ჩინეთის ტურიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
უზენაესი ჰარმონიის დარბაზი, აკრძალული ქალაქი, პეკინი

ტურიზმი ჩინეთში მნიშვნელოვანი ინდუსტრიაა. ჩინეთის ეკონომიკური რეფორმის შემდეგ უკანასკნელი წლების განმავლობაში ტურიზმის დონე ძალიან გაიზარდა. მოგზაურობის ბუმი ახალი მდიდარი საშუალო კლასის გაჩენამ და ხელისუფლების მიერ გადააგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების შესუსტებამ გამოიწვია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ქვეყანაა.

2015 წლის მონაცემებით ჩინეთი მსოფლიო მასშტაბით მეოთხე ადგილზეა (საფრანგეთის, აშშ-ისა და ესპნანეთის შემდეგ) მიღებულ ტურისტთა რაოდენობით. წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობამ 56.9 მილიონი ტურისტი შეადგინა.[1] 2016 წელს ჩინეთი 59.27 მილიონმა ტურისტმა მოინახულა. უცხოელ ტურისტთა უმრავლესობა ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან იყო. იმ ტურისტებიდან რომლებმაც ჩინეთში სულ ცოტა ერთი ღამე გაათენეს 27.72 მილიონი ჰონგ-კონგიდან იყო, 4.81 მილიონი - მაკაოდან, ხოლო 5.09 მილიონი - ტაივანიდან. ჰონგ-კონგიდან, მაკაოდან და ტაივანიდან ჩამოსულ ტურისტთა გამოკლებით, უცხო ქვეყნებიდან ჩინეთში ჩასულ ტურისტთა საერთო რაოდენობამ 21.65 მილიონი შეადგინა.[2]

2013 წელს, პირდაპირი, არაპირდაპირი და გამოწვეული სახით, ტურიზმის წილმა ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 9.3% შეადგინა.[3] 2014 წელს მთლიან შიდა პროდუქტში მოგზაურობისა და ტურიზმის შენატანით (943.1 მილიარდი აშშ დოლარი) ჩინეთი მეორე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობით - პირველზე (66 086 000 სამუშაო ადგილი).

2017 წლის მოხსნების მიხედვით, მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (4.7 ქულა) ჩინეთი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის მე-15 ადგილზეა. 2016 წლისთვის ქვეყანას 56 885 700 ტურისტი ეწვია, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი კი 114 109 400 აშშ დოლარი იყო, რაც საშუალოდ ყოველი ტურისტის მიერ დახარჯულ 2 005, 9 აშშ დოლარს უდრის.[4] მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიაში 22 489 600 სამუშაო ადგილია შექმნილი, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 2.9%-ს შეადგენს. 2015 წელთან შედარებით ჩინეთმა ჩათვლაში 2 ადგილით ზევით აინაცვლა. საუკეთესო მაჩვენებლები ბუნებრივი რესურსებისა (მეხუთე ადგილი, 5.3 ქულა) და კულტურული რესურსებისა და ბიზნეს-მოგზაურობის (პირველი ადგილი, 6.9 ქულა) სვეტში აქვს, ხოლო ყველაზე ცუდი გარემოს მდგრადობის სვეტში (132-ე ადგილი 3.2 ქულა).[4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფარნების ფესტივალი ნანკინში

1949-1974 წლებში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უცხოელ ტურისტთათვის ჩაკეტილი იყო. 1970-იან წლებში დენ სიაოპინის გადაწყვეტილებით ჩინეთმა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება დაიწყო. მთავარი სასტუმროების მშენებლობის პროგრამებმა როგორც სასტუმროთა, ისე ოჯახურ სასტუმროთა რაოდენობის ზრდას შეუწყო ხელი. ტურისტთათვის კიდევ უფრო მეტი ისტორიული და და ხედით გამორჩეული ადგილი განახლდა და გაიხსნა. გიდებისა და სხვა პერსონალის გადამზადებამ ტურიზმის სექტორის ადმინისტრაციის პროფესიონალიზმი აამაღლა.

1970-იანი წლების ბოლოს გატარებული ეკონომიკური რეფორმის შემდეგ ჩინეთი მსოფლიოს მოწინავე ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდა. 1978 წელს ჩინეთმა 230 000 საერთაშორისო ტურისტი მიიღო.[5] შიდა და საერთაშორისო საჰაერო და სხვა სახის ტრანსპორტის განვითარების შემდეგ ტურიზმი უფრო მოსახერხებელი გახდა. 1980-იანი წლების შუა ხანებში უცხოელ ტურისტებს 250-ზე მეტი ქალაქის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ. მოგზაურებს მხოლოდ ვალიდური ვიზა ან ბინადრობის უფლება, რათა 100 ადგილი მოენახულებინათ. ადგილობრივებს მოგზაურობისთვის საჯარო უსაფრთხოების ბიუროსაგან მოგზაურობის ნებართვა სჭირდებოდათ. 1985 წელს დაახლოებით 1.4 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია ჩინეთს, ტურიზმის სექტორიდან გამომუშავებულმა თანხამ კი 1.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ვიზიტორთა სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთში ჩასულ ვიზიტორთა სტატისტიკა 2013-2016 წლებში:[6][7] [8] [9]

ქვეყანა/ტერიტორია 2016 2015 2014 2013
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი Increase2.svg 81,060,000 Increase2.svg 79,448,100 Decrease2.svg 76,131,700 Decrease2.svg 76,884,600
მაკაოს დროშა მაკაო Increase2.svg 23,500,000 Increase2.svg 22,888,200 Decrease2.svg 20,639,900 Decrease2.svg 20,740,300
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ტაივანი Increase2.svg 5,730,000 Increase2.svg 5,498,600 Increase2.svg 5,365,900 Decrease2.svg 5,162,500
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა Increase2.svg 4,775,000 Increase2.svg 4,444,400 Increase2.svg 4,181,700 Decrease2.svg 3,969,000
ვიეტნამის დროშა ვიეტნამი Increase2.svg 3,167,010 [ა] Increase2.svg 2,160,800 Increase2.svg 1,709,400 Increase2.svg 1,365,400
იაპონიის დროშა იაპონია Increase2.svg 2,590,700 Decrease2.svg 2,497,700 Decrease2.svg 2,717,600 Decrease2.svg 2,877,500
აშშ-ის დროშა აშშ Increase2.svg 2,250,000 Decrease2.svg 2,085,800 Increase2.svg 2,093,200 Decrease2.svg 2,085,300
რუსეთის დროშა რუსეთი Increase2.svg 1,977,000 Decrease2.svg 1,582,300 Decrease2.svg 2,045,800 Decrease2.svg 2,186,300
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი Increase2.svg 1,581,000 Decrease2.svg 1,014,100 Increase2.svg 1,082,700 Increase2.svg 1,050,000
მალაიზიის დროშა მალაიზია Increase2.svg 1,165,000 Decrease2.svg 1,075,500 Decrease2.svg 1,129,400 Decrease2.svg 1,206,500
ფილიპინების დროშა ფილიპინები Increase2.svg 1,135,000 Increase2.svg 1,004,000 Decrease2.svg 967,900 Increase2.svg 996,700
სინგაპურის დროშა სინგაპური Increase2.svg 925,000 Decrease2.svg 905,300 Increase2.svg 971,400 Decrease2.svg 966,600
ინდოეთის დროშა ინდოეთი Increase2.svg 800,000 Increase2.svg 730,500 Increase2.svg 709,900 Increase2.svg 676,700
ტაილანდის დროშა ტაილანდი Increase2.svg 753,000 Increase2.svg 641,500 Decrease2.svg 613,100 Increase2.svg 651,700
კანადის დროშა კანადა Increase2.svg 741,000 Increase2.svg 679,800 Decrease2.svg 667,100 Decrease2.svg 684,200
ჯამი (ჰონგ-კონგის
მაკაოსა და ტაივანის გარეშე)
Increase2.svg 28,150,000 Decrease2.svg 25,985,400 Increase2.svg 26,360,800 Decrease2.svg 26,290,300
  1. ვიეტნამელ ტურისტთა რაოდენობა გამოთვლილია ჩინეთის ტურიზმის 2017 წლის მოხსენების ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობისა და ვიეტნამელ ტურისტთა პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.

ხაინანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის ჩასვლა სანიას ყურეში, ხაინანი

ხაინანის კუნძული, ზოგჯერ მოიხსენიება როგორც „აღმოსავლეთის ჰავაი“, კონტინენტური ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. კუნძულზე ჩინეთის არაერთი ტროპიკული კურორტი მდებარეობს, რის გამოც ძალიან პოპულარულია საკუთრივ ჩინელებს, ჰონგ-კონგელებსა და მახლობელი აზიის ქვეყნების წარმომადგენელთათვის. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩინეთის ხელისუფლებამ სხვადასხვა პროგრამით ხაინანის კუნძული მსოფლიო კლასის დასასვენებელ ადგილად წარმოაჩინა, თავისი სანაპიროებითა და გოლფის კორტებით. კუნძულზე ტურიზმის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლისა და მაოს კულტურათა სოფლების ნახვის, წვიმის ტყეებსა და მთის ფერდობებზე ლაშქრობისა და დიდი ხნის წინანდელი დინასტიების არტეფაქტების დათვალიერების შესაძლებლობა. ჩინეთისა და ხაინანის ხელისუფლება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე დიდ თანხას ხარჯავს (2004 წელს დასრულდა კონტინენტური ჩინეთისა და ხაინანის დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა, გაყვანილ იქნა ახალი გზები ავტომანქანებისა და ავტობუსებისათვის).

ტურისტული რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინეთის ტურისტული რესურსები შესაძლოა დაიყოს სამ მთავარ ჯგუფად: ბუნებრივი ძეგლები, ისტორიული და კულტურულიი ძეგლები და ხალხური წეს-ჩვეულებები.

ბუნებრივი ძეგლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიშანს აღმოსავლეთით, ჰენგშანს სამხრეთით, ჰუას მთას დასავლეთით, ჰენგის მთას ჩრდილოეთით და სონგის მთას ჩინეთის ცენტრში ანტიკური პერიოდიდან მოყოლებული წმინდა მთებს უწოდებენ. სხვა მთებს შორის სილამაზით გამორჩეულია ანხოიში მდებარე ხუანშანი, რომელიც უჩვეულო კლდეებით, ხუანშანის ფიჭვით (Pinus hwangshanensis) და ცხელი წყაროებითაა ცნობილი.

ინტერნეტ რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. CEO, Dr Amarendra Bhushan Dhiraj; CEO, Editorial Director at CEOWORLD MagazineDr Amarendra Bhushan Dhiraj is the; magazine, editorial director at CEOWORLD; CEOs, the leading global business magazine written strictly for; Managers, Top; Directors, Company; Executives, Senior; Leaders, Business; Individuals, High Net Worth; Men, The Most Globally Powerful (26 April 2016). „World’s Top 10 Most Visited Countries By International Tourists In 2015“. CEOWORLD magazine.
  2. China Inbound Tourism in 2016.
  3. „Is China attracting foreign visitors?“.
  4. 4.0 4.1 The Travel and Competitiveness Report 2017. World Economic Forum. გვ. 128.
  5. Lew, Alan A. 1987. The History, Policies and Social Impact of International Tourism in the People’s Republic of China. Asian Profile 15(2)April:117 28.
  6. China Tourism: Statistics and Data.
  7. 2015年1-12月来华旅游入境人数(按入境方式分). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-02. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  8. 中华人民共和国国家统计局.
  9. 中国入境旅游发展年度报告2017.