ყირგიზეთის ტურიზმი
ყირგიზეთის ტურიზმი — ტურიზმის სფეროში ჩადებული მცირე ინვესტიციების გამო, ქვეყანაში ტურიზმის ინდუსტრია ძალიან ნელა ვითარდება. 2000-იანი წლების დასაწყისში, საშუალოდ, წელიწადში დაახლოებით 450,000 ტურისტი ჩამოდიოდა, ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან. 2018 წელს ბრიტანულმა ორგანიზაციამ British Backpacker Society ყირგიზეთი შეაფასა, როგორც მსოფლიოში მეხუთე საუკეთესო ქვეყანა სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.[1]
ყირგიზეთი, ისტორიულად, რამდენიმე დიდი ცივილიზაციის გზაჯვარედინზე მდებარეობდა. ქვეყანა აბრეშუმის დიდი გზისა და სხვა საკომუნიკაციო და კულტურული გზების ნაწილი გახლავთ.
ისიქ-ქოლის ტბა და ტიან შანის მთები პოპულარული ტურისტული ადგილებია.[2]
კულტურული ღირშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყირგიზეთის კულტურა ემყარება მომთაბარე ტრადიციებს, რომელიც სათავეს მონღოლთა ურდოს დროიდან იღებს. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ყირგიზები ძირითადად სახლებში ან მრავალბინიან კორპუსებში ცხოვრობენ, ზაფხულში შეიძლება ნახვა, როგორ ცხოვრობს მკვიდრი მოსახლეობა იურტებში ცხვრის, თხის ფარებთან, ცხენებთან, ზოგჯერ კი იაკებთან ერთად. თითოეულ რაიონში რამდენიმე იურტის ბანაკია, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან; მათგან აღსანიშნავია ტაშ-რაბათში მდებარე იურტას ბანაკი, „ქვების სახლი" ნარინის რეგიონში ქალაქ ნარინის შემოგარენში და ჯეთი-ოგუზის ("შვიდი ხარი") ხეობაში ჯეთი-ოგუზის რეგიონში. ქალაქ კარაკოლთან ახლოს, ისიქ-ქოლის ტბაზე.პოპულარულია სპეციალური მარშრუტია: ბიშკეკი - სოფელ კორჩკორკა - სარლა-საზი, რომელიც მუშაობს მაისიდან სექტემბრამდე.
ეკოტურიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ამჟამად ყირგიზეთში არაერთი ძალისხმევა ხორციელდება ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებისათვის. შვეიცარიის კულტურული განვითარების ორგანიზაცია Helvetas- მა დააფინანსა რამდენიმე ასეთი პროექტი, მათ შორის „შეპარდის ცხოვრება“ და სათემო ტურიზმი. ყირგიზეთის ბევრ ტურისტულ კომპანიას ესმის, რომ "ეკო" ძალიან მიმზიდველად ჟღერს მათ ქვეყანაში ჩამოსული ტურისტებისთვის, ამიტომ ისინი იყენებენ ამ სიტყვას თავიანთი ორგანიზაციის რეკლამირებისათვის, მაშინაც კი, თუ ისინი არაფერს აკეთებენ ამ მიმართულებით. 2010 წელს ყირგიზეთი შეუერთდა რეგიონულ ინიციატივას (რეგიონის ინიციატივა (TRI)), რომელიც ტურიზმთან დაკავშირებული ორგანიზაციების სამი რეგიონალური ასოციაციის გაერთიანებას წარმოადგენს.
TRI ფუნქციონირებს როგორც კავშირი სამ რეგიონს —სამხრეთ აზიას, შუა აზიასა და აღმოსავლეთ ევროპას შორის, რომელსაც ასევე უერთდება საქართველო, სომხეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ყაზახეთი, პაკისტანი, ნეპალი, ტაჯიკეთი, რუსეთი, შრი-ლანკა, თურქეთი, უკრაინა და უზბეკეთი.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოპულარულმა სამეცნიერო ჟურნალმა National Geographic ყირგიზეთში დაასახელა რვა ადგილი ველურ ბუნებაში, რომლებიც რეკომენდებულია ტურისტებისთვის. "ყირგიზეთის ქალაქებში მრავალი საბჭოთა სტილის შენობაა, ფართო ბაზრები და ფერადი მეჩეთები. თუმცა, ბიშკეკისა და ოშის გარეთ სასწაულს ნახავთ — ალპურ ტბებს, თოვლიან მწვერვალებსა და კაკლის ტყეებს", - ნათქვამია ჟურნალში. National Geographic– ის მიერ დასახელებული ადგილებია:
- ალა არჩის ეროვნული პარკი — მდებარეობს ბიშკეკიდან 40 კილომეტრში. იგი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბუნებრივი რეგიონია. ყირგიზული ენიდან "ალა-არჩა" ითარგმნება როგორც "ჭრელი ღვია" — ამ მცენარეს ადგილობრივი მოსახლეობა იყენებს საკუთარი სახლების დასაცავად ბოროტი სულებისგან.
- კოლ-სუუ — ტბა მაღალმთიან რაიონში, ჩინეთის საზღვართან. მანქანით ნარინიდან მისვლას ოთხი საათი სჭირდება, შემდეგ კი გზის გაგრძელება ფეხით ან ცხენებით შეიძლება.[4]
- ლენინის პიკი (2006 წლიდან კაუფმანის პიკი) — მწვერვალი ტაჯიკეთის საზღვარზე. ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უმაღლესი წერტილი (7134 მ.) პოპულარული ადგილი ალპინისტებს შორის. არსებობს მწვერვალზე მისასვლელი16 ალპინისტური მარშრუტი.
- არსლანბობი— ერთ-ერთი უდიდესი კაკლის ტყე მსოფლიოში. იგი იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.
- ალა-კული —მდებარეობს ტესკის ალა-ტუს თოვლით დაფარულ მთაზე 3532 მეტრის სიმაღლეზე. იქ მისვლა მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი.
- ტაშ-რაბატი —ერთ დროს, ეს ისტორიული ნაგებობა წარმოადგენდა მთავარ სადგომს აბრეშუმის დიდ გზაზე ვაჭრებისა და ქარავნებისათვის. ქარვასლა აშენდა ატ-ბაშის მთებს შორის მდებარე ხეობაში. დღეს ტურისტებს აქ მოსახვედრად მცირე თანხის გადახდა უწევთ. ახლოს მდებარეობს საფეხმავლო ბილიკები, რომლებიც ტბისა და ჩატირ-კულის ნაკრძალისკენ მიემართებიან.
- კანიონის ზღაპარი — ეს ტერიტორია მდებარეობს ისიქ-ქოლის ტბის სამხრეთ სანაპიროზე. კანიონი შეიქმნა ათასწლეულების განმავლობაში ყინულის, წყლისა და ქარის ეროზიის შედეგად.
- ბოკონბაევო — პატარა სოფელი ისიქ-ქოლის სანაპიროზე, რომელიც იზიდავს ძველი ტრადიციების მოყვარულ ტურისტებს. აქ მათ აჩვენებენ სანადირო თამაშებს მონადირე ფრინველებთან ერთად ან სთავაზობენ ცხენით გასეირნებას.
ვიზიტორთა სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყირგიზეთში ვიზიტორთა უმეტესობა გახლდათ შემდეგი ქვეყნებიდან :[5]
ქვეყანა | 2017 | 2016 | 2015 | 2014 |
ყაზახეთი | 1,833,900 | 1,787,100 | 1,989,200 | 1,998,500 |
რუსეთი | 471,400 | 431,000 | 528,700 | 447,700 |
ტაჯიკეთი | 250,900 | 169,500 | 117,600 | 79,300 |
უზბეკეთი | 479,600 | 150,700 | 60,900 | 125,900 |
უკრაინა | 8,200 | 141,300 | 133,600 | 5,800 |
თურქეთი | 54,300 | 36,800 | 36,100 | 33,000 |
ჩინეთი | 39,500 | 36,600 | 35,800 | 29,900 |
აშშ | 14,200 | 13,900 | 19,200 | 14,300 |
ჩინეთი | 19,600 | 11,400 | 7,600 | 4,200 |
გერმანია | 13,100 | 11,100 | 16,700 | 15,200 |
სამხრეთ კორეა | 13,100 | 10,300 | 7,000 | 10,500 |
თურქმენეთი | 800 | 8,500 | 5,900 | 8,600 |
აზერბაიჯანი | 8,500 | 8,100 | 5,300 | 3,700 |
დიდი ბრიტანეთი | 6,900 | 6,600 | 6,900 | 4,400 |
საქართველო | 5,700 | 5,700 | 2,500 | 1,800 |
სულ | 3,219,700 | 2,930,200 | 3,050,600 | 2,849,400 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Tourism in Kyrgyzstan at Curlie
- Alpinism, Trekking in Kyrgyzstan[მკვდარი ბმული]
- Eight most beautiful places in Kyrgyzstan named National Geographic[მკვდარი ბმული]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kyrgyzstan country profile. library of Congress. Federal Research Division.(January 2007). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
- ↑ Planet, Lonely Pakistan rated top destination by the British Backpacker Society . www.lonelyplanet.com. ციტირების თარიღი: 24 მაისი 2018.
- ↑ http://www.stat.kg/media/publicationarchive/3a116eea-4813-431a-91e0-ba9c65e13231.pdf
- ↑ 8 wild and beautiful places in Kyrgyzstan
- ↑ Туризм в Кыргызстане