრირსშესანიშნაობების შექმნასა და დამატებაზე.

2016 წლის შუა ხანებში ინდონეზიის ტურიზმის მინისტრისის გადაწყვეტილებით საფუძველი ჩაეყარა ახალ პროგრამას სახელწოდებით „10 პრიორიტეტული ტურისტული ღირსშესანიშნაობა (ინდონეზიურად: 10 Destinasi Wisata Prioritas),“ სხვანაირად „ახალი ბალი.“ ათ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას შორისაა: ბოროდობურის ტაძარი, ტბა ტობა, მთა ბრომო, კომოდოს ეროვნული პარკი, ათასი კუნძული, მანდალიკას საკურორტო სივრცე, ვაკატობის ეროვნული პარკი, ტანჯუნგ კელაიანგის სანაპირო, ტანჯუნგ ლესუნგის სანაპირო და კუნძული მოროტაი. ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარებისთვის პროგრამის მეშვეობით ახალი სასტუმროების, ოჯახური სასტუმროები, რესტორნები, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების მაღაზიები მოეწყო. გარდა ამისა, ახალი აეროპორტების მეშვეობით ეს რეგიონები სხვა რეგიონებს დაუკავშირდა.[11] უნდა აღინიშნოს, რომ 2017 წლისთვის 10 პრიორიტეტული ღირსშესანიშნაობიდან მხოლოდ ოთხს ექცევა საკმარისი ყურადღება და საჭირო აღჭურვილობითაა უზრუნველყოფილი, ესენია: ტბა ტობა ჩრდილოეთ სუმატრაში, ბოროდობური ცენტრალურ იავაში, კომოდოს ეროვნული პარკი და მანდალაიკა ლომბოკში.[12]

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. “Indonesian tourism set to beat Thailand in 5 years“. წაკითხვის თარიღი: 24 October 2018. 
  2. 2.0 2.1 Indonesia Investments. 2013's Growing Number of Tourists in Indonesia Meets Government Target. წაკითხვის თარიღი: 11 June 2015.
  3. Muhammad Hasanudin. (5 September 2013) Devisa Pariwisata 2013 Ditargetkan 10 Miliar Dollar AS Indonesian. Kompas.com. წაკითხვის თარიღი: 24 December 2013.
  4. INDONESIA TOURIST ARRIVALS IN 2016 REACHES 12.023 MILLION GOAL, SURGES 15.54%.
  5. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 185.
  6. The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 185-186.
  7. Government prioritizes tourism development in 10 regions. წაკითხვის თარიღი: 23 August 2017.
  8. Indonesia. The World Factbook. CIA (2006). წაკითხვის თარიღი: 19 March 2010.
  9. Field Listing – Coastline. The World Factbook. CIA (2006). წაკითხვის თარიღი: 19 March 2010.
  10. Ethnologue – Languages of the World – Languages of Indonesia. Lewis, M. Paul (ed.). Ethnologue: Languages of the World, Sixteenth edition. Dallas, Tex.: SIL International. Online version (2009). წაკითხვის თარიღი: 19 September 2010.
  11. Media, Kompas Cyber. “Apa Kabar 10 Destinasi Prioritas Pariwisata "Bali Baru"? - Kompas.com“, KOMPAS.com, 2018-01-19. (id) 
  12. Media, Kompas Cyber. “10 Destinasi "Bali Baru", 4 Destinasi Jadi Prioritas - Kompas.com“, KOMPAS.com, 2017-11-18. (id)