საუდის არაბეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაჰას ძველი არქიტექტურა

საუდის არაბეთის ტურიზმი — მიუხედავად იმისა, რომ საუდის არაბეთში ტურისტების უმეტეს ნაწილს კვლავ  რელიგიური  მომლოცველები შეადგენენ, ქვეყანაში გაიზარდა შემეცნებითი ტურიზმის სექტორი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2012 წელს საუდის არაბეთს ეწვია დაახლოებით 14,3 მილიონი ადამიანი, რაც მას მე -19 ყველაზე მონახულებად ქვეყანად აქცევს. პოტენციური ტურისტული ადგილებია ალ ჰიჯაზისა და სარავატის მთები,  უძველესი ნანგრევები. წითელი ზღვა პოპულარულია დაივინგის მოყვარულთათვის. [1]

2013 წლის დეკემბერში საუდის არაბეთმა, პირველად ისტორიაში,დაიწყო ტურისტული  ვიზების გაცემა. მინისტრთა საბჭომ დაავალა საუდის არაბეთის  ტურიზმისა და სიძველეების კომისიას ვიზების გაცემა შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ დამტკიცებული გარკვეული წესების საფუძველზე.[2][3][4]

მუზეუმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ეროვნული მემკვიდრეობისა და ისტორიის მუზეუმი ერ-რიადში
  • ბურაიდას მუზეუმი
  • დამამის ისტორიული მუზეუმი (არაბ. متحف الدمام الإقليمي)
  • დამამის საჯარო ბიბლიოთეკა
  • დაჰრანის საგამოფენო ცენტრი (არაბ. مركز الظهران معارض)
  • სახალხო სოფელი
  • ეროვნული მუზეუმი
ერ-რიადის ერონული მუზეუმი

დამამის ეროვნული მუზეუმი მდებარეობს დამამის საჯარო ბიბლიოთეკის მე -4 სართულზე, მუჰამედ ბინ ფაჰდის სტადიონის მოპირდაპირედ,  დამამ-ხობარის გზატკეცილის კვეთაზე ალ-ტუბაიშის მხარეში.  მუზეუმი ეძღვნება ქვეყნის ისტორიას, კულტურასა და მოსახლეობას, ინახავს წმინდა ნივთებს და ხელნაკეთი ნივთების ნიმუშებს.

მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დირაია—ქალაქი საუდის არაბეთში, რომელიც  მდებარეობს დედაქალაქ ერ-რიადის ჩრდილო-დასავლეთ შემოგარენში.  ქალაქი გახლდთ ალ-საუდის სამეფო ოჯახის მშობლიური ქალაქი იყო და წარმოადგენდა მათი დინასტიის დედაქალაქს 1744 - 1818 წლებში.

დღეს ქალაქი  დირაიას საამირო დედაქალაქია, რომელშიც შედის სოფლები: უიაინა, ჯუბაილა, ალ-ამმარია და სხვა; იგი ერ- რიადის ადმინისტრაციული ოლქის (პროვინციის) ნაწილია.

2010 წელს, ქალაქი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

თურქი პილიგრიმები მექაში

ქალაქის ძველ ნაწილში თიხამიწით ნაშენ შენობათა ნანგრევებია, მათ შორის არის რამდენიმე გამორჩეული ნაგებობა.

მადაინ სალიჰი— ისლამის წინა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ალ-ულას მახლობლად, საუდის არაბეთის მედინას რაიონში. აღმოჩენების უმეტესობა მიეკუთვნება ნაბატებველთა სამეფოს (ახ. წ. I საუკუნე). [5]იგი სამეფოს დედაქალაქ პეტრას შემდეგ  სამხრეთით მდებარე  უდიდესი დასახლებული  პუნქტი გახლდათ. ყურანიდან გადმოცემები მოგვითხრობს სამუდის ტომის მიერ ამ ტერიტორიის ადრინდელ დასახლებაზე ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე -3 ათასწლეულში. 2008 წელს, იუნესკომ ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. [6][7][8]

რელიგიური ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მექა-ქააბა

საუდის არაბეთში ტურიზმი კვლავ დიდწილად ასოცირდება რელიგიურ მომლოცველობასთან. ჰაჯის პერიოდში მექას წელიწადში სამ მილიონზე მეტი პილიგრიმი სტუმრობს  ზულ-ჰიჯას თვეში და დაახლოებით ორი მილიონი რამადანის თვეში უმრაზე. მთელი წლის განმავლობაში, მექა იღებს დაახლოებით ოთხ მილიონ მომლოცველს უმრას დროს. ჰაჯი, ანუ მუსლიმთა პილიგრიმობა მექაში. უდიდესი ყოველწლიური პილგრიმობა მსოფლიოში, რომელიც  ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება. სხვა კონფესიების წარმომადგენლები აქ არ დაიშვებიან.[9][10]

შეზღუდვები და უსაფრთხოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

(2019 წლის 28 სექტემბრის მონაცემები)

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრ შრი სულთან აჰმედის შეხვედრა საუდის არაბეთის ინვესტიციების, ტურიზმისა და სიძველეების კომისიის ვიცე პრეზიდენტ სალაჰ კ. ალ-ბუ ალ ბუხიეტთან ერ-რიადში 2009 წ.

საუდის არაბეთის ყველა ვიზიტორისთვის სავალდებულოა სპონსორობა, რომელიც ჩვეულებრივ ქვეყანაში ჩასვლის რამდენიმე თვით ადრე უნდა იყოს ორგანიზებული.  გაიცემა მხოლოდ ბიზნეს ვიზები,  აგრეთვე ვიზები საუდის არაბეთის მოქალაქეების ნათესავებისთვის, მესამე ქვეყანაში ტრანზიტისთვის და მუსლიმი მომლოცველებისთვის; დაუშვებელია გასართობი ტურიზმი. სპარსეთის  ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნების მოქალაქეებს, როგორიცაა ქუვეითი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ბაჰრეინი, ომანი და კატარი, არ სჭირდებათ ვიზა ქვეყანაში შესასვლელად. მათ ასევე აქვთ უფლება იცხოვრონ და იმუშაონ საუდის არაბეთში და პირიქით. მათ ასევე შეუძლიათ შევიდნენ ეროვნული პირადობის მოწმობების (ID ბარათის) გამოყენებით. ქალებისთვის დაუშვებელია მარტო მოგზაურობა; მათ და მათ შვილებს სჭირდებათ ოჯახის უფროსი მამაკაცის ნებართვა ქვეყანაში შესასვლელად და გასასვლელად.  მიუხედავად იმისა, რომ  საუდის არაბეთი დანაშაულის შემთხვევები მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით ნაკლებად ხდება,  აშშ -ს სახელმწიფო დეპარტამენტი  მოგზაურებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებზე  თავდასხმების გახშირებული შემთხვევებისა  და გარკვეულ ადგილებში გემებზე თავდასხმის გამო.

ჰაჯის დროს სხვა ქვეყნებიდან   ჩასულმა პილიგრიმებმა, მათ შორის საუდის არაბეთში მცხოვრებმა უცხოელმა მოქალაქეებმა, უნდა მიიღონ ნებართვა, ასევე უზრუნველყონ  ტრანსპორტირება და განთავსება მთავრობის მიერ დამტკიცებულ ტურისტულ სააგენტოში. ჰაჯისა და უმრას პერიოდში უცხოელ ვიზიტორებს მხოლოდ  განსაზღვრულ დროს უშვებენ და მხოლოდ მექას, მედინას და ჯიდას მიმდებარე ტერიტორიებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Tourism in Saudi Arabia: Wish you were here, economist.com.
  2. Tourist visas to be introduced. მიმართვის თარიღი: 11 ივნისი 2015.
  3. "Travel and Tourism crucial to Saudi Arabias economy". WTTC. Retrieved 2019-04-30.
  4. "24,000 visitors to Saudi Arabia within 10 days of new tourist visa system". Arab News. 2019-10-07. Retrieved 2019-10-12.
  5. The New Encyclopædia Britannica: Macropædia Volume 13 . — USA: Encyclopædia Britannica, Inc. ., 1995. — P. 818. — ISBN 0-85229-605-3.
  6. "Saudi Arabia among world's richest countries with ancient manuscripts". Arab News. 2019-04-08. Retrieved 2019-04-08.
  7. COMOS Evaluation of Al-Hijr Archaeological Site (Madâin Sâlih) World Heritage Nomination. World Heritage Center. მიმართვის თარიღი : 16 სექტემბერი 2009.
  8. Mirza, Mohammed. "10 Must-See Sights In Makkah That You Are Probably Missing Out On". Retrieved 2020-05-09.
  9. "Saudi festival seasons for Taif and Al-Soudah launched at the double". Arab News. 2019-07-07. Retrieved 2019-07-30.
  10. "Hajj Requirements: Visas for 1430 Hajj". Royal Embassy of Saudi Arabia. Archived from the original on 2009-08-11. Retrieved 2009-07-30.