კასპიის ოლქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კასპიის ოლქი (რუს. Каспийская область) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული 1841-1846 წლებში. ადმინისტრაციული ცენტრი — შემახა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შეიქმნა ნიკოლოზ I-ის ბრძანებით[1] 1840 წლის 10 აპრილს, ხოლო ძალაში შევიდა 1841 წლის 1 იანვარს. 1841 წელს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მყოფი ამიერკავკასიის მხარე შედგებოდა შემდეგი მიწებისაგან: 1) ქართლი; 2) იმერეთი, გურია, სამეგრელო, სვანეთი, აფხაზეთი; 3) სომხეთის ოქი; 4) ჯარ-ბელქანის ოლქი; 5) შირვანის პროვინცია; 6) ყარაბაღის პროვინცია; 7) შაქის პროვინცია; 8) ტალიშის სახანო; 9) ბაქოს პროვინცია; 10) დარუბანდის პროვინცია; 11) ყუბანის პროვინცია; 12) სამურის ოკრუგი; 13) ტარკის საშამხლო; სახანოები: ავარიის, კიურა-კაზი-კუმის, მეხთულინის და ლეზგინთა მიწებისაგან[2]. აღნიშნული ტერიტორია დაიყო საქართველო-იმერეთის გუბერნიად და კასპიის ოლქად.

კასპიის ოლქი 1841 წელს დაიყო 7 მაზრად:

  1. შირვანის მაზრა (ადმ. ცენტრი — შემახა)
  2. ყარაბაღის მაზრა (ადმ. ცენტრი — შუშა)
  3. შაქის მაზრა (ადმ. ცენტრი — ნუხა)
  4. ტალიშის მაზრა (ადმ. ცენტრი — ლენქორანი)
  5. ბაქოს მაზრა (ადმ. ცენტრი — ბაქო)
  6. დარუბანდის მაზრა (ადმ. ცენტრი — დარუბანდი)
  7. ყუბის მაზრა (ადმ. ცენტრი — ყუბა)

კასპიის ოლქი გაუქმდა 1846 წლის 14 დეკემბერს[3].

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XV, ук. 13368, ст. 237
  2. § 1. Закавкаский кай составляют земли, лежащия мужду Черным и Каспииским Морями, и именно: 1) Грузия; 2) Имеретия с Гуриею, Мингрелию, Свнетиею и Абхазиею; 3) Область Армянская; 4) Область Джаробелоканская; 5) Провинция Ширванская; 6) Провинция Карабахская; 7) Провинция Шекинская; 8) Ханство Талышинское; 9) Провинция Бакинская; 10) Провинция Дербентская; 11) Провинция Кубинская; 12) Округ Самурский; 13) Шамхалсство Тарковское; Ханства: Аварское, Кюра-Казы-Кумикское и Мехтулинское, и земли Лезгин. § 2. В порядке управления Закавкасскй край образует одну губернию, под наименованием Грузино-Имеретинской, и одну оласть, под наименрванием Каспийской, с особым военно-окружным управлением. § 3. Губерния и область разделяются на уезды, а уезды на участки. § 4. Губурния Грузино-Имеретинская разделяется на одинадцать уездов, именно: Тифлиский, Горийский, Телавский, Белоканский, Кутаиский, Елисаветпольский, Александрапольский, Эриванский, Нахичеванский, Ахалцыхский и Гурийский.
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-е, т. XXI, ук. 20.701, ст. 647