აპო (ვულკანი)
აპო | |
---|---|
კოორდინატები: 06°59′ ჩ. გ. 125°16′ ა. გ. / 6.983° ჩ. გ. 125.267° ა. გ. | |
ქვეყანა | ფილიპინები |
სიმაღლე | 2954 მ |
ტიპი | სტრატოვულკანი |
პირველი ასვლა | 1880 წ. 10 ოქტომბერი |
ბოლო ამოფრქვევა | უცნობია |
აპო — გოგირდოვანი აქტივობების აქტიური სტრატოვულკანი ფილიპინების კუნძულ მინდანაოზე. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2 954 მეტრია და წარმოადგენს ფილიპინების უმაღლეს მწვერვალს.
მთა საფეხურებიანია და მოიცავს სამ მწვერვალს. კრატერის სიგანე, სადაც პატარა, კრატერის ტბაც მდებარეობს, 500 მეტრია.
დღეისათვის ვულკანი გეოთერმული ენერგიის წყაროა, მაგრამ მისი ბოლო მასშტაბური ამოფრქვევის თარიღი უცნობია. არაფერს გვეუბნება ისტორიაც.
აპოს მთა ფილიპინების ყველაზე პოპულარულ ალპინისტურ დესტინაციას წარმოადგენს, მისი დალაშქვრა საკმაოდ იოლია. პირველი ასვლა განხორციელდა 1880 წელს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Mount Apo on Summitpost
- Philippine Institute of Volcanology and Seismology (PHIVOLCS) Mount Apo Page დაარქივებული 2012-02-18 საიტზე Wayback Machine.
- PinoyMountaineer: Mt. Apo Kidapawan-Magpet Trail[მკვდარი ბმული]
- PinoyMountaineer: Mt. Apo Kapatagan-Kidapawan Traverse Trail[მკვდარი ბმული]
- Global Volcanism Program: Apo დაარქივებული 2020-11-14 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO Tentative World Heritage List
- PinoyMountaineer: Mt. Apo[მკვდარი ბმული]
|
|