ტაგაიტაი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 36: ხაზი 36:


===ტოპოგრაფია===
===ტოპოგრაფია===
ტაგაიტაის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მთა-ბორცვიანია, რომლებიც ძირითადად, ტყეებით, ფიჭვის ხეებითა და ბალახითაა დაფარული. ქალაქი ტაგაიტაის ქედის გასწვრივ მდებარეობს. ტაგაიტაის ქედი 32 კმ-ის სიგრძისაა და დასავლეთით ბატულაოს მთიდან აღმოსავლეთით სუნგაის მთამდეა გადაჭიმული.<ref>[http://www.cavite.gov.ph/index.php?option=com_content&view=article&id=228&Itemid=159 "Tagaytay City – Geography"]. Cavite Province Official Website. Retrieved on 2012-02-04.</ref> ქედის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 610 მეტრია. სუნგაის მთა არა მხოლოდ ტაგაიტაის, არამედ კავიტეს პროვინციის უმაღლესი წერტილიცაა. მისი სიმაღლე 709 მეტრია.


===კლიმატი===
===კლიმატი===

22:23, 23 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ტაგაიტაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Maitim 2nd East
კოორდინატები 14°06′00″ ჩ. გ. 120°56′00″ ა. გ. / 14.10000° ჩ. გ. 120.93333° ა. გ. / 14.10000; 120.93333
დაარსდა 21 ივნისი, 1938
ფართობი 65.00 კმ²
ცენტრის სიმაღლე 292 მეტრი
მოსახლეობა 85 330 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი ფილიპინების სტანდარტული დრო
სატელეფონო კოდი 46
საფოსტო ინდექსი 4120
ოფიციალური საიტი http://www.tagaytay.gov.ph/
ტაგაიტაი — ფილიპინები
ტაგაიტაი

ტაგაიტაი (ოფიციალურად ქალაქი ტაგაიტაი; ტაგალ. Lungsod ng Tagaytay) ― მეორე კლასის შემადგენელი ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2020 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 85 330 ადამიანს შეადგენს.

პეიზაჟებისა და გრილი კლიმატის გამო, ტაგაიტაი ფილიპინების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შიდა ტურისტული დანიშნულების ადგილია. ქალაქის სხვადასხვა წერტილიდან ტაალის ტბისა (ბატანგასი) და ვულკან ტაალის დანახვაა შესაძლებელი. ტაგაიტაი ქვეყნის დედაქალაქიდან 59 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

გეოგრაფია

ტაგაიტასი ფართობი 66.1 კმ²-ია, რაც კავიტეს პროვინცის საერთო ფართობის 4.37%-ს შეადგენს. ქალაქის ჩრდილოეთით მანილის ყურე მდებარეობს, სამხრეთით ― ტაალის ტბა და ვულანი, ხოლო აღმოსავლეთიდან ― ლაგუნა-დე-ბაი.

ტოპოგრაფია

ტაგაიტაის სამხრეთი და აღმოსავლეთი ნაწილები მთა-ბორცვიანია, რომლებიც ძირითადად, ტყეებით, ფიჭვის ხეებითა და ბალახითაა დაფარული. ქალაქი ტაგაიტაის ქედის გასწვრივ მდებარეობს. ტაგაიტაის ქედი 32 კმ-ის სიგრძისაა და დასავლეთით ბატულაოს მთიდან აღმოსავლეთით სუნგაის მთამდეა გადაჭიმული.[2] ქედის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 610 მეტრია. სუნგაის მთა არა მხოლოდ ტაგაიტაის, არამედ კავიტეს პროვინციის უმაღლესი წერტილიცაა. მისი სიმაღლე 709 მეტრია.

კლიმატი

ბარანგაები

ადგილობრივი მმართველობა

ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური მერია. საკანონმდებლო ორგანოს საქალაქო საბჭო (Sangguniang Panlungsod) წარმოადგენს, რომელსაც ვიცე-მერი ხელმძღვანელობს და მერის დროებითი ვაკანსიის დროს აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის უფლებამოსილებასაც ასრულებს. 2021 წლისთვის ქალაქის მერი აგნეს დ. ტოლენტინოა, ხოლო ვიცე-მერი ― რეიმონდ ა. ამბიონი. ფილიპინების წარმომადგენელთა პალატაში ქალაქის წარმომადგენელია აბრაჰამ ნ. ტოლენტინო.

დაძმობილებული ქალაქები

ტაგაიტაის მერია
ადგილობრივი
საერთაშორისო

რესურები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო