ისრაელის ტურიზმი

ტურიზმი ისრაელის შემოსავლების ერთ-ერთი მთავარი წყაროა. ისრაელში უამრავი ისტორიული და რელიგიური ძეგლი, სანაპირო კურორტი და არქეოლოგიური ტურიზმის, კულტურული ტურიზმისა და ეკოტურიზმის არაერთი ძეგლი მდებარეობს. ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობა, რომლის მონახულებაც ფასიანია, არის მასადა.[1] ყველაზე მონახულებადი ქალაქი იერუსალიმია, ხოლო ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა — გოდების კედელი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის მოხსენების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (3.8 ქულა) ისრაელი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 61-ე ადგილზეა.2015 წელთან შედარებით ისრაელმა სიაში 11 ადგილით მაღლა აინაცვლა.[2] 2017 წელს ისრაელს 2 799 502 საერთაშორისო ტურისტი ეწვია, ხოლო საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 5 364 500 000$-ს გაუტოლდა, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 1 916.2$-ს უდრის. მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში 85 707 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2.4%-ს შეადგენს. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ია.[3] ისრაელს საუკეთესო მაჩვენებლები ადამიანური რესურსებისა და შრომის ბაზრის (21-ე ადგილი) და ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურის (26-ე ადგილი) სვეტებში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი ფასების კონკურენტუარიანობისა (133-ე ადგილი) და უსაფრთხოებისა და დაცულობის (103-ე ადგილი) სვეტებში.[4]
ყველაზე მონახულებადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იერუსალიმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იერუსალიმი ისრაელის ყველაზე დიდი (აღმოსავლეთ იერუსალიმის მოსახლეობისა და ტერიტორიის ჩათვლლით) და ყველაზე მონახულებადი ქალაქია. იერუსალიმი სამი მთავარი აბრაამისეული რელიგიის: იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის წმინდა ქალაქია და მრავალ ისტორიულ, არქეოლოგიურ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობას მოიცავს.[5]
დასავლეთ იერუსალიმი 1800-იანი წლების დასაწყისში, ძველი ქალაქის კედლების მიღმა ტერიტორიების გაფართოებით აიგო და ბრიტანეთის მანდატის ქვეშ თანდათანობით გაფართოვდა. ამ ტერიტორიაზე მდებარე ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია:
- ეინ ქერემი — ისრაელის ოთხ ყველაზე მონახულებად ქრისტიანულ მომლოცველობით ღირსშესანიშნაობას შორის ერთ-ერთი.[6]
- სიონის მთა — ბიბლიური ტრადიციით იქ იყო მეფე დავითის რეზიდენცია და ღვთაება იაჰვეს ტაძარი.
- სკოპუსის მთა — მდებარეობს ზღვის დონიდან 826 მეტრის სიმაღლეზე.მთაზე იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტია აგებული.
აღმოსავლეთ იერუსალიმი 1948 წელს იორდანიამ დაიკავა, თუმცა საერთაშორისო საზოგადოებამ მისი სუვერენიტეტი არ ცნო. 1967 წელსექვსდღიანი ომის შემდეგ ისრაელმა ტერიტორია გაათავისუფლა. აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე ღირსშესნიშნაობათაგან აღსანიშნავია:
- ძველი ქალაქი — იყოფა ოთხ ნაწილად: სომხთა, ქრისტიანთა, მუსლიმთა და ებრაელთა ნაწილებად. აქ მდებარეობს ტაძრის მთა, იერუსალიმის ტაძარი, გოდების კედელი, კლდის გუმბათი და ელ აქსას მეჩეთი.
- ზეთისხილის მთა და კიდრონის ველი: სადაც აბესალომის ტაძარი, გეთსემანიის ბაღი, ყველა ერის ტაძარი, მარია მაგდალინელის ტაძარი და სხვ. მდებარეობს.
თელ-ავივი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

.
2013 წელს თელ-ავივს 2.3 მილიონი ტურისტი ეწვია.[7] თელ-ავივის თეთრ ქალაქში მოდერნისტული არქიტექტურის მსოფლიოში უდიდესი კონცენტრაციის გამო იუნესკომ ეს უბანი მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთასიაში შეიყვანა.[8] ლოს-ანჯელეს ტაიმზი და ნიუ-იორკ ტაიმზი მას უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ ღირსშესანიშნაობათა შორის მოიხსენიებენ.[9][10] თელ-ავივის მახლობლად მდება ისტორიული ქალაქი იაფა ტურისტების უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 2010 წელს ჟურნალმა National Geographic თელ-ავივი მსოფლიოს ათ საუკეთესო სანაპირო ქალაქს შორის დაასახელა.[11]
ცფათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცფათი ერთ-ერთია იუდაიზზმის იმ ოთხ წმინდა ქალაქს შორის, სადაც ერუსალიმის თალმუდიდაიწერა და კაბალა განვითარდა. ქალაქის ირგვლივ რამდენიმე ნაკრძალი და არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს.
ეროვნული პარკები და ნაკრძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისრაელში 67 ეროვნული პარკი და 190 ნაკრძალი მდებარეობს. ზოგიერთიარქეოლოგიურ ობიექტზე მდებარეობს. ეინ გედი ოაზისი და ნაკრძალია, საიდანაც მასადისაკენ და მკვდარი ზღვისკენ ტურები ეწყობა. მარეშა იუდეის მთებში მდებარე ფართო არქეოლოგიური კომპლექსია.
სამთო ბილიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ისრაელის ეროვნული ბილიკი — სალაშქრო ბილიკი, რომელიც მთელი ისრაელის ტერიტორიას სერავს. ბილიკის სიგრძე დაახლოებით 940 კმ-ია და მის მთლიანად გავლას 30-დან 70 დღემდე სჭირდება. ბილიკი ჩრდილოეთით დენის კიბუცთან, სირიისა და ლიბანის საერთაშორისო საზღვრის მახლობლად მთავრდება.
- იერუსალიმის ბილიკი — 40 კმ სიგრძის ბილიკი, რომელიც ისრაელის ეროვნულ ბილიკს იერუსალიმთან და ძველ ქალაქთან აკავშირებს.
- იესოს ბილიკი — 65 კმ სიგრძის სალაშქრო და მომლოცველობითი ბილიკი გალილეის რეგიონში. ბილიკი ნაზარეთში იწყება, გაივლის სეპფორისს, კანას, არბელის მთის ფერდობებს, გალილეის ზღვას, კაპერნაუმს, ტიბერიას, მდინარე იორდანეს, თაბორის მთასა და წინასწარმეტყველების მთას.
- გოლანის ბილიკი — 125 კმ სიგრძის ბილიკი, რომელიც ჰერმონის მთიდან იწყება და სამხრეთით გოლანის მაღლობამდეა გადაჭიმული.
- წყაროთა ველის ბილიკი — 120 კმ სიგრძის მარშრუტი იორდანეს ველის ირგვლივ. ბილიკი უამრავ წყაროსა და ისტორიულ და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს აკავსირებს ერთმანეთთან.
- ზღვიდან ზღვამდე ბილიკი — 89 კმ სიგრძის სამთო ბილიკი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან იწყება და გალილეის ზღვასთან მთავრდება.
მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისრაელში 200-ზე მეტი მუზეუმი მდებარეობს, რომელთაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს:[12] ყველაზე ცნობილი მუზეუმებია:
- ისრაელის მუზეუმი — დაარსდა 1965 წელს, როგორც ისრაელის ეროვნული მუზეუმი. მუზეუმი ისრაელის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ინსტიტუტი და მკვდარი ზღვის გრაგნილების (ქუმრანის გამოქვაბულების გრაგნილების) საცავია. მუზეუმს ყოველწლიურად 800 000 ტურისტი სტუმრობს.[13]
- იად ვაშემი — ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილი მემორიალი.
- თელ-ავივის ხელოვნების მუზეუმი — მუზეუმი კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების ფართო კოლექციას მოიცავს, მათ შორის ისრაელის ხელოვნებას, სკულპტურათა ბაღსა და ახალგაზრდულ ფრთას.
- დავითის კოშკი — აგრეთვე ცნობილი როგორც იერუსალიმის ციტადელი, უძველესი პერიოდის ციტადელი იაფას კარიბჭის მახლობლად. დავითის კოშკის მუზეუმი იერუსალიმის ისტორიის მუზეუმია, რომელიც 1989 წელს გაიხსნა.
საერთაშორისო ტურიზმის სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საერთაშორისო ტურისტთა სტატისტიკა 2014-2017 წლებში (ისრაელის ტურიზმის სამინისტროსა და ისრაელის სტატისტიკისცენტრალური ბიუროს მონაცემების მიხედვით).
ადგილი | ქვეყანა | 2014 | 2015 | 2016 | 2017 |
---|---|---|---|---|---|
1 | ![]() |
622,100 | 637,200 | 672,100 | 778,600 |
2 | ![]() |
555,900 | 414,700 | 284,600 | 330,500 |
3 | ![]() |
298,600 | 300,100 | 293,000 | 308,700 |
4 | ![]() |
194,200 | 197,800 | 180,100 | 218,200 |
5 | ![]() |
180,100 | 197,900 | 197,100 | 198,500 |
6 | ![]() |
132,400 | 138,000 | 164,500 | 146,800 |
7 | ![]() |
33,000 | 47,400 | 85,900 | 113,600 |
8 | ![]() |
120,100 | 91,200 | 88,000 | 107,700 |
9 | ![]() |
77,200 | 66,200 | 54,300 | 97,400 |
10 | ![]() |
66,200 | 66,700 | 69,900 | 80,600 |
11 | ![]() |
44,700 | 45,100 | 50,900 | 78,900 |
12 | ![]() |
51,800 | 49,400 | 51,400 | 64,000 |
13 | ![]() |
47,300 | 43,600 | 46,200 | 62,400 |
14 | ![]() |
34,900 | 39,300 | 44,800 | 58,000 |
15 | ![]() |
51,900 | 43,900 | 35,500 | 54,800 |
16 | ![]() |
39,900 | 40,600 | 42,900 | 48,700 |
17 | ![]() |
23,200 | 26,700 | 34,900 | 40,400 |
18 | ![]() |
33,100 | 31,900 | 32,000 | 39,900 |
19 | ![]() |
22,600 | 22,600 | 28,300 | 39,600 |
20 | ![]() |
33,900 | 33,800 | 34,000 | 36,300 |
![]() |
26,600 | 22,000 | 22,800 | 36,300 | |
ჯამი | 3,251,000 | 3,108,600 | 3,069,800 | 3,612,000 |
ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ისრაელი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Stein, Rebecca L (2008). „SOUVENIRS OF CONQUEST: ISRAELI OCCUPATIONS AS TOURIST EVENTS“. International Journal of Middle East Studies. Cambridge University Press. 40 (04): 647–669. doi:10.1017/S0020743808081531.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Hazbun, Waleed (2008). Beaches, ruins, resorts: the politics of tourism in the Arab world. U of Minnesota Press. ISBN 978-0-8166-5492-5.
- Timothy, Dallen J (2001). Tourism and political boundaries. Routledge. ISBN 978-0-415-19696-3.
- Efrat, Elisha (1988). Geography and Politics in Israel Since 1967, 1, Routledge. ISBN 978-0-7146-3303-9.
სოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Masada tourists' favorite spot in Israel. Ynetnews. ციტირების თარიღი: April 8, 2009.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ. 192.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.192.
- ↑ The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. გვ.193.
- ↑ Bremner, Caroline. (January 10, 2011) Euromonitor International's Top City Destination Ranking. Euromonitor International. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 31, 2011. ციტირების თარიღი: January 10, 2011.
- ↑ Ein Karem under threat დაარქივებული March 4, 2016, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Tourism in Israel hits all time high. Haaretz (January 10, 2014). ციტირების თარიღი: April 22, 2018.
- ↑ თელ-ავივის თეთრი ქალაქი (PDF). იუნესკო. ციტირების თარიღი: 2008-03-29.
- ↑ Tel Aviv: A modern city in an ancient land. ლოს-ანჯელეს ტაიმზი. ციტირების თარიღი: 2008-12-17.
- ↑ Seizing დღე თელ-ავივში. ნიუ-იორკ ტაიმზი. ციტირების თარიღი: 2008-07-20.
- ↑ National Geographic ranks Tel Aviv among World's Top Ten Beach Cities. დაარქივებული December 24, 2014, საიტზე Wayback Machine.
- ↑ Science & Technology. Consulate General of Israel in Los Angeles. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 16, 2007. ციტირების თარიღი: May 26, 2007.
- ↑ Hazan, Susan. The Israel Museum and the Electronic Surrogate. Cultivate Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 27, 2008. ციტირების თარიღი: May 6, 2009.