ინდოეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თაჯ-მაჰალი, აგრა, ინდოეთი, ახალი 7 მსოფლიო საოცრებიდან ერთ-ერთი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ინდოეთის ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია და სწრაფად მზარდია. მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2017 წლის მონაცემებით ტურიზმის სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 9.4% იყო (210 მილიარდი აშშ დოლარი), ხოლო ტურიზმის სექტორში 41 622 000 ადამიანია დასაქმებული, რაც დასაქმებულთა 8%-სშეადგენს. 2017 წლის მოხსენების მიხედვით დაახლოებით 2028 წლისთვის ტურიზმის მაჩვენებელი 6.9%-ით უნდა გაიზარდოს, რაც წლის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსულ 450 მილიარდ აშშ დოლარს გულისხმობს (მთლიანი შიდა პროდუქტის 9.9%).[1] 2015 წლის ოქტომბრისთვის ინდოეთის სამედიცინო ტურიზმიდან შემოსულმა თანხებმა 3 მილიარდი შეადგინა. 2020 წლისთვის ამ სექტორში 7-8 მილიარდის შემოსავალი იგეგმება.[2] 2014 წელს სამედიცინო დახმარების მისაღებად ინდოეთში 184 298 უცხოელი პაციენტი ჩავიდა.[3]

2016 წელს ინდოეთში 8.89 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩავიდა, 2017 წელს კი 15.6%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა - 10 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი.[4][5][6][7] შტატებისა და ინდოეთის მოკავშირე ტერიტორიებზე შიდა ტურისტთა რაოდენობამ 2012 წელს 1.036.35 მილიონი შეადგინა, რაც 2011 წელთან შედარებით 16.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.[8] 2014 წელს ტურისტთათვის ყველაზე პოპულარული შტატები ტამილნადუ, მაჰარაშტრა და უტარ-პრადეში იყო.[9] 2015 წელს უცხოელ ტურისტთა მიერ ყველაზე მონახულებადი 5 ქალაქი დელი, მუმბაი, ჩენაი, აგრა და ჯაიპური იყო. მსოფლიო მასშტაბით უცხოელ ტურისტთა მიერ ყველაზე მონახულებადი ქალაქების სიაში დელი 28-ე ადგილზეა, მუმბაი 30-ზე, ჩენაი 43-ზე, აგრა 45-ზე, ჯაიპური 52-ზე, ხოლო კოლკატა 90-ზე.[10]

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის მოხსენების მიხედვით საერთო ჯამში 4.2 ქულით 136 ქვეყანას შორის ინდოეთი მე-40 ადგილზე იმყოფება. 2015 წელთან შედარებით ინდოეთს 0.2 ქულით მეტი ინდექსი აქვს და ჩათვლაშიც 12 ადგილით ზევით აინაცვლა.[11] ფასების კონკურენტუნარიანობის მიხედვით ინდოეთი 136 ქვეყანას შორის მე-10 ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას საკმაოდ კარგი საჰაერო ტრანსპორტისა (32-ე ადგილი) და სახმელეთო ტრანსპორტის (29-ე ადგილი) ინფრასტრუქტურა აქვს.[12] მოხსენების მიხედვით საერთაშორისო ტურიზმიდან მიშებული შემოსავლები 21 012 700 000 აშშ დოლარის ტოლი იყო, რაც თითო ტურისტის მიერ დახარჯულ 2 617.7 დოლარს უდრის. ტურიზმის ინდუსტრიაში 23 454 400 სამუშაო ადგილია შექმნილი, ანუ მთლიანი სამუშაო ადგილების 5.5%[13] ინდოეთი მეცხრე ადგილზე იმყოფება კულტურული რესურსებისა და ბიზნეს-მოგზაურობის სვეტში (5.3 ქულა), ხოლო ბუნებრივი რესურსების სვეტში - 24-ე ადგილზე (4.4 ქულა). მიუხედავად ამისა, ტურისტული ინფრასტრუქტურის ნაწილი გარკვეულწილად განუვითარებელია. ქვეყანას ყველაზე ცუდი მაჩვენებლები გარემოს მდგრადობის (134-ე ადგილი, 3.1 ქულა), უსაფრთხოებისა და საცუობის (114-ე ადგილი, 4.1 ქულა) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (110-ეადგილი, 2.7 ქულა) სვეტებში აქვს.[14] საერთაშორისო მასშტაბით ქვეყანაში ყოველ პიროვნებაზე ძალიან მცირე რაოდენობის სასტუმროს ოთახია. მცირეა ბანკომატების რიცხვიც.[15]

ტურიზმის მინისტრი შეიმუშავებს ეროვნულ პოლიტიკას ტურიზმის განვითარებისა და რეკლამირებისათვის. საერთო ძალისხმევით პროგრამები მიმართულია სასოფლო, საკრუიზო, სამედიცინო და ეკოტურიზმის განვითარებისათვის.[16] ტურიზმის ხელშეწყობისა და განვითარებისათვის ტურიზმის სამინისტრო აგრძელებს 2002 წელს შემუშავებულ კამპანიას - Incredible India. [17][18]

ინდოეთის სავიზო პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდოეთის სავიზო პოლიტიკის რუკა

ინდოეთის კანონმდებლობით სამოგზაუროდ მსოფლიოს ქვეყნების დიდი ნაწილის მოქალაქეებისთვის აუცილებელია ვალიდური პასპორტი და ინდოეთის საელჩოს ან საკონსულოს მიერ გაცემული მოგზაურობის ვიზა. ინდოეთმა 40 ქვეყნის მოქალაქეთათვის ვიზის ელექტრონულად მიღების ონლაინ მეთოდი შემოიღო.[19]

ბუტანის, მალდივის კუნძულებისა და ნეპალის მოქალაქეებს ინდოეთში სამოგზაუროდ ვიზა არ სჭირდებათ. ავღანეთის, არგენტინის, ბანგლადეშის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, იამაიკის, მავრიკის, მონღოლეთის, სამხრეთ აფრიკისა და ურუგვაის მოქალაქეები ინდოეთში სამოგზაურო ვიზის აღებისას გადასახადებისგან თავისუფალი არიან.[20][21]

ნაგალენდისა და სიკიმის შტატებში სამოგზაუროდ უცხოელთა შესახებ 1958 წელს მიღებული კანონის შესაბამისად დაცული ტერიტორიების ნებართვის აღებაა საჭირო. მსგავსი ნებართვაა საჭირო არუნაჩალ-პრადეშის, ჰიმაჩალ-პრადეშის, ჯამუ და ქაშმირის, მანიპურის, მიზორამის, რაჯასტანისა და უტარაკჰანდის შტატების ზოგიერთ ნაწილში სამოგზაუროდ. ანდამანის და ნიკობარის კუნძულების, როგორც სიკიმის შტატის ნაწილის სანახავადაც ნებართვის აღებაა საჭირო. სპეციალური ნებართვაა საჭირო ლაქშადვიპის კუნძულების მოსანახულებლადაც.[22]

ელექტრონული ტურისტული ვიზა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტურიზმის მაჩვენებლების გასაზრდელად[23] ინდოეთის მთავრობამ 2014 წლის ნოემბერში ახალი სავიზო პოლიტიკა შემოიღო. ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებს თექვსმეტ საერთაშორისო აეროპორტში „ჩასვლის ვიზის“ აღება ონლაინ ელექტრონული სამოგზაურო ავტორიზაციის გავლისა და შეძენის შემდეგ შეუძლიათ, ინდოეთის საკონსულო ან სავიზო ცენტრებში მისვლის გარეშე.[24] 2015 წელს დაბნეულობებისგან თავის ასარიდებლად „ჩამოსვლის ვიზის“ სახელწოდება „ელექტრონული ტურისტული ვიზის“ სახელწოდებით შეიცვალა.[25]

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ივნისის მონაცემებით გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ინდოეთის 37 ძეგლია შეტანილი. [26][27] კულტურული მემკვიდრეობის ყველაზე მეტი ძეგლი მაჰარაშტრას შტატში მდებარეობს.

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Travel & Tourism Economic Impact 2018 India. World Travel and Tourism Council. წაკითხვის თარიღი: 22 March 2017.
  2. Indian medical tourism industry to touch $8 billion by 2020: Grant Thornton – The Economic Times. წაკითხვის თარიღი: 16 April 2016
  3. Promotion of Medical Tourism. წაკითხვის თარიღი: 28 April 2016.
  4. Sanjay Kumar. (15 January 2018) 15.2% Growth in Foreign Tourist Arrivals in December, 2017 Over December, 2016; 48.3% Growth in Foreign Tourist Arrivals on e-Tourist visa in December, 2017 Over December, 2016. Press Information Bureau, Government of India, Ministry of Tourism. წაკითხვის თარიღი: 7 March 2018.
  5. Team, BS Web. India attracted 10 mn foreign tourists in 2017, sports to bring more (17 January 2018). წაკითხვის თარიღი: 11 February 2018.
  6. Performance of Tourism Sector during December, 2016. Ministry of Tourism. წაკითხვის თარიღი: 28 February 2017.
  7. 13.6% Growth in Foreign Tourist Arrivals in December 2016 Over the Same Period in 2015. Press Information Bureau (17 January 2017). წაკითხვის თარიღი: 17 January 2017.
  8. India's Domestic Tourists increase by 16% crossing 1 Billion Mark. news.biharprabha.com. წაკითხვის თარიღი: 21 February 2014.
  9. Tamil Nadu, UP pip Goa as tourist havens“. 
  10. Bremner, Caroline. Top 100 City Destinations Ranking. წაკითხვის თარიღი: 30 January 2017.
  11. The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ.184.
  12. Travel and Tourism Competitiveness Report 2015 – India. წაკითხვის თარიღი: 9 April 2017.
  13. The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ.184.
  14. The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ.184.
  15. WEF Travel and Tourism Competitiveness Index. World Economic Forum (2013). დაარქივებულია ორიგინალიდან - 6 November 2013. წაკითხვის თარიღი: 8 November 2013.
  16. Annual Report 2017–18 გვ. 27. Ministry of Tourism, Government of India. წაკითხვის თარიღი: 27 August 2018
  17. Sunil, Amitabh Kant (2009). Branding India : an incredible story. Noida: Collins Business, an imprint of HarperCollins Publishers India, a joint venture with the India Today Group. ISBN 978-81-7223-809-4. 
  18. Followers of Incredible India Interest | itimes
  19. e-Visa. Government of India (2014).
  20. Indian Visa fee schedule for all nationalities. Consulate General of India, Hong Kong. წაკითხვის თარიღი: 2 July 2018
  21. Country/Territory Wise e-Visa Fee. წაკითხვის თარიღი: 2 July 2018
  22. Visa Information – India. წაკითხვის თარიღი: 17 November 2014
  23. India announces new visa rules to boost tourism numbers“, Yahoo!, 27 November 2014. 
  24. India to extend visa-on-arrival to tourists from 180 countries“, Zee News, 5 February 2014. 
  25. Government Changes Name of Visa on Arrival Scheme to E-Tourist Visa. NDTV (14 April 2015). წაკითხვის თარიღი: 9 June 2015
  26. Properties Inscribed on the World heritage List. UNESCO. წაკითხვის თარიღი: 1 October 2010.
  27. World Heritage Day: Five must-visit sites in India.